წყლის რესურსების მართვის შესახებ

მუხლი 30. მოთხოვნები ურბანული ჩამდინარე წყლის გაწმენდასთან დაკავშირებით

რედაქცია №5 კონსოლიდირებული · 16 სექ. 2026 ამ მუხლის ცვლილება ძალაში შედის 1 სექ. 2027

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ურბანული ჩამდინარე წყლის ზედაპირული წყლის ობიექტში ჩაშვების ნორმები და ურბანული ჩამდინარე წყლით ზემოქმედების რისკის ქვეშ მოქცეული სენსიტიური არეალების განსაზღვრის კრიტერიუმები დგინდება ტექნიკური რეგლამენტით „ზედაპირული წყლის ობიექტებში ურბანული და სამრეწველო ჩამდინარე წყლების ჩაშვების პირობები“, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.

2.ურბანული ჩამდინარე წყლის წყალარინების (საკანალიზაციო) სისტემაში და გამწმენდ ნაგებობაში შემავალი საწარმოო ჩამდინარე წყლის ხარისხი, სულ მცირე, უნდა აკმაყოფილებდეს ისეთ პირობებს და ისეთ მდგომარეობაში უნდა იყოს, რომელიც: ა) საფრთხეს არ უქმნის აღნიშნული სისტემებისა და გამწმენდი ნაგებობების მომსახურე პერსონალის ჯანმრთელობას; ბ) არ იწვევს აღნიშნული სისტემის, გამწმენდი ნაგებობისა და შესაბამისი აღჭურვილობის დაზიანებას; გ) უზრუნველყოფს ჩამდინარე წყლის გამწმენდი ნაგებობის შეუფერხებელ მუშაობას, გაწმენდის ტექნოლოგიური რეჟიმის დაცვასა და ნალექის გაუვნებელყოფას; დ) უზრუნველყოფს ურბანული ჩამდინარე წყლის ჩაშვების პირობების დაცვასა და გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების თავიდან აცილებას.

3.იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირობები არ არის დაცული, აუცილებელია საწარმოო ჩამდინარე წყლის შესაბამისი წინასწარი გაწმენდა.

4.ურბანული ჩამდინარე წყლის წყალარინების (საკანალიზაციო) სისტემაში ჩაშვების ტექნიკური პირობები განისაზღვრება ტექნიკური რეგლამენტით „წყალარინების (საკანალიზაციო) სისტემაში ჩამდინარე წყლის ჩაშვებისა და მიღების პირობებისა და დამაბინძურებელ ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები ნორმები“, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. თავი VII წყლის რესურსების დაცვისა და გამოყენების კონტროლი

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. ურბანული ჩამდინარე წყლის ზედაპირული წყლის ობიექტში ჩაშვების ნორმები და ურბანული ჩამდინარე წყლით ზემოქმედების რისკის ქვეშ მოქცეული სენსიტიური არეალების განსაზღვრის კრიტერიუმები დგინდება ტექნიკური რეგლამენტით „ზედაპირული წყლის ობიექტებში ურბანული და სამრეწველო ჩამდინარე წყლების ჩაშვების პირობები“, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. 2. ურბანული ჩამდინარე წყლის წყალარინების (საკანალიზაციო) სისტემაში და გამწმენდ ნაგებობაში შემავალი საწარმოო ჩამდინარე წყლის ხარისხი, სულ მცირე, უნდა აკმაყოფილებდეს ისეთ პირობებს და ისეთ მდგომარეობაში უნდა იყოს, რომელიც: ა) საფრთხეს არ უქმნის აღნიშნული სისტემებისა და გამწმენდი ნაგებობების მომსახურე პერსონალის ჯანმრთელობას; ბ) არ იწვევს აღნიშნული სისტემის, გამწმენდი ნაგებობისა და შესაბამისი აღჭურვილობის დაზიანებას; გ) უზრუნველყოფს ჩამდინარე წყლის გამწმენდი ნაგებობის შეუფერხებელ მუშაობას, გაწმენდის ტექნოლოგიური რეჟიმის დაცვასა და ნალექის გაუვნებელყოფას; დ) უზრუნველყოფს ურბანული ჩამდინარე წყლის ჩაშვების პირობების დაცვასა და გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების თავიდან აცილებას. 3. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირობები არ არის დაცული, აუცილებელია საწარმოო ჩამდინარე წყლის შესაბამისი წინასწარი გაწმენდა. 4. ურბანული ჩამდინარე წყლის წყალარინების (საკანალიზაციო) სისტემაში ჩაშვების ტექნიკური პირობები განისაზღვრება ტექნიკური რეგლამენტით „წყალარინების (საკანალიზაციო) სისტემაში ჩამდინარე წყლის ჩაშვებისა და მიღების პირობებისა და დამაბინძურებელ ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები ნორმები“, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. თავი VII წყლის რესურსების დაცვისა და გამოყენების კონტროლი

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 20 ივლ. 2023-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. ჯერ არ ამოქმედებულა· გამოქვეყნდა 2 ივლ. 2026

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
82²454033212411 (დ…28 (დ…12 (დ…4213293930
მითითებამნიშვნელობით ახლოსწყლის რესურსების მართვ…წიაღის შესახებნაგავსაყრელის მოწყობის…საქართველოს ადმინისტრა…გარემოს დაცვის შესახებსასმელი წყლის მიწოდები…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №5 · ბოლოს შემოწმდა