Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკამეზღვაურთა შრომის შესახებმუხლი 24

მეზღვაურთა შრომის შესახებ

მუხლი 24. მეზღვაურის საჩივარი

რედაქცია №0 კონსოლიდირებული · 13 ივნ. 2023
თემები:საზღვაო ეკიპაჟისაერთაშორისო საზღვაოსაზღვაო უსაფრთხოებასპორტული დავებიტრანსსასაზღვრო ხელშეკრულებები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456789

1.გემთმფლობელმა უნდა უზრუნველყოს, რომ გემზე, რომელზედაც ის არის პასუხისმგებელი, მოქმედებდეს ამ კანონისა და კონვენციის მოთხოვნების სავარაუდო დარღვევის ჩადენის შესახებ მეზღვაურის მიერ წარდგენილი საჩივრის სამართლიანი, ეფექტიანი და სწრაფი განხილვის პროცედურები.

2.მეზღვაურს შეუძლია ისარგებლოს უფლებით, წარადგინოს საჩივარი ნებისმიერ საკითხზე, რომელიც, მისი აზრით, არღვევს კონვენციის მოთხოვნებს (მათ შორის, მეზღვაურის უფლებებს).

3.ამ მუხლით გათვალისწინებული საჩივრის განხილვისა და გადაწყვეტის პროცედურების გარდა, მეზღვაური არ არის შეზღუდული, სხვა ხელმისაწვდომი სამართლებრივი გზით იდავოს დარღვეული უფლებების შესახებ.

4.გემთმფლობელის ან ნებისმიერი სხვა პირის მიერ მომჩივანი (საჩივრის წარმდგენი) მეზღვაურის წინააღმდეგ განხორციელებული საპასუხო უარყოფითი მოქმედება მეზღვაურის დევნად მიიჩნევა და აკრძალულია.

5.გემზე მოქმედი საჩივრის განხილვის პროცედურების წესი ხელმისაწვდომი უნდა იყოს გემზე დასაქმებული ყველა მეზღვაურისთვის.

6.გემზე მოქმედი საჩივრის განხილვის პროცედურები უნდა გულისხმობდეს შემდეგს: ა) იძლეოდეს საჩივრის პირველივე დონეზე გადაწყვეტის შესაძლებლობას. მეზღვაურს უნდა ჰქონდეს უფლება, საჩივრით მიმართოს უშუალოდ გემის კაპიტანს, ხოლო საჭიროების შემთხვევაში − აგრეთვე შესაბამის გარეშე პირებს/ორგანოებს; ბ) ითვალისწინებდეს მეზღვაურის უფლებას, საჩივრის განხილვის პროცედურებში მონაწილეობა მიიღოს თანმხლებ პირთან ერთად ან წარმომადგენლის მეშვეობით, აგრეთვე საჩივრის წარდგენის გამო მეზღვაურის შესაძლო დევნისგან დაცვას; გ) მოიცავდეს სააგენტოს საკონტაქტო ინფორმაციას, ხოლო თუ სააგენტო არ არის უფლებამოსილი მეზღვაურის საცხოვრებელ ქვეყანაში − შესაბამისი კომპეტენტური ორგანