ნარჩენების მართვის კოდექსი

მუხლი 44¹. მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების მოთხოვნების შეუსრულებლობა

რედაქცია №23 კონსოლიდირებული · 16 სექ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.დისტრიბუტორის მიერ ბაზარზე ისეთი პროდუქტის განთავსება, რომლის მწარმოებელიც არ არის რეგისტრირებული მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ელექტრონულ რეესტრში ან/და არ არის მგვ-ის ორგანიზაციის წევრი ან ინდივიდუალურად არ აქვს შექმნილი მგვ-ის ორგანიზაცია, – გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.

1¹.მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულებისადმი დაქვემდებარებული პროდუქტის დისტრიბუტორის მიერ შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტებით დადგენილი მოთხოვნების დარღვევა − გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.

2.მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულებისადმი დაქვემდებარებული პროდუქტის მწარმოებლის მიერ საქმიანობის კოლექტიურად შექმნილ მგვ-ის ორგანიზაციაში გაწევრების ან მგვ-ის ორგანიზაციის ინდივიდუალურად შექმნის გარეშე განხორციელება − გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.

3.მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულებისადმი დაქვემდებარებული პროდუქტის მწარმოებლის მიერ საქმიანობის მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ელექტრონულ რეესტრში რეგისტრაციის გარეშე განხორციელება − გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.

3¹.მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულებისადმი დაქვემდებარებული პროდუქტის მწარმოებლის მიერ მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულებისადმი დაქვემდებარებული პროდუქტის შესახებ ანგარიშგებასთან დაკავშირებით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობა, მათ შორის, არასწორი/არასრული ინფორმაციის წარდგენა ან რეგისტრაციის პირობების დარღვევა, − გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.

4.მგვ-ის ორგანიზაციის მიერ მწარმოებლის გაფართოებულ ვალდებულებასთან დაკავშირებული ტექნიკური რეგლამენტებით აღრიცხვისა და ანგარიშგების მიმართ დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობა, მათ შორის, სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ წლიურ ანგარიშში არასწორი/არასრული ინფორმაციის მითითება, − გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.

5.მგვ-ის ორგანიზაციის მიერ რეგისტრაციის წესების დარღვევა − გამოიწვევს დაჯარიმებას 7 000 ლარის ოდენობით.

6.მგვ-ის ორგანიზაციის მიერ სამოქმედო გეგმით განსაზღვრული ღონისძიებების განხორციელების მოთხოვნის შეუსრულებლობა − გამოიწვევს დაჯარიმებას 7 000 ლარის ოდენობით.

7.მგვ-ის ორგანიზაციის მიერ საქმიანობის ავტორიზაციის გარეშე განხორციელება − გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.

8.მგვ-ის ორგანიზაციის მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში შეთანხმებული სამოქმედო გეგმის უქონლობა − გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.

9.მგვ-ის ორგანიზაციის მიერ ტექნიკური რეგლამენტებით დადგენილი ნარჩენების შეგროვების, აღდგენის (რეგენერაციის) და რეციკლირების წლიური მიზნობრივი მაჩვენებლების მიუღწევლობა − გამოიწვევს დაჯარიმებას 20 000 ლარის ოდენობით.

10.მგვ-ის ორგანიზაციის მიერ მწარმოებლის გაფართოებულ ვალდებულებასთან დაკავშირებული ტექნიკური რეგლამენტებით დადგენილი მოთხოვნების დარღვევა, გარდა ამ მუხლის პირველი−მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, − გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით. საქართველოს 2024 წლის 21 თებერვლის კანონი №4041 – ვებგვერდი, 06.03.2024წ. საქართველოს 2026 წლის 29 აპრილის კანონი №1552 – ვებგვერდი, 30.04.2026წ

