საზღვაო კოდექსი

მუხლი 90

რედაქცია №42 კონსოლიდირებული · 23 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.გემის გაცილებისას ლოცმანი ვალდებულია თვალყური ადევნოს ცვლილებებს ფარვატერზე, აგრეთვე სანაპირო სანავიგაციო ნიშნების მდგომარეობას და დაუყოვნებლივ აცნობოს ნავსადგურის კაპიტანს გასაცილებელ გემთან დაკავშირებული ყველა საზღვაო ინციდენტი და ყოველგვარი ცვლილება ფარვატერზე.

2.გემის გაცილებისას ლოცმანი ვალდებულია მიუთითოს გემის კაპიტანს ნაოსნობის წესების, სავალდებულო დადგენილებებისა და სხვა წესების დარღვევათა ფაქტების გამო, მოითხოვოს ამ დარღვევათა აღმოფხვრა და გემის კაპიტნის მიერ ამ მოთხოვნათა უგულებელყოფა დაუყოვნებლივ აცნობოს ნავსადგურის კაპიტანს, აუცილებლობის შემთხვევაში კი შეაჩეროს გემის მოძრაობა.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 14 ივნ. 1997-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
9114⁸98959354632819 (დ…12 (დ…14 (დ…2490
მნიშვნელობით ახლოსსაზღვაო კოდექსისახელმწიფო საზღვრის რე…საზღვაო-სამაშველო სამს…მეზღვაურთა განათლებისა…მეზღვაურთა შრომის შესა…საქართველოს ადმინისტრა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №42 · ბოლოს შემოწმდა