წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ

მუხლი 37¹³. ფარმაცევტული პროდუქტის წარმოება საქართველოს ნაციონალური GMP-ის (კარგი საწარმოო პრაქტიკის) სერტიფიკატის ფლობის გარეშე და ფარმაცევტული პროდუქტის საბითუმო დისტრიბუცია საქართველოს ნაციონალური GDP-ის (კარგი სადისტრიბუციო პრაქტიკის) სერტიფიკატის ფლობის გარეშე

რედაქცია №30 კონსოლიდირებული · 30 ნოე. 2023

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ფარმაცევტული პროდუქტის წარმოება საქართველოს ნაციონალური GMP-ის (კარგი საწარმოო პრაქტიკის) სერტიფიკატის ფლობის გარეშე, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პირობებით − გამოიწვევს დაჯარიმებას 50 000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით.

2.იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, − გამოიწვევს დაჯარიმებას 100 000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით.

3.ფარმაცევტული პროდუქტის საბითუმო დისტრიბუცია საქართველოს ნაციონალური GDP-ის (კარგი სადისტრიბუციო პრაქტიკის) სერტიფიკატის ფლობის გარეშე, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პირობებით − გამოიწვევს დაჯარიმებას 30 000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით.

4.იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, − გამოიწვევს დაჯარიმებას 60 000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით. საქართველოს 2022 წლის 1 დეკემბრის კანონი №2273 – ვებგვერდი, 13.12.2022წ. თავი XIII. გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი საქართველოს 2001 წლის 18 დეკემბრის კანონი №1191 – სსმ I, №36, 31.12.2001წ., მუხ.140 საქართველოს 2013 წლის 30 ივლისის კანონი №907 - ვებგვერდი, 20.08.2013წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №29 · ძალაშია 13 დეკ. 2022-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 5 მაი. 1997 – 13 დეკ. 2022 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
155⁶155⁸156⁴37⁴37⁵1228813¹¹727344¹2237¹³
მნიშვნელობით ახლოსწამლისა და ფარმაცევტულ…საქართველოს ადმინისტრა…ნარჩენების მართვის კოდ…სურსათის/ცხოველის საკვ…პროდუქტის უსაფრთხოების…საქართველოს საგადასახა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №30 · ბოლოს შემოწმდა