Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაწყლის შესახებმუხლი 18

წყლის შესახებ

მუხლი 18. იმ საწარმოს, ნაგებობის და სხვა ობიექტის განლაგება, დაპროექტება, მშენებლობა და საექსპლუატაციოდ გადაცემა, რომელიც გავლენას ახდენს წყლის მდგომარეობაზე

რედაქცია №27 კონსოლიდირებული · 30 ივნ. 2023
თემები:წყლის რესურსებიდაბინძურების კონტროლიგანახლებადი ენერგიაინფრასტრუქტურული და ენერგეტიკული Feasibility

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456

1.ახალი თუ რეკონსტრუირებული საწარმოს, ნაგებობის და სხვა ობიექტის განლაგების, დაპროექტების, მშენებლობისა და საექსპლუატაციოდ გადაცემისას, აგრეთვე ახალი ტექნოლოგიური პროცესების დანერგვისას, რომლებიც გავლენას ახდენენ წყლის მდგომარეობაზე, უზრუნველყოფილ უნდა იქნეს წყლის რაციონალური გამოყენება მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის მოთხოვნათა გათვალისწინებით და სასმელი და საყოფაცხოვრებო საჭიროების პირველ რიგში დასაკმაყოფილებლად. ამასთან, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ღონისძიებები, რომლებიც უზრუნველყოფენ წყლის ობიექტებიდან აღებული და მათში დაბრუნებული წყლის აღრიცხვას, წყლის დაცვას გაბინძურების, დანაგვიანებისა და დაშრეტისაგან, წყლის მავნე ზემოქმედების თავიდან აცილებას, მიწების დატბორვის შეზღუდვას მინიმალურად აუცილებელ დონემდე, მიწების დაცვას დამლაშების, წყლის შედგომის ან გამოშრობისაგან, აგრეთვე ბუნებრივი გარემოსა და ლანდშაფტის შენარჩუნებას.

2.თევზსამეურნეო წყალსატევებზე ახალი თუ რეკონსტრუირებული საწარმოს, ნაგებობის და სხვა ობიექტის განლაგების, დაპროექტების, მშენებლობისა და საექსპლუატაციოდ გადაცემისას ამ მუხლის პირველ პუნქტში გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულებასთან ერთად დროულად უნდა განხორციელდეს ღონისძიებანი თევზის, წყლის ცხოველთა სამყაროს სხვა ობიექტების და მცენარეების დაცვის და მათი აღწარმოების პირობების უზრუნველსაყოფად.

3.ახალი თუ რეკონსტრუირებული საწარმოს, ნაგებობის და სხვა ობიექტის დაპროექტების, მშენებლობისა და ექპლუატაციის დროს, აგრეთვე ახალი ტექნოლოგიური პროცესების დანერგვისას უზრუნველყოფილი უნდა იქნეს შემდეგი ძირითადი პირობების დაცვა: ა) წყლის ობიექტში ჩასაშვები ჩამდინარე წყლის გაწმენდა დადგენილ ნორმამდე; ა 1 ) წყალარინების (საკანალიზაციო) სისტემაში ჩასაშვები ჩამდინარე წყლის დადგენილ ნორმამდე გაწმენდა; ბ) აკრძალულია ბუნებრივი წყალსატევის გამოყენება ჩამდინარე წყლის განზავებისათვის; გ) აკრძალულია ჩამდინარე წყლებით იმ მიწების მორწყვა, რომელთაც არ გააჩნიათ მიწისქვეშა წყლების რეჟიმზე და შემადგენლობაზე დაკვირვების ქსელი.

4.აკრძალულია საექსპლუატაციოდ გადაეცეს: ა) ახალი და რეკონსტრუირებული საწარმო, საამქრო, ტერმინალი, აგრეგატი, კომუნალური და სხვა ობიექტები, თუ მათ არ გააჩნიათ სათანადო მოწყობილობა, რომელიც უზრუნველყოფს წყლის გაბინძურების, დანაგვიანების ან მისი მავნე ზემოქმედების თავიდან აცილებას; ბ) სარწყავი და გაწყლოვანების სისტემა, წყალსაცავი და არხი, ვიდრე არ გატარდება პროექტით გათვალისწინებული ღონისძიებები მიწების დატბორვის, წყლის შედგომის, დაჭაობების და დამლაშების, ნიადაგის ეროზიის თავიდან ასაცილებლად; გ) დამშრობი სისტემები – თუ დამტკიცებული პროექტების შესაბამისად მზად არ იქნება წყლის მიმღები და სხვა ნაგებობები; დ) წყალამღები ნაგებობები – თუ დამტკიცებული პროექტების შესაბამისად მათ არ გააჩნიათ თევზის დამცავი მოწყობილობა; ე) ჰიდროტექნიკური ნაგებობები – თუ დამტკიცებული პროექტების შესაბამისად მზად არ იქნება წყალდიდობისას ზედმეტი წყლის და თევზის გამტარი მოწყობილობები და მდინარეთა კალაპოტები, აგრეთვე, უზრუნველყოფილი არ იქნება შავი ზღვის სანაპირო ზოლის დაცვის ღონისძიებები; ვ) მიწისქვეშა წყლების ამღები ნაგებობები და ჭაბურღილები - წყლის მარეგულირებელი და მიწისქვეშა წყლების რეჟიმზე დაკვირვების მოწყობილობებით მათი აღჭურვისა და შესაბამის შემთხვევებში, სანიტარიული დაცვის ზონების დადგენის გარეშე; ზ) ნავთობპროდუქტების მილსადენი და ტერმინალი – წყლის გაბინძურებისაგან დაცვის, ნავთობპროდუქტების გაჟონვის აღმომჩენი, საკონტროლო გამზომი, წყლის ობიექტებში ნავთობპროდუქტების შესაძლო მოხვედრის ადგილებში ნავთობდამჭერი მოწყობილობების და საშუალებების, საავარიო სამსახურის (მათ შორის, საინფორმაციოს) გარეშე; თ) თვითმავალი და არათვითმავალი გემები, რომელთაც არ გააჩნიათ გემზე წარმოქმნილი ტექნიკური და სხვა ჩამდინარე წყლების შემკრები მოწყობილობა.

