Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკა„ნაგავსაყრელის მოწყობის, ოპერირების, დახურვისა და შემდგომი მოვლის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზემუხლი 29

„ნაგავსაყრელის მოწყობის, ოპერირების, დახურვისა და შემდგომი მოვლის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე

მუხლი 29. დამატებითი მოთხოვნები ნაგავსაყრელის მოწყობის მიმართ

რედაქცია №4 კონსოლიდირებული · 6 აგვ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456

1.ნაგავსაყრელის მოწყობისას გამოყენებული მასალები, პროდუქტები, სისტემები და ის ტექნიკური სპეციფიკაციები, რომლებიც განსაზღვრავენ მათ ფიზიკურ მახასიათებლებს, უნდა შეესაბამებოდეს ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს და უზუნველყოფდნენ ნაგავსაყრელის აუცილებელი გრძელვადიანი დაბინძურების პრევენციას.

2.ნაგავსაყრელის მოწყობა უნდა განხორციელდეს: ა) სამშენებლო სტანდარტებისა და სამშენებლო სამუშაოების კონტროლთან, თითოეული აშენებული ელემენტის გამოსაცდელ ამუშავებასთან და ექსპლუატაციაში მიღებასთან დაკავშირებული წესების (მოთხოვნების) გათვალისწინებით; ბ) ნაგავსაყრელის ყველა სისტემისა და კომპონენტის მიმართ, ამ ტექნიკური რეგლამენტისა და გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების პირობების არსებული მოთხოვნების შესაბამისად და ამგვარი შესაბამისობის დადასტურებით.

3.ნაგავსაყრელის ფსკერის საიზოლაციო ფენის მოწყობის დროს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს გეომემბრანის გვერდითი და ქვედა ნაწილების გადაბმის ადგილებს, რათა უზრუნველყოფილ იქნეს საიზოლაციო სისტემის სრულფასოვანი და ეფექტიანი ფუნქციონირება გამონაჟონის გადინების თავიდან აცილებისა და მისი ეფექტური შეგროვების საშუალებების უზრუნველყოფის თვალსაზრისით.

4.საჭიროების შემთხვევაში ქვედა საიზოლაციო გეომემბრანის დაგების და მონტაჟის წინ უნდა მოეწყოს მიწისზედა სადრენაჟო და წყალგამყვანი სისტემა ნაგავსაყრელზე განთავსებული ნარჩენის ზედაპირულ წყალთან კონტაქტის თავიდან ასაცილებლად.

5.ნებისმიერი ნაგავსაყრელის გეომემბრანის გვერდითი ნაწილები უნდა წარმოადგენდნენ ქვედა საიზოლაციო გეომემბრანის გაგრძელებას და მთლიანად ფარავდნენ გვერდითი ჯებირების შიდა მხარეს.

6.ქვედა და ზედა საიზოლაციო სისტემების კომპონენტების მონტაჟით (გეომემბრანების დაგებისა და საჭიროების შემთხვევაში მისი ნაწილების შეერთების ჩათვლით) უზრუნველყოფილი უნდა იქნეს შემდეგი: ა)   ნარჩენების მოსალოდნელი დატვირთვით გამოწვეულმა დეფორმაციამ და ჯდენამ არ უნდა შეუქმნას საფრთხე გეომემბრანისა და საიზოლაციო ფენების მთლიანობას; ბ) ქვედა და ზედა საიზოლაციო ფენის სისტემისათვის გამოყენებული მასალების ხარისხი და ფორმა უნდა შეესაბამებოდეს ამ ტექნიკურ რეგლამენტში წარმოდგენილ მოთხოვნებს; გ) მშენებლობის დროს მინერალურ ფენაში გამოყენებული მასალის სიმკვრივის, წყლის შემცველობისა და ერთგვაროვნების ხარისხი უნდა განისაზღვროს  ტესტირებისა და შესაბამისობის დადგენის მეთოდებით ამ ტექნიკური რეგლამენტის კრიტერიუმებთან შესაბამისობის დასადგენად საფენის ზედაპირის ყოველი 1000 მ 2 ფართობის მქონე სექციაზე; დ) ყველა ობიექტის სიმაღლე და დახრილობა უნდა შეესაბამებოდეს ნაგავსაყრელის დამტკიცებულ პროექტში განსაზღვრულ სიდიდეებს; ე) ნაგავსაყრელის ქვედა საფენისა და ზედაპირის საიზოლაციო სისტემის მოწყობაში გამოყენებული გრუნტის მასალის სიმკვრივე უნდა გადამოწმდეს სულ მცირე დაგებული მასალის ყოველ 100 მ 2 -ზე; ვ) დაგებული მინერალური გამტარუნარიანობის კოეფიციენტი უნდა გადამოწმდეს შესაფერისი ლაბორატორიული ან საველე ტესტებით დაგებული მასალის ყოველ 2000 მ 2 -ზე. თავი I II ოპერირება და ტექნიკური მომსახურება

