Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსიმუხლი 114⁸

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

მუხლი 114⁸. გემის ოპერირებასთან დაკავშირებული საზღვაო უსაფრთხოებისა და საზღვაო უშიშროების ცალკეული წესების დარღვევა

რედაქცია №639 კონსოლიდირებული · 24 ივნ. 2026
თემები:საზღვაო უსაფრთხოებაპორტის ოპერაციები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567

1.საზღვაო უშიშროების წესის დაცვის ან დარღვევის თაობაზე საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გემის მიმართ გაცემული გაფრთხილების შეუსრულებლობა − გამოიწვევს გემის კაპიტნის ან/და გემთმფლობელის დაჯარიმებას − თითოეულისა 5 000 ლარის ოდენობით.

2.გემის ნავსადგურში შესვლა მთავარი ან დამხმარე ძრავის ან ორთქლის ქვაბის მუშაობის უზრუნველსაყოფად გამოყენებული საწვავის აირის ჰაერში გამოსაბოლქვი ტრაქტის/მილის შიდა კედელზე დარჩენილი დაუმწვარი საწვავის ნაწილაკების შემცველი მურისგან გასაწმენდი (გასასუფთავებელი) აღჭურვილობით − გამოიწვევს გემის კაპიტნის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.

3.გემის კაპიტნის მიერ სატვირთო და საბალასტო ოპერაციების ორგანიზების წესის დარღვევა, რის შედეგადაც ამ ან სხვა გემს შეეზღუდა ნაოსნობისთვის არახელსაყრელ ჰიდრომეტეოროლოგიურ პირობებში ან სამაშველო ოპერაციის ჩასატარებლად ნავსადგურში უსაფრთხოდ შესვლა ან ნავსადგურიდან უსაფრთხოდ გასვლა, ამწის, ისრის, ტრაპის, კანჯოს ან/და სხვა მოწყობილობის ნავმისადგომთან მდგომი გემის ბორტის მიღმა განთავსების დაშვება, დღე-ღამის ბნელ დროს გემის სათანადო განათების გარეშე ნავსადგურში შეყვანა ან ნავსადგურიდან გაყვანა, დღე-ღამის ბნელ დროს სატვირთო ოპერაციის სათანადო განათების გარეშე განხორციელება ან/და გემის მაქსიმალურად დასაშვები წყალშიგის შესახებ სათანადო მოთხოვნის დარღვევა − გამოიწვევს გემის კაპიტნის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.

4.გემის მიერ ნავსადგურში შემსვლელი ან ნავსადგურიდან გამსვლელი სხვა გემისთვის სვლაგეზის (კურსის) ჩახერგვა, მისი ქიმის წინ სვლაგეზის (კურსის) გადაკვეთა ან/და მისთვის თავისუფალ გადაადგილებაში ხელის შეშლა ან დაგეგმილი მანევრირების სხვაგვარად შეზღუდვა − გამოიწვევს გემთმფლობელის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.

5.იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, − გამოიწვევს გემთმფლობელის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.

6.გემში თხევადი საწვავის ჩასხმა, თუ საწვავის მიმღები (დასაბუნკერებელი) გემის ან/და საწვავის მიმწოდებელი (მაბუნკერებელი) გემის მიმართ საწვავის ჩასხმისთვის მოსამზადებელი ხანძარსაწინააღმდეგო და ზღვის დაბინძურების თავიდან ასაცილებელი ღონისძიებები არ ჩატარებულა, რომელიმე შესაბამისი სტაციონარული ხანძარსაქრობი სისტემა გაუმართავია ან/და გემზე შედუღებასთან ან გემბანზე ლითონის ციცქნასთან/გაშალაშინებასთან (Chipping) დაკავშირებული სამუშაო მიმდინარეობს, − გამოიწვევს გემთმფლობელის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.

7.იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, − გამოიწვევს გემთმფლობელის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით. შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული რომელიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის დაკისრებული ჯარიმის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში სამართალდამრღვევს დაეკისრება საურავი აღნიშნული ჯარიმის ორმაგი ოდენობით. საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში სამართალდამრღვევის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განხორციელდება ჯარიმისა და საურავის გადახდის უზრუნველყოფის ღონისძიება. საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4333 – ვებგვერდი, 12.07.2024წ.

წინა მუხლი 114⁷შემდეგი მუხლი 114⁹

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ნავის ავარიები1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • საკრუიზო გემის დაზიანებები1 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

არმაზ ძირკვაძე

არმაზ ძირკვაძე

კომერციული იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-06-24 · №639

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
1
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 290

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 112გემის მოძრაობის წესების დარღვევა
  • 114³საზღვაო უსაფრთხოების წესებისა და საზღვაო უშიშროების წესების დარღვევა
  • 114⁶სანავსადგურე ერთეულის მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საზღვაო უშიშროების წესების დარღვევა

საზღვაო კოდექსი

  • 82—
  • 83—
  • 48—

მეზღვაურთა შრომის შესახებ

  • 29მეზღვაურის შრომის პირობების დარღვევა

მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ

  • 66მეზღვაურთა სერტიფიცირების წესების დარღვევა

საქართველოს საბაჟო კოდექსი

  • 174სატრანსპორტო საშუალების შემოსვლის/ჩამოფრენის ან გასვლის/გაფრენის შესახებ საბაჟო ორგანოსთვის შეუტყობინებლობა
  • 176სანებართვო პირობების შეუსრულებლობა

სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ

  • 19—
  • 14—

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
290112114³114⁶82834866191417417629114⁸
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს ადმინისტრა…საზღვაო კოდექსიმეზღვაურთა შრომის შესა…მეზღვაურთა განათლებისა…საქართველოს საბაჟო კოდ…სახელმწიფო საზღვრის რე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 24 ივნ. 2026