5.აკრძალულია წყალსაცავის ავსება, ვიდრე არ განხორციელდება მისი კალაპოტის მოსამზადებლად პროექტით გათვალისწინებული ღონისძიებები.

6.(ამოღებულია – 25.03.2013, №494). საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №494 – ვებგვერდი, 05.04.2013წ. საქართველოს 2018 წლის 29 ივნისის კანონი №2755 – ვებგვერდი, 19.07.2018წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №22 · ძალაშია 19 ივლ. 2018-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 19 ივლ. 2018

    მე-18 მუხლის პირველ პუნქტს დაემატა „ა 1“ ქვეპუნქტი, რომელიც საკანალიზაციო სისტემაში ჩასაშვებ ჩამდინარე წყალს დადგენილ ნორმამდე გაწმენდას ითვალისწინებს.

  2. 14 მაი. 2013· გამოქვეყნდა 5 აპრ. 2013

    18-ე მუხლის მე-6 პუნქტი ამოღებულია: მასში გათვალისწინებული, წყლის მდგომარეობაზე გავლენის მქონე ობიექტის მშენებლობის ადგილის სხვადასხვა ორგანოსთან შეთანხმების ნორმა აღარ არსებობს.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 17შემდეგი მუხლი 19

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • არსებული შენობის დემონტაჟის vs. რეფუნქციონალიზაციის ანალიზისერვისის გვერდი
  • მზის პროექტების განვითარებასერვისის გვერდი
  • საფრთხის ქვეშ მყოფი სახეობებისერვისის გვერდი
  • წყლის გაშუქების ნებართვასერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 30 ივნ. 2023 · №27

  • 2 ცვლილება · ბოლო 19 ივლ. 2018
  • 3 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

წყლის შესახებ

  • 84წყლის დაცვისა და გამოყენების ნორმები
  • 53სპეციალური წყალსარგებლობის ძირითადი მიზნები და პირობები
  • 24წყლის დაცვა დაცული ტერიტორიების სისტემით

წყლის რესურსების მართვის შესახებ

  • 13წყალსარგებლობის ზოგადი პირობები
  • 29წყლის რესურსების დაცვის ძირითადი მოთხოვნები
  • 16სპეციალური წყალსარგებლობა ზედაპირული წყლის ობიექტზე

ცხოველთა სამყაროს შესახებ

  • 17გარეულ ცხოველთა საბინადრო გარემოს, გამრავლების არეალების, გადარჩენის სტაციების, სამიგრაციო და წყალთან მისასვლელი გზებისა და წყლის სასმელი ადგილების დაცვა

„ნაგავსაყრელის მოწყობის, ოპერირების, დახურვისა და შემდგომი მოვლის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე

  • 28 (დანართი 1)ნაგავსაყრელის ოპერირებისათვის საჭირო დამხმარე/საწარმოო ნაგებობები და სისტემები
  • 11 (დანართი 1)წყლის კონტროლი და გამონაჟონის მართვა

საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი

  • 84შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციის პერიოდში უსაფრთხოების დაცვა

სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ

  • 7სასმელი წყლის მიმწოდებლის ვალდებულებები და სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემის გაფართოება

განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (მათ შორის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების) მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ

  • 5სამშენებლო საქმიანობის ობიექტები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
17845324728 (დ…11 (დ…84513291618
მნიშვნელობით ახლოსწყლის რესურსების მართვ…წყლის შესახებცხოველთა სამყაროს შესა…ნაგავსაყრელის მოწყობის…საქართველოს სივრცის და…სასმელი წყლის მიწოდები…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 30 ივნ. 2023 · რედაქცია №27 · ბოლოს შემოწმდა 26 ოქტ. 2026