Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაინვესტიციო ფონდების შესახებმუხლი 31

საინვესტიციო ფონდების შესახებ

მუხლი 31. აქტივების მმართველი კომპანიის ლიკვიდაციის განხორციელების წესი

რედაქცია №9 კონსოლიდირებული · 1 აპრ. 2026
თემები:აქციონერთა ურთიერთობებიაქტივების რეესტრის მართვაგასვლის დაგეგმვა

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456789

1.აქტივების მმართველი კომპანიის ლიცენზიის ან რეგისტრაციის გაუქმებისას ხორციელდება მისი ლიკვიდაცია, გარდა ამ კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა. ლიკვიდატორის ფუნქციებს ასრულებს საზედამხედველო ორგანოს მიერ დანიშნული პირი, რომელზედაც გადადის სუბიექტის ყველა ორგანოს (მათ შორის, აქციონერთა/პარტნიორთა საერთო კრებისა და მმართველი ორგანოს) სრული უფლებამოსილება. ლიკვიდაციის პროცესის დაწყებისთანავე წყდება აქტივების მმართველი კომპანიის მიმართ მიმდინარე აღსრულება.

2.აქტივების მმართველი კომპანიის ლიკვიდაცია ხორციელდება ამ კანონითა და საზედამხედველო ორგანოს სამართლებრივი აქტით დადგენილი წესებით. ლიკვიდატორი ანგარიშვალდებულია საზედამხედველო ორგანოს წინაშე.

3.აქტივების მმართველი კომპანიის ლიცენზიის ან რეგისტრაციის გაუქმების, ლიკვიდაციის პროცესის დაწყებისა და ლიკვიდატორის დანიშვნის შესახებ საზედამხედველო ორგანოს გადაწყვეტილება ფორმდება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, რომელიც ქვეყნდება საზედამხედველო ორგანოს ვებგვერდზე და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“.

4.ლიკვიდატორი ვალდებულია აქტივების მმართველი კომპანიის ლიკვიდაციის დაწყების შესახებ გადაწყვეტილების თაობაზე განცხადება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ და საზედამხედველო ორგანოს ვებგვერდზე გამოაქვეყნოს ამ გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან 10 დღის ვადაში. ეს განცხადება განმეორებით უნდა გამოქვეყნდეს მისი პირველი გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში. კრედიტორებმა ლიკვიდატორს შესაბამისი განცხადების მეორედ გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში უნდა წარუდგინონ დასაბუთებული წერილობითი მოთხოვნა თავიანთი კრედიტორული მოთხოვნის ოდენობისა და საფუძვლების მითითებით.

5.ლიკვიდატორს უფლება აქვს, შეწყვიტოს: ა) გარიგება აქტივების მმართველი კომპანიის თანამშრომლის დაქირავების შესახებ; ბ) ხელშეკრულება იმ მომსახურების შესახებ, რომლის განხორციელებაშიც აქტივების მმართველი კომპანია მონაწილეობდა; გ) აქტივების მმართველი კომპანიის, როგორც უძრავი ქონების მოიჯარის, ნებისმიერი ვალდებულება, თუ მეიჯარეს (რომელიც 60 დღით ადრე უნდა იქნეს გაფრთხილებული იმის თაობაზე, რომ აქტივების მმართველი კომპანია აპირებს გამოიყენოს საიჯარო შეთანხმების გაუქმების უფლება) საიჯარო გადასახდელზე მოთხოვნა არა აქვს, გარდა იმ თანხისა, რომელიც შეთანხმების გაუქმების თარიღისთვის დაირიცხა, და იგი არ მოითხოვს მისი გაუქმების შედეგად წარმოშობილი ზარალის ანაზღაურებას.

6.ლიკვიდატორი უფლებამოსილია ლიკვიდაციის პროცესში მყოფი პირის აქტივები (გარდა ამ კანონის 32-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული აქტივებისა) საჯარო აუქციონზე გაყიდოს ან საზედამხედველო ორგანოსთან შეთანხმებით აირჩიოს მათი რეალიზაციის სხვა ფორმა, აგრეთვე ამ აქტივებზე მოთხოვნის უფლება გადასცეს კრედიტორებს რიგითობის მიხედვით, ამ აქტივებზე მოთხოვნის უფლება გადასცეს საფინანსო სექტორის წარმომადგენელს ან სხვა პირს და ორგანიზება გაუწიოს ვალდებულებათა გადაცემას. თუ აქტივის/ვალდებულების გადაცემისას საჭიროა კრედიტორის/მოვალის თანხმობა, კრედიტორი/მოვალე ვალდებულია ლიკვიდატორის მიერ დადგენილ ვადაში განაცხადოს თანხმობა ან უარი აქტივის/ვალდებულების სხვა პირისთვის გადაცემაზე. ლიკვიდატორის მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ ასეთი თანხმობა ავტომატურად გაცემულად ჩაითვლება. კრედიტორის/მოვალის თანხმობა საჭირო არ არის, თუ აქტივის/ვალდებულების სხვა პირისთვის გადაცემისას არ იცვლება ამ აქტივის/ვალდებულების მიმართ არსებული პირობები.

7.შემძენის, მათ შორის, ამ მუხლით დადგენილი წესით აქტივების ნატურით მიმღების, საკუთრებაში ქონების გადასვლის შედეგად უქმდება მასზე არსებული ყველა სანივთო და ვალდებულებითი უფლება.

8.ლიკვიდატორი უფლებამოსილია სასამართლოში სარჩელის შეტანით სადავო გახადოს ლიკვიდატორის დანიშვნამდე 1 წლის განმავლობაში აქტივების მმართველი კომპანიის სახელით განხორციელებული ქმედება ან გარიგება და მოითხოვოს მისი ბათილობა, თუ ამის შედეგად აქტივების მმართველ კომპანიასთან დაკავშირებულმა პირებმა აქტივების მმართველი კომპანიის ხარჯზე მიიღეს ქონებრივი სარგებელი ან ისარგებლეს რაიმე უპირატესობით, პრივილეგიით ან შეღავათით, რამაც გამოიწვია სუბიექტისთვის ან/და მისი კრედიტორებისთვის ზიანის მიყენება.

9.აქტივების მმართველი კომპანიის ლიკვიდაციის დაწყების შესახებ გადაწყვეტილებას საზედამხედველო ორგანო იმავე დღეს სარეგისტრაციოდ წარუდგენს მარეგისტრირებელ ორგანოს.

წინა მუხლი 30შემდეგი მუხლი 32

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • აქციონერთა დავების გადაწყვეტა3 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • მენეჯმენტის მიერ შესყიდვა1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ლიკვიდაციის და ჩამოწერის მიზნით აქტივების იდენტიფიკაციასერვისის გვერდი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
გიორგი ბუიღლიშვილი

გიორგი ბუიღლიშვილი

ქონების შემფასებელი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ანა შავარდენიძე

ანა შავარდენიძე

ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-04-01 · №9

1
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
2
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 21მუხლი 32

მიუთითებენ მასზე

მუხლი 75

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საინვესტიციო ფონდების შესახებ

  • 30ლიცენზირებული/რეგისტრირებული აქტივების მმართველი კომპანიის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
  • 32აქტივების მმართველი კომპანიის აქტივების განაწილება კრედიტორებზე და ლიკვიდაციის დასრულება
  • 73ლიკვიდაციის გეგმის დამტკიცება

დაზღვევის შესახებ

  • 33³მზღვეველის ლიკვიდაცია
  • 33⁴მზღვეველის გაკოტრების საქმის წარმოება

მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ

  • 10¹მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ლიკვიდაცია

მეწარმეთა შესახებ

  • 83ლიკვიდატორი
  • 90ლიკვიდაციის პროცესის განახლება დარჩენილი ქონების აღმოჩენის ან დამატებითი სალიკვიდაციო მოქმედებების განხორციელების აუცილებლობის გამო

მიკრობანკების საქმიანობის შესახებ

  • 39მიკრობანკის ლიკვიდაცია

ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ

  • 31¹საბროკერო კომპანიისა და ცენტრალური დეპოზიტარის ლიკვიდაცია

პროფესიული საჯარო მოხელის მობილობის წესის შესახებ

  • 6საჯარო დაწესებულების ლიკვიდაცია

კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ

  • 37¹²კომერციული ბანკის ლიკვიდაცია

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
31¹10¹33³33⁴37¹²6322175307383903931
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაინვესტიციო ფონდების …დაზღვევის შესახებმიკროსაფინანსო ორგანიზ…მეწარმეთა შესახებმიკრობანკების საქმიანო…ფასიანი ქაღალდების ბაზ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 1 აპრ. 2026