პროფესიული განათლების შესახებ

მუხლი 16. სწავლის შედეგების დადასტურება

რედაქცია №13 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საბაზო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/უმაღლესი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის დაძლევის შედეგად პირს ენიჭება შესაბამისად ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მე-3/მე-4/მე-5 დონის კვალიფიკაცია, რაც დასტურდება შესაბამისი დიპლომისა და დიპლომის დანართის გაცემით.

2.იმ საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის დაძლევის შედეგად, რომელშიც ინტეგრირებულია ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგები, გაიცემა დიპლომი და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი, გარდა ამ მუხლის 3 1 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

3.ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დიპლომის გაცემის წინაპირობაა პროფესიული სტუდენტის მიერ მიღწეული ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგების სამინისტროს მიერ დადგენილი წესით დადასტურება.

3¹.იმ პროფესიულ სტუდენტს, რომელმაც საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა, რომელშიც ინტეგრირებულია ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგები, დაძლია ინდივიდუალური სასწავლო გეგმით განსაზღვრული, პროგრამის სწავლის შედეგებისგან განსხვავებული სწავლის შედეგების მიღწევის საფუძველზე, გადაეცემა სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი და ამ მუხლის მე-6 პუნქტით ან/და მე-7 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტი.

4.მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის დაძლევის შედეგად პირს ენიჭება ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მე-5 დონის კვალიფიკაცია − ასოცირებული ხარისხი, რაც დასტურდება შესაბამისი დიპლომისა და დიპლომის დანართის გაცემით.

5.პროფესიული მომზადების პროგრამით ან პროფესიული გადამზადების პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების მიღწევა დასტურდება სერტიფიკატითა და დანართით.

6.მოდულით განსაზღვრული სწავლის შედეგების მიღწევა, მოთხოვნის შემთხვევაში, დასტურდება სერტიფიკატითა და დანართით.

7.მოდულით განსაზღვრული სწავლის შედეგების სრულად დაუდასტურებლობის შემთხვევაში ამ მოდულის განმახორციელებელი საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია, მოთხოვნის შემთხვევაში, გასცეს ცნობა აღნიშნული მოდულის ფარგლებში დადასტურებული სწავლის შედეგების შესახებ. საქართველოს 2025 წლის 24 ივნისის კანონი №692 – ვებგვერდი, 26.06.2025წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №12 · ძალაშია 26 ივნ. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. მე-2 პუნქტში დიპლომის სრულ ზოგად განათლებასთან გათანაბრება შეიცვალა დიპლომისა და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემით, 3¹ პუნქტის შემთხვევის გარდა. დაემატა 3¹ პუნქტი ინდივიდუალური სასწავლო გეგმით პროგრამადაძლეული სტუდენტებისთვის.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ლიანა ზაგაშვილი

ლიანა ზაგაშვილი

ადვოკატი | ინტელექტუალური საკუთრების სამართლის სპეციალისტი | სასაქონლო ნიშნები, საავტორო სამართალი და ხელოვნური ინტელექტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

სალომე ოსეფაშვილი

სალომე ოსეფაშვილი

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეციალიზაციით, განათლების სამართლის ექსპერტი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
21662²63⁸46¹50¹2 (და…3 (და…3761216
მნიშვნელობით ახლოსზოგადი განათლების შესა…პროფესიული განათლების …უმაღლესი განათლების შე…ეროვნული საკვალიფიკაცი…საექიმო საქმიანობის შე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №13 · ბოლოს შემოწმდა