Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებმუხლი 14 (დანართი 1)

სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ

მუხლი 14 (დანართი 1)

რედაქცია №10 კონსოლიდირებული · 1 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:122¹2²2³3

1.საზღვარგარეთ მიმავალი გემების სასაზღვრო კონტროლის დაწყებამდე მათზე არ უნდა იმყოფებოდნენ უცხო პირები, დამთავრებული უნდა იყოს დატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოები და ეკიპაჟის ყველა წევრი იმყოფებოდეს გემბანზე.

2.საერთაშორისო ნაოსნობისათვის განკუთვნილ უცხოეთისა და საქართველოს გემებზე სასაზღვრო კონტროლის დროს უცხო პირთა დაშვება შეიძლება მხოლოდ სასაზღვრო განწესის (ოფიცრის) ნებართვით. ნავსადგურის ადმინისტრაციის ნებართვისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოს თანხმობის გარეშე უცხოეთის გემებს ეკრძალებათ სადგომის შეცვლა ნავსადგურში და რეიდზე, აგრეთვე ადამიანის აყვანა ბორტზე და გადაყვანა, დატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოების შესრულება, გარდა ავარიისა და უბედური შემთხვევისა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოს ნებართვის გარეშე აკრძალულია უცხოეთის გემებთან ნავსადგურში, რეიდზე, ბუქსირზე დგომის დროს, აგრეთვე ამწეებთან, კატარღებსა და სხვა  მცურავ  საშუალებებთან მისვლა.

2¹.ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ნავსადგურის ადმინისტრაციის ნებართვა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოს თანხმობა გაიცემა ერთჯერადად საერთაშორისო ნაოსნობისათვის განკუთვნილი  გემის კაპიტნის ან აგენტის მიმართვის შემთხვევაში. მიმართვაში უნდა მიეთითოს სადგომის შეცვლის მიზეზი და ნავსადგურის დროებით დატოვებისა და ნავსადგურში რეიდიდან უკან დაბრუნების დრო. გემის მიერ სადგომის შეცვლა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გემის ეკიპაჟის ყველა წევრი იმყოფება გემზე, ხოლო საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლით დატვირთული გემის შემთხვევაში – მხოლოდ მაშინ, თუ გემი დატვირთულია ნაყარი ან თხევადი საქონლით და გემის ეკიპაჟის ყველა წევრი იმყოფება გემზე.

2².ამ მუხლის 2 1 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საზღვაო ერთი ფანჯრის სისტემაში გემის აგენტი აკეთებს შესაბამის აღნიშვნას გემის სადგომის დროებით შეცვლის მიზეზის მითითებით. აღნიშნულ სისტემაში თანხმობას ასევე ადასტურებენ საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახური და  საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო. ასეთ შემთხვევაში, გემის მიერ ნავსადგურიდან საღუზე რაიონში გასვლა და იმავე ნავსადგურში დაბრუნება ხორციელდება დამატებითი სასაზღვრო კონტროლის გარეშე.

2³.იმ შემთხვევაში, როდესაც ნავსადგურის სადგომის დროებით შეცვლა მოთხოვნილია ნაყარი ან თხევადი საქონლით დატვირთული გემის გადმოტვირთვის/გემზე დატვირთვის ოპერაციის დაწყების შემდეგ, ამ მუხლის 2 2 პუნქტით გათვალისწინებული თანხმობის გაცემამდე გემის აგენტმა საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – შემოსავლების სამსახურს უნდა წარუდგინოს შესაბამისი სურვეირული კომპანიის მიერ შედგენილი აქტი, რომელიც ადასტურებს გემიდან გადმოტვირთული/გემზე დატვირთული ტვირთის რაოდენობას.

3.საწარმოთა,  დაწესებულებათა,  ორგანიზაციათა   წარმომადგენლები და ნავსადგურის მუშაკები, საზღვარგარეთის იმ გემების მოსამსახურეები, რომლებიც დგანან ნავსადგურის გემმისადგომთან, გემზე დაიშვებიან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოს საშვებით, ამასთან, დოკერ-მექანიკოსები საზღვარგარეთის გემზე დაიშვებიან მხოლოდ ბრიგადის შემადგენლობაში ამ გემზე სამუშაოთა შემსრულებელი განწესის არსებობისას. საქართველოს მთავრობის 2026 წლის 5 აგვისტოს დადგენილება №379 - ვებგვერდი, 07.08.2026წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №9 · ძალაშია 7 აგვ. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 13 (დანართი 1)შემდეგი მუხლი 14¹ (დანართი 1)

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 1 ოქტ. 2026 · №10

  • ციტირებულია 1 მუხლი
  • 2 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 15 (დანართი 1)

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ

  • 10 (დანართი 1)
  • 21 (დანართი 1)
  • 19 (დანართი 1)

საზღვაო კოდექსი

  • 82

საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ

  • 24საქართველოს შესაბამისი ორგანოების უფლებები უცხო ქვეყნის გემის მიმართ
  • 10საქართველოს შიდა საზღვაო წყლებში, ნავსადგურებში და რეიდებზე უცხო ქვეყნის იმ სახელმწიფო ან სპეციალური დანიშნულების გემის შესვლა, რომელიც გამოიყენება არაკომერციული მიზნით
  • 9საქართველოს შიდა საზღვაო წყლებში, ნავსადგურებში და რეიდებზე უცხო ქვეყნის იმ გემის შესვლა, რომელიც გამოიყენება კომერციული ან საქველმოქმედო მიზნით

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ

  • 36საქართველოსა და უცხო სახელმწიფოს არასამხედრო გემების დაკავების საფუძველი
  • 18საქართველოს პორტებსა და შიდა წყლებში უცხო სახელმწიფოს არასამხედრო, სამხედრო და ატომური გემების შემოსვლის წესი
  • 20უცხო სახელმწიფოს არასამხედრო, სამხედრო და ატომური გემების მიერ ნავიგაციის და სხვა წესების დაცვის ვალდებულებანი

მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ

  • 63ნავსადგურის სახელმწიფო კონტროლი

მეზღვაურთა შრომის შესახებ

  • 27ნავსადგურის სახელმწიფო კონტროლი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
24109823618206315 (დ…10 (დ…21 (დ…19 (დ…2714 (დანართი 1)
მითითებამნიშვნელობით ახლოსსახელმწიფო საზღვრის რე…საზღვაო კოდექსისაქართველოს საზღვაო სი…საქართველოს სახელმწიფო…მეზღვაურთა განათლებისა…მეზღვაურთა შრომის შესა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 1 ოქტ. 2026 · რედაქცია №10 · ბოლოს შემოწმდა 21 ოქტ. 2026