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. ნაგავსაყრელის მოწყობისას გამოყენებული მასალები, პროდუქტები, სისტემები და ის ტექნიკური სპეციფიკაციები, რომლებიც განსაზღვრავენ მათ ფიზიკურ მახასიათებლებს, უნდა შეესაბამებოდეს ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს და უზუნველყოფდნენ ნაგავსაყრელის აუცილებელი გრძელვადიანი დაბინძურების პრევენციას. 2.  ნაგავსაყრელის მოწყობა უნდა განხორციელდეს: ა) სამშენებლო სტანდარტებისა და სამშენებლო სამუშაოების კონტროლთან, თითოეული აშენებული ელემენტის გამოსაცდელ ამუშავებასთან და ექსპლუატაციაში მიღებასთან დაკავშირებული წესების (მოთხოვნების) გათვალისწინებით; ბ) ნაგავსაყრელის ყველა სისტემისსისტემისა და კომპონენტის მიმართმიმართ, ამ ტექნიკური რეგლამენტისა და ნებართვისგარემოსდაცვითი გადაწყვეტილების პირობების არსებული მოთხოვნების შესაბამისად და ამგვარი შესაბამისობის დადასტურებით. 3.   ნაგავსაყრელის ფსკერის საიზოლაციო ფენის მოწყობის დროს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს გეომემბრანის გვერდითი და ქვედა ნაწილების გადაბმის ადგილებს, რათა უზრუნველყოფილ იქნეს საიზოლაციო სისტემის სრულფასოვანი და ეფექტიანი ფუნქციონირება გამონაჟონის გადინების თავიდან აცილებისა და მისი ეფექტური შეგროვების საშუალებების უზრუნველყოფის თვალსაზრისით. 4.   საჭიროების შემთხვევაში ქვედა საიზოლაციო გეომემბრანის დაგების და მონტაჟის წინ უნდა მოეწყოს მიწისზედა სადრენაჟო და წყალგამყვანი სისტემა ნაგავსაყრელზე განთავსებული ნარჩენის ზედაპირულ წყალთან კონტაქტის თავიდან ასაცილებლად. 5. ნებისმიერი ნაგავსაყრელის გეომემბრანის გვერდითი ნაწილები უნდა წარმოადგენდნენ ქვედა საიზოლაციო გეომემბრანის გაგრძელებას და მთლიანად ფარავდნენ გვერდითი ჯებირების შიდა მხარეს. 6. ქვედა და ზედა საიზოლაციო სისტემების კომპონენტების მონტაჟით (გეომემბრანების დაგებისა და საჭიროების შემთხვევაში მისი ნაწილების შეერთების ჩათვლით) უზრუნველყოფილი უნდა იქნეს შემდეგი: ა)   ნარჩენების მოსალოდნელი დატვირთვით გამოწვეულმა დეფორმაციამ და ჯდენამ არ უნდა შეუქმნას საფრთხე გეომემბრანისა და საიზოლაციო ფენების მთლიანობას; ბ) ქვედა და ზედა საიზოლაციო ფენის სისტემისათვის გამოყენებული მასალების ხარისხი და ფორმა უნდა შეესაბამებოდეს ამ ტექნიკურ რეგლამენტში წარმოდგენილ მოთხოვნებს; გ) მშენებლობის დროს მინერალურ ფენაში გამოყენებული მასალის სიმკვრივის, წყლის შემცველობისა და ერთგვაროვნების ხარისხი უნდა განისაზღვროს  ტესტირებისა და შესაბამისობის დადგენის მეთოდებით ამ ტექნიკური რეგლამენტის კრიტერიუმებთან შესაბამისობის დასადგენად საფენის ზედაპირის ყოველი 1000 მ 2 ფართობის მქონე სექციაზე; დ) ყველა ობიექტის სიმაღლე და დახრილობა უნდა შეესაბამებოდეს ნაგავსაყრელის დამტკიცებულ პროექტში განსაზღვრულ სიდიდეებს; ე) ნაგავსაყრელის ქვედა საფენისა და ზედაპირის საიზოლაციო სისტემის მოწყობაში გამოყენებული გრუნტის მასალის სიმკვრივე უნდა გადამოწმდეს სულ მცირე დაგებული მასალის ყოველ 100 მ 2 -ზე; ვ) დაგებული მინერალური გამტარუნარიანობის კოეფიციენტი უნდა გადამოწმდეს შესაფერისი ლაბორატორიული ან საველე ტესტებით დაგებული მასალის ყოველ 2000 მ 2 -ზე. თავი I II ოპერირება და ტექნიკური მომსახურება
რედაქციების შედარება

