Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკარადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებმუხლი 5

რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ

მუხლი 5. რადიაციული დაცვისა და ბირთვული უსაფრთხოების პრინციპები

რედაქცია №2 კონსოლიდირებული · 10 დეკ. 2025
თემები:ენერგიის წარმოება

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

მაიონებელი გამოსხივების მავნე ზემოქმედებისაგან ადამიანისა და გარემოს დაცვის მიზნით, რადიაციული დაცვა და ბირთვული უსაფრთხოება უზრუნველყოფილი უნდა იქნეს შემდეგი პრინციპების დაცვით: ა) პასუხისმგებლობა უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის − რადიაციული დაცვისა და ბირთვული უსაფრთხოებისათვის პასუხისმგებლობა უპირველესად ბირთვული და რადიაციული საქმიანობის განმახორციელებელ პირს ეკისრება; ბ) ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ეფექტიანი რეგულირება − ეფექტიანად დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანო ამ კანონით გათვალისწინებულ ბირთვულ და რადიაციულ საქმიანობას უნდა არეგულირებდეს საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს სტანდარტების შესაბამისად შემუშავებული კანონმდებლობის დაცვით; გ) უსაფრთხოების ეფექტიანი მართვა და ხელმძღვანელობა − ამ კანონით გათვალისწინებული ბირთვული და რადიაციული საქმიანობისთვის პასუხისმგებელი პირები ვალდებული არიან, შექმნან და შეინარჩუნონ დიფერენცირებულ მიდგომაზე დაფუძნებული მართვის ეფექტიანი სისტემა, რომელშიც ინტეგრირებულია ბირთვული უსაფრთხოების კულტურა; დ) დასაბუთება − ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ავტორიზაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას, ადამიანის ან/და მოსახლეობის მიერ მიღებული სარგებელი უნდა აღემატებოდეს საქმიანობის შედეგად მიყენებულ შესაძლო ზიანს. არსებული ან მოსახლეობის დასხივების სიტუაციაში, დასხივების ახალი გზების ან არსებულის ცვლილების შესახებ გადაწყვეტილებები უნდა დასაბუთდეს შემდეგი პრინციპით, რომ გადაწყვეტილება უნდა იყოს ზიანზე უფრო მეტი სარგებლის მომტანი, სოციალური, ეკონომიკური და სხვა შესაბამისი ფაქტორების გათვალისწინებით; ე) ოპტიმიზაცია − ბირთვული და რადიაციული საქმიანობის განმახორციელებელმა პირმა უნდა მიიღოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული რადიაციული დაცვის ზომები, რათა მოსახლეობის დასხივებისადმი და პროფესიული დასხივებისადმი დაქვემდებარებული პირების ინდივიდუალური დოზების მასშტაბი, დასხივების ალბათობა და დასხივებული ადამიანების ოდენობა შენარჩუნდეს გონივრულობის ფარგლებში მიღწევად ყველაზე დაბალ დონეზე, არსებული ტექნიკური ცოდნისა და ეკონომიკური და სოციალური ფაქტორების გათვალისწინებით. სამედიცინო დასხივებისადმი დაქვემდებარებული პირის დაცვის ოპტიმიზაცია უნდა გავრცელდეს დასხივების ინდივიდუალურ დოზებსა და სამედიცინო დანიშნულებასთან შესაბამისობაზე, საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით; ვ) დოზური ზღვრები − ბირთვული და რადიაციული საქმიანობის განმახორციელებელმა პირმა უნდა უზრუნველყოს, რომ ადამიანის მიერ მიღებულმა დასხივების ჯამურმა დოზამ არ გადააჭარბოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ზღვარს, რათა არავინ აღმოჩნდეს მაიონებელ გამოსხივებასთან დაკავშირებული დაუშვებელი რისკის ქვეშ. დოზური ზღვრების პრინციპი არ ვრცელდება სამედიცინო დასხივებაზე; ზ) დღევანდელი და მომავალი თაობების რადიაციული რისკისგან დაცვა − რადიაციული რისკის კონტროლის მიმდინარე ღონისძიებების ადეკვატურობის შეფასებისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული მათი შესაძლო შედეგები, რათა უზრუნველყოფილი იყოს მოსახლეობისა და გარემოს დაცვა ამგვარი რისკებისაგან აწმყოსა და მომავალში; თ) ბირთვული ან რადიოლოგიური საგანგებო სიტუაციის პრევენცია − ბირთვული ან რადიოლოგიური საგანგებო სიტუაციის პრევენციისა და შედეგების მიტიგაციისათვის უნდა განხორციელდეს ყველა შესაძლო ღონისძიება; ი) ბირთვული ან რადიოლოგიური საგანგებო სიტუაციისთვის მზადყოფნა და მასზე რეაგირება − მარეგულირებელი ორგანო, შესაბამისი ავტორიზებული პირები და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სათანადო უფლებამოსილი უწყებები ვალდებული არიან, ჩამოაყალიბონ ბირთვული ან რადიოლოგიური საგანგებო სიტუაციისთვის მზადყოფნისა და მასზე რეაგირების სისტემა; კ) არსებული ან დაურეგულირებელი რადიაციული რისკის შესამცირებელი დაცვითი ღონისძიებების განხორციელება − არსებული ან დაურეგულირებელი რადიაციული რისკის შესამცირებელი დაცვითი ღონისძიებები უნდა იყოს დასაბუთებული და ოპტიმიზებული.

წინა მუხლი 4შემდეგი მუხლი 6

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ბირთვული ენერგიის სამართალისერვისის გვერდი
  • ბირთვული რეგულაციებისერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2025-12-10 · №2

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ

  • 6ბირთვული დაცულობის პრინციპები
  • 37რადიაციული დაცვის ზოგადი მოთხოვნები
  • 24ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ავტორიზაციის მფლობელის მოვალეობები

ჯანმრთელობის დაცვის შესახებ

  • 70—

რადიოაქტიური ნარჩენების შესახებ

  • 3რადიოაქტიური ნარჩენების მართვის პრინციპები
  • 2კანონის მიზნები

ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ

  • 13ატმოსფერულ ჰაერზე რადიაციული ზემოქმედება

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 59²ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევა
  • 59სახომალდო დოკუმენტებში მავნე ნივთიერებებთან და მინარევებთან დაკავშირებული ოპერაციების რეგისტრაციის მოვალეობათა შეუსრულებლობა
  • 222³საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტო

საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ

  • 22საზოგადოების ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა

გარემოს დაცვის შესახებ

  • 5გარემოს დაცვის ძირითადი პრინციპები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
132259²59222³70532637245
მნიშვნელობით ახლოსრადიაციული დაცვის, ბირ…ჯანმრთელობის დაცვის შე…რადიოაქტიური ნარჩენები…ატმოსფერული ჰაერის დაც…საქართველოს ადმინისტრა…საზოგადოებრივი ჯანმრთე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 10 დეკ. 2025