საზღვაო კოდექსი

მუხლი 308

რედაქცია №42 კონსოლიდირებული · 23 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ბირთვული გემის ოპერატორი პასუხს აგებს ბირთვულ გემთან დაკავშირებული ბირთვული ინციდენტით მიყენებული ბირთვული ზიანისათვის, გარდა ამ თავის 310-ე მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული შემთხვევებისა.

2.ბირთვული ზიანი პიროვნებას ან ქონებას შეიძლება მიადგეს რადიაქტიური თვისებების ან რადიაქტიური და ტოქსიკური, ფეთქებადი და სხვა საშიში თვისებების მქონე ბირთვული საწვავით, ბირთვული გემის რადიაქტიური პროდუქტებით ან სხვა ნარჩენებით, აგრეთვე ზიანის აღკვეთის ან მისი ოდენობის შემცირების მიზნით გაწეული ხარჯებით.

3.თუ ბირთვულთან ერთად მიყენებულია სხვა ზიანი, რომლის ბირთვულისაგან გამოყოფა არ ხერხდება, მაშინ მიყენებული ზიანი მთლიანად ბირთვულად ჩაითვლება.

4.ბირთვულ ზიანად არ ითვლება თვით ბირთვული გემის, მისი აღჭურვილობის, ბირთვული საწვავის, საწვავის და სურსათის მარაგისათვის მიყენებული ზიანი.

5.ბირთვულ ინციდენტად ითვლება შემთხვევა ან ერთი და იმავე მიზეზით გამოწვეული შემთხვევები, რომლებმაც გამოიწვიეს ზიანი ამ მუხლის მეორე და მესამე ნაწილებში აღნიშნული ნიშან-თვისებების მიხედვით.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 14 ივნ. 1997-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საზღვაო კოდექსი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
5959²3103133151000686999469¹565308
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაზღვაო კოდექსირადიაციული დაცვის, ბირ…საქართველოს სამოქალაქო…საქართველოს ადმინისტრა…საქართველოს ტერიტორიაზ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №42 · ბოლოს შემოწმდა