სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ

მუხლი 42. პასუხისმგებლობა ამ კანონის დარღვევისათვის

რედაქცია №8 კონსოლიდირებული · 26 ივნ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.პირს, რომელიც არ შეასრულებს ამ კანონის 24-ე მუხლით გათვალისწინებულ სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის ვალდებულებას ან არ დაიცავს სხვა სახელმწიფოსათვის ან საერთაშორისო ორგანიზაციისათვის სახელმწიფო საიდუმლოების გადაცემისათვის დადგენილ შეზღუდვას, დაეკისრება კანონით განსაზღვრული პასუხისმგებლობა.

2.საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული პასუხისმგებლობა დაეკისრება იმ პირს, რომელიც: ა) დაასაიდუმლოებს ამ კანონის მე-7 მუხლით გათვალისწინებულ ინფორმაციას; ბ) უსაფუძვლოდ დაასაიდუმლოებს ინფორმაციას; გ) საიდუმლოობის გრიფს აღნიშნავს ინფორმაციის შემცველზე, რომელიც არ არის ან აღარ არის სახელმწიფო საიდუმლოება; დ) დაარღვევს სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების გაცემის ამ კანონის მე-19 და მე-20 მუხლებით დადგენილ მოთხოვნებს; ე) არ გააკონტროლებს სახელმწიფო საიდუმლოების დაცვას.

3.თუ პირმა გაამჟღავნა სახელმწიფო საიდუმლოებისათვის მიკუთვნებული ისეთი ინფორმაცია, რომელიც, ამ კანონის შესაბამისად, არ უნდა მიჰკუთვნებოდა სახელმწიფო საიდუმლოებას, მისი პასუხისმგებლობის საკითხი შეიძლება განხილულ იქნეს მხოლოდ ამ ინფორმაციის საიდუმლოობის კანონიერების დადგენის შემდეგ. თუ აღნიშნული ინფორმაციის საიდუმლოობა უკანონოდ იქნა მიჩნეული, პირს პასუხისმგებლობა არ დაეკისრება.

4.სახელმწიფო საიდუმლოების გამჟღავნება იმ პირის მიერ, რომელმაც არ იცოდა და არც უნდა სცოდნოდა, რომ ეს სახელმწიფო საიდუმლოება იყო, დანაშაულად არ ითვლება.

5.პრესაში ან მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებაში, აგრეთვე ინტერნეტსივრცეში სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ისეთი ინფორმაციის გამოქვეყნება, რომლის გახმაურებასაც მნიშვნელობა აქვს საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვისათვის ან რომელიც უკვე გამოქვეყნებული იყო, დანაშაულად არ ითვლება.

6.ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის გამჟღავნებისათვის პირს პასუხისმგებლობა დაეკისრება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

7.ევროკავშირის საიდუმლო ინფორმაციის გამჟღავნებისთვის პირს პასუხისმგებლობა დაეკისრება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №3954 – ვებგვერდი, 25.12.2023წ. თავი X გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. პირს, რომელიც არ შეასრულებს ამ კანონის 24-ე მუხლით გათვალისწინებულ სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის ვალდებულებას ან არ დაიცავს სხვა სახელმწიფოსათვის ან საერთაშორისო ორგანიზაციისათვის სახელმწიფო საიდუმლოების გადაცემისათვის დადგენილ შეზღუდვას, დაეკისრება კანონით განსაზღვრული პასუხისმგებლობა. 2. საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული პასუხისმგებლობა დაეკისრება იმ პირს, რომელიც: ა) დაასაიდუმლოებს ამ კანონის მე-7 მუხლით გათვალისწინებულ ინფორმაციას; ბ) უსაფუძვლოდ დაასაიდუმლოებს ინფორმაციას; გ) საიდუმლოობის გრიფს აღნიშნავს ინფორმაციის შემცველზე, რომელიც არ არის ან აღარ არის სახელმწიფო საიდუმლოება; დ) დაარღვევს სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების გაცემის ამ კანონის მე-19 და მე-20 მუხლებით დადგენილ მოთხოვნებს; ე) არ გააკონტროლებს სახელმწიფო საიდუმლოების დაცვას. 3. თუ პირმა გაამჟღავნა სახელმწიფო საიდუმლოებისათვის მიკუთვნებული ისეთი ინფორმაცია, რომელიც, ამ კანონის შესაბამისად, არ უნდა მიჰკუთვნებოდა სახელმწიფო საიდუმლოებას, მისი პასუხისმგებლობის საკითხი შეიძლება განხილულ იქნეს მხოლოდ ამ ინფორმაციის საიდუმლოობის კანონიერების დადგენის შემდეგ. თუ აღნიშნული ინფორმაციის საიდუმლოობა უკანონოდ იქნა მიჩნეული, პირს პასუხისმგებლობა არ დაეკისრება. 4. სახელმწიფო საიდუმლოების გამჟღავნება იმ პირის მიერ, რომელმაც არ იცოდა და არც უნდა სცოდნოდა, რომ ეს სახელმწიფო საიდუმლოება იყო, დანაშაულად არ ითვლება. 5. პრესაში ან მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებაში, აგრეთვე ინტერნეტსივრცეში სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ისეთი ინფორმაციის გამოქვეყნება, რომლის გახმაურებასაც მნიშვნელობა აქვს საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვისათვის ან რომელიც უკვე გამოქვეყნებული იყო, დანაშაულად არ ითვლება. 6. ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის გამჟღავნებისათვის პირს პასუხისმგებლობა დაეკისრება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 7. ევროკავშირის საიდუმლო ინფორმაციის გამჟღავნებისთვის პირს პასუხისმგებლობა დაეკისრება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №3954 – ვებგვერდი, 25.12.2023წ. თავი X გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №7 · ძალაშია 25 დეკ. 2023-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ელვინ შეირიევი

ელვინ შეირიევი

საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

გიორგი გუბელაძე

გიორგი გუბელაძე

ადვოკატი გიორგი გუბელაძე

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ლიზი ლომთაძე

ლიზი ლომთაძე

სისხლის სამართლის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾50

ნესტან ანანიძე

ნესტან ანანიძე

სისხლის სამართლი, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ლაშა სტურუა

ლაშა სტურუა

საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

სულხან კომახიძე

სულხან კომახიძე

ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
3138201213³713242072921212842
მითითებამნიშვნელობით ახლოსსახელმწიფო საიდუმლოები…სიტყვისა და გამოხატვის…საქართველოს სახელმწიფო…თავისუფლების ქარტიასაქართველოს დაზვერვის …ელექტრონული კომუნიკაცი…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №8 · ბოლოს შემოწმდა