ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ

მუხლი 43. ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის კონტროლი

რედაქცია №50 კონსოლიდირებული · 10 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას.

2.კომისია აკონტროლებს ელექტრონული საკომუნიკაციო უწყებრივი და სპეციალური ქსელებით საქმიანობის განმახორციელებელი პირების მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას, რომელთა შეუსრულებლობისათვის ფიზიკური და იურიდიული პირები პასუხს აგებენ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად.

3.კომისია აკონტროლებს ამოწურვადი რესურსით სარგებლობის უფლების მქონე პირების, მათ შორის, ამოწურვადი რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელის, მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის შესაბამისი დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, აგრეთვე სალიცენზიო პირობების შესრულებას. მათი დარღვევის შემთხვევაში კომისია აღნიშნული პირების მიმართ გამოიყენებს ამ კანონის 45-ე მუხლით დადგენილ სანქციებს.

4.ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციის, ლიცენზიის ან ამოწურვადი რესურსით სარგებლობის უფლების მოპოვების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობა დაუშვებელია და იწვევს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილ პასუხისმგებლობას.

5.საჭიროების შემთხვევაში, კომისიას შეუძლია გამოიყენოს ის ადმინისტრაციული უფლებამოსილება, რომელიც მას მინიჭებული აქვს საქართველოს ადმინისტრაციული კანონმდებლობით, მაგრამ არ არის გათვალისწინებული ამ კანონით.

6.კომისია აკონტროლებს ავტორიზებული პირის მიერ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას. მათი შეუსრულებლობის შემთხვევაში ავტორიზებული პირის პასუხისმგებლობა იმავე კანონით განისაზღვრება. საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2564 - სსმ I, №4, 18.01.2006 წ., მუხ.34 საქართველოს 2006 წლის 8 დეკემბრის კანონი №3921 - სსმ I, №46, 13.12.2006 წ., მუხ.310 საქართველოს 2011 წლის 8 აპრილის კანონი №4526 - ვებგვერდი, 02.05.2011წ. საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5546– ვებგვერდი, 30.12.2011წ. საქართველოს 2017 წლის 23 დეკემბრის კანონი №1929 – ვებგვერდი, 11.01.2018წ. საქართველოს 2020 წლის 16 სექტემბრის კანონი №7131 – ვებგვერდი, 21.09.2020წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას. 2. კომისია აკონტროლებს ელექტრონული საკომუნიკაციო უწყებრივი და სპეციალური ქსელებით საქმიანობის განმახორციელებელი პირების მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას, რომელთა შეუსრულებლობისათვის ფიზიკური და იურიდიული პირები პასუხს აგებენ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად. 3. კომისია აკონტროლებს ამოწურვადი რესურსით სარგებლობის უფლების მქონე პირების, მათ შორის, ამოწურვადი რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელის, მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის შესაბამისი დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, აგრეთვე სალიცენზიო პირობების შესრულებას. მათი დარღვევის შემთხვევაში კომისია აღნიშნული პირების მიმართ გამოიყენებს ამ კანონის 45-ე მუხლით დადგენილ სანქციებს. 4. ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციის, ლიცენზიის ან ამოწურვადი რესურსით სარგებლობის უფლების მოპოვების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობა დაუშვებელია და იწვევს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილ პასუხისმგებლობას. 5. საჭიროების შემთხვევაში, კომისიას შეუძლია გამოიყენოს ის ადმინისტრაციული უფლებამოსილება, რომელიც მას მინიჭებული აქვს საქართველოს ადმინისტრაციული კანონმდებლობით, მაგრამ არ არის გათვალისწინებული ამ კანონით. 6. კომისია აკონტროლებს ავტორიზებული პირის მიერ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას. მათი შეუსრულებლობის შემთხვევაში ავტორიზებული პირის პასუხისმგებლობა იმავე კანონით განისაზღვრება. საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2564 - სსმ I, №4, 18.01.2006 წ., მუხ.34 საქართველოს 2006 წლის 8 დეკემბრის კანონი №3921 - სსმ I, №46, 13.12.2006 წ., მუხ.310 საქართველოს 2011 წლის 8 აპრილის კანონი №4526 - ვებგვერდი, 02.05.2011წ. საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5546– ვებგვერდი, 30.12.2011წ. საქართველოს 2017 წლის 23  დეკემბრის  კანონი №1929  –  ვებგვერდი, 11.01.2018წ. საქართველოს 2020 წლის 16  სექტემბრის კანონი №7131 – ვებგვერდი, 21.09.2020წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №41 · ძალაშია 21 სექ. 2020-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 7

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 11 იან. 2018
  2. · გამოქვეყნდა 30 დეკ. 2011

    43-ე მუხლის მე-3 პუნქტში კონტროლისა და სანქციების ობიექტად დასახელდა ამოწურვადი რესურსით სარგებლობის ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელი, ხოლო კონტროლდება სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების შესრულება; სანქციები კვლავ 45-ე მუხლით განისაზღვრება.

  3. · გამოქვეყნდა 2 მაი. 2011

    43-ე მუხლის მე-4 პუნქტი ახლებურად ჩამოყალიბდა: ავტორიზაციის, ლიცენზიის, ნებართვის ან მინიჭების გარეშე სპექტრით ან ნუმერაციის რესურსით სარგებლობა დაუშვებელია და იწვევს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.

  4. 43-ე მუხლში გადანაწილდა და შეიცვალა კონტროლის პუნქტები: მე-2 პუნქტს დაემატა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა, ამოიღეს მაუწყებლობის ტრანზიტის მიმართ საავტორო უფლებების კანონის შესრულების კონტროლი, ავტორიზაციისა და ლიცენზიის გარეშე საქმიანობის სისხლისსამართლებრივი ნორმა, ხოლო სალიცენზიო პირობების დარღვევისას დაწესდა 45-ე მუხლის სანქციები.

  5. 43-ე მუხლში გაფართოვდა კომისიის კონტროლის სფერო (1¹ და 1² პუნქტები), შესაბამისად შეიცვალა მე-2 პუნქტის მითითება და დაემატა 3¹ პუნქტი ულიცენზიო სარგებლობის აკრძალვის შესახებ.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
441115514¹7117182931222243
მნიშვნელობით ახლოსელექტრონული კომუნიკაცი…საჯარო სამართლის იურიდ…მაუწყებლობის შესახებენერგეტიკისა და წყალმო…ენერგოეფექტურობის შესა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №50 · ბოლოს შემოწმდა