ტექსტობრივი ცვლილება არ არის

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 1 აგვ. 2025· გამოქვეყნდა 7 აგვ. 2025
წინა მუხლი 28შემდეგი მუხლი 31

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

ძალადაკარგული

კონსოლიდირებული 2025-08-06 · №4

0
ციტირებულია მუხლი
1
ცვლილება
ბოლო 2025-08-07
2
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

ნარჩენების მართვის კოდექსი

  • 22ნაგავსაყრელის მოწყობასთან, ოპერირებასთან, დახურვასთან და შემდგომ მოვლასთან დაკავშირებული მოთხოვნები
  • 20სახიფათო ნარჩენების შეგროვებისა და დამუშავების სპეციალური მოთხოვნები
  • 23არსებული ნაგავსაყრელი

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

  • 97სისტემათა ურთიერთთავსებადობა და ტექნიკური წესები

სამრეწველო ემისიების შესახებ

  • 9ზოგადი სავალდებულო წესები

წიაღის შესახებ

  • 45მოთხოვნები წიაღში ნარჩენების განთავსებისა და ჩამდინარე წყლების ჩაშვებისადმი
  • 44სასარგებლო წიაღისეულის გადამუშავების ძირითადი მოთხოვნები

გარემოს დაცვის შესახებ

  • 34ეკოლოგიური მოთხოვნები ნარჩენებისადმი

წყლის რესურსების მართვის შესახებ

  • 30მოთხოვნები ურბანული ჩამდინარე წყლის გაწმენდასთან დაკავშირებით

წყლის შესახებ

  • 18იმ საწარმოს, ნაგებობის და სხვა ობიექტის განლაგება, დაპროექტება, მშენებლობა და საექსპლუატაციოდ გადაცემა, რომელიც გავლენას ახდენს წყლის მდგომარეობაზე

საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი

  • 89მოთხოვნები სამშენებლო მასალის მიმართ

საგზაო მოძრაობის შესახებ

  • 16გარემოს დაცვასთან დაკავშირებული მოთხოვნები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
4544341816222023899793029
მნიშვნელობით ახლოსნარჩენების მართვის კოდ…ენერგეტიკისა და წყალმო…სამრეწველო ემისიების შ…წიაღის შესახებგარემოს დაცვის შესახებწყლის რესურსების მართვ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 6 აგვ. 2025