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. დისტრიბუტორის მიერ ბაზარზე ისეთი პროდუქტის განთავსება,  რომლის მწარმოებელიც არ არის რეგისტრირებული მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ელექტრონულ რეესტრში ან/და არ არის მგვ-ის ორგანიზაციის წევრი ან ინდივიდუალურად არ აქვს შექმნილი მგვ-ის ორგანიზაცია, – გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით. 1 1 . მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულებისადმი დაქვემდებარებული პროდუქტის დისტრიბუტორის მიერ შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტებით დადგენილი მოთხოვნების დარღვევა − გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით. 2. მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულებისადმი დაქვემდებარებული პროდუქტის მწარმოებლის მიერ საქმიანობის კოლექტიურად შექმნილ მგვ-ის ორგანიზაციაში გაწევრების ან მგვ-ის ორგანიზაციის ინდივიდუალურად შექმნის გარეშე განხორციელება − გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით. 3. მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულებისადმი დაქვემდებარებული პროდუქტის მწარმოებლის მიერ საქმიანობის მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ელექტრონულ რეესტრში რეგისტრაციის გარეშე განხორციელება − გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით. 3 1 . მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულებისადმი დაქვემდებარებული პროდუქტის მწარმოებლის მიერ მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულებისადმი დაქვემდებარებული პროდუქტის შესახებ ანგარიშგებასთან დაკავშირებით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობა, მათ შორის, არასწორი/არასრული ინფორმაციის წარდგენა ან რეგისტრაციის პირობების დარღვევა, − გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით. 4. მგვ-ის ორგანიზაციის მიერ მწარმოებლის გაფართოებულ ვალდებულებასთან დაკავშირებული ტექნიკური რეგლამენტებით აღრიცხვისა და ანგარიშგების მიმართ დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობა, მათ შორის, სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ წლიურ ანგარიშში არასწორი/არასრული ინფორმაციის მითითება, − გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით. 5. მგვ-ის ორგანიზაციის მიერ რეგისტრაციის წესების დარღვევა − გამოიწვევს დაჯარიმებას 7 000 ლარის ოდენობით. 6. მგვ-ის ორგანიზაციის მიერ სამოქმედო გეგმით განსაზღვრული ღონისძიებების განხორციელების მოთხოვნის შეუსრულებლობა − გამოიწვევს დაჯარიმებას 7 000 ლარის ოდენობით. 7. მგვ-ის ორგანიზაციის მიერ საქმიანობის ავტორიზაციის გარეშე განხორციელება − გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით. 8. მგვ-ის ორგანიზაციის მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში შეთანხმებული სამოქმედო გეგმის უქონლობა − გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით. 9. მგვ-ის ორგანიზაციის მიერ ტექნიკური რეგლამენტებით დადგენილი ნარჩენების შეგროვების, აღდგენის (რეგენერაციის) და რეციკლირების წლიური მიზნობრივი მაჩვენებლების მიუღწევლობა − გამოიწვევს დაჯარიმებას 20 000 ლარის ოდენობით. 10. მგვ-ის ორგანიზაციის მიერ მწარმოებლის გაფართოებულ ვალდებულებასთან დაკავშირებული ტექნიკური რეგლამენტებით დადგენილი მოთხოვნების დარღვევა, გარდა ამ მუხლის პირველი−მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, − გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით. საქართველოს 2024 წლის 21 თებერვლის კანონი №4041 – ვებგვერდი, 06.03.2024წ. საქართველოს 2026  წლის 29  აპრილის კანონი №1552  – ვებგვერდი, 30.04.2026წ

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №21 · ძალაშია 30 აპრ. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 12 იან. 2015 – 20 მარ. 2024 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. · გამოქვეყნდა 6 მარ. 2024

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ლიანა ზაგაშვილი

ლიანა ზაგაშვილი

ადვოკატი | ინტელექტუალური საკუთრების სამართლის სპეციალისტი | სასაქონლო ნიშნები, საავტორო სამართალი და ხელოვნური ინტელექტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ნარჩენების მართვის კოდექსი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
44⁹28213¹¹13¹⁰13⁸7247913 (დ…2384777544¹
მითითებამნიშვნელობით ახლოსნარჩენების მართვის კოდ…პროდუქტის უსაფრთხოების…პერსონალურ მონაცემთა დ…საქართველოს საგადასახა…შრომის უსაფრთხოების შე…სურსათის/ცხოველის საკვ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №23 · ბოლოს შემოწმდა