Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსიმუხლი 59²

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

მუხლი 59². ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევა

რედაქცია №642 კონსოლიდირებული · 13 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678

1.ბირთვული და რადიაციული საქმიანობის რეგისტრაციის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ რადიაციული უსაფრთხოების საკითხებში პერსონალის გადამზადების საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ვადების დარღვევა – გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.

2.ბირთვული და რადიაციული საქმიანობის რეგისტრაციის ან/და ლიცენზიის ფარგლებში დოკუმენტაციის წარმოების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შეუსაბამობა, ბირთვულ და რადიაციულ საქმიანობასთან დაკავშირებული ნებისმიერი ცვლილების შესახებ შეტყობინების მარეგულირებელი ორგანოსთვის წარდგენის ვალდებულების დარღვევა – გამოიწვევს დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით.

3.ბირთვული და რადიაციული საქმიანობის რეგისტრაციის ან/და ლიცენზიის ფარგლებში ინდივიდუალური დაცვის საშუალებებისა და მონიტორინგის ხელსაწყოების გამოყენების ვალდებულების დარღვევა – გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

4.ბირთვული და რადიაციული საქმიანობის რეგისტრაციის ან/და ლიცენზიის ფარგლებში რადიაციული უსაფრთხოების მოთხოვნების დარღვევის გამო პერსონალის ან/და სამედიცინო დასხივების დროს პაციენტის დაუსაბუთებელი დასხივება – გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.

5.ბირთვული და რადიაციული საქმიანობის რეგისტრაციის ან/და ლიცენზიის ფარგლებში ბირთვული და რადიაციული ობიექტის, ბირთვული მასალის, რადიოაქტიური წყაროების, რადიოაქტიური ნარჩენების ან/და მაიონებელი გამოსხივების სხვა წყაროების ბირთვული დაცულობის უზრუნველყოფის მოთხოვნების დარღვევა – გამოიწვევს დაჯარიმებას 1 200 ლარის ოდენობით.

6.ბირთვული და რადიაციული საქმიანობის რეგისტრაციის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ ბირთვული და რადიაციული საქმიანობის გაფართოების შესახებ შეტყობინებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის მარეგულირებელი ორგანოსთვის წარდგენის ვალდებულების დარღვევა – გამოიწვევს დაჯარიმებას 1 500 ლარის ოდენობით.

7.ბირთვული და რადიაციული საქმიანობის განხორციელების დროს ბირთვული და რადიაციული საქმიანობის რეგისტრაციის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ რადიაციული უსაფრთხოების ნორმებისა და ძირითადი მოთხოვნების დარღვევის ან/და ბირთვული ან რადიოლოგიური საგანგებო სიტუაციისთვის მზადყოფნისა და მასზე რეაგირების გეგმის შეუსრულებლობის გამო მოსახლეობის დასხივება ან/და გარემოს დაბინძურება, რასაც არ გამოუწვევია და არც შეეძლო გამოეწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი, – გამოიწვევს დაჯარიმებას 1 800 ლარის ოდენობით.

8.ბირთვული და რადიაციული საქმიანობის რეგისტრაციის ან/და ლიცენზიის გარეშე მაიონებელი გამოსხივების მაგენერირებელი წყაროებისადმი (გენერატორებისადმი) მოპყრობა – გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით. საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3054 – სსმ I, №26, 20.05.2010წ., მუხ.174 საქართველოს 2018 წლის 20 აპრილის კანონი №2196 – ვებგვერდი, 10.05.2018წ. საქართველოს 2023 წლის 16 ივნისის კანონი №3292 – ვებგვერდი, 06.07.2023წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №610 · ძალაშია 1 მაი. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 31 დეკ. 1984 – 3 ივნ. 2010 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 3

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 1 იან. 2026· გამოქვეყნდა 6 ივლ. 2023
  2. 1 ოქტ. 2018· გამოქვეყნდა 10 მაი. 2018

    59² მუხლის პირველი–მე-6 ნაწილები სრულად გადაიწერა: ზოგადი სალიცენზიო პირობების დარღვევა და გაფრქვევის/ჩაშვების დარღვევები შეიცვალა კონკრეტული სამართალდარღვევებით (გადამზადება, დოკუმენტაცია და შეტყობინება, დაცვის საშუალებები, დაუსაბუთებელი დასხივება, ფიზიკური უსაფრთხოება, გაფართოების შეტყობინება) ახალი ჯარიმებით; დაემატა მე-7 და მე-8 ნაწილები.

  3. 3 ივნ. 2010· გამოქვეყნდა 20 მაი. 2010

    59² მუხლი ბირთვული და რადიაციული საქმიანობის სალიცენზიო პირობების დარღვევებზე ექვს ნაწილში ადგენს ჯარიმებს 200-დან 2000 ლარამდე დარღვევის სიმძიმის მიხედვით.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 59¹შემდეგი მუხლი 59³

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 13 ოქტ. 2026 · №642

  • 3 ცვლილება · ბოლო 6 ივლ. 2023
  • ციტირებულია 1 მუხლი
  • 7 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 222³

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 59სახომალდო დოკუმენტებში მავნე ნივთიერებებთან და მინარევებთან დაკავშირებული ოპერაციების რეგისტრაციის მოვალეობათა შეუსრულებლობა
  • 177სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში დადგენილი მოთხოვნების დარღვევა ან შეუსრულებლობა
  • 44⁵სამედიცინო საქმიანობის სალიცენზიო და სანებართვო პირობების შეუსრულებლობა

რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ

  • 30ბირთვული და რადიაციული საქმიანობის სარეგისტრაციო, სალიცენზიო და სანებართვო პირობების შესრულების კონტროლი, რეგისტრაციის, ლიცენზიის ან ნებართვის გაუქმება
  • 27ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზიის ან/და ნებართვის მისაღებად წარსადგენი დოკუმენტაცია და გაცემის ზოგადი წესი
  • 26ბირთვული და რადიაციული საქმიანობის რეგისტრაციის გაცემის ზოგადი წესი

წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ

  • 37⁴ფარმაცევტული საქმიანობის წესების დარღვევა

კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ

  • 25პასუხისმგებლობის ზომები

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი

  • 40სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების გამოყენების სანებართვო პირობების დარღვევა

ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ

  • 10⁴ინფორმაციული უსაფრთხოების მინიმალური მოთხოვნების დასანერგად განსაზღვრული ვადის დარღვევა

შრომის უსაფრთხოების შესახებ

  • 23ამ კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევა

ნარჩენების მართვის კოდექსი

  • 40¹სახიფათო ნარჩენების შეგროვებისა და დამუშავების სპეციალური მოთხოვნების დარღვევა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
25222³5917744⁵37⁴4010⁴40¹2330272659²
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს ადმინისტრა…რადიაციული დაცვის, ბირ…წამლისა და ფარმაცევტულ…კერძო დაცვითი საქმიანო…პროდუქტის უსაფრთხოების…ინფორმაციული უსაფრთხოე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 13 ოქტ. 2026 · რედაქცია №642 · ბოლოს შემოწმდა 28 ოქტ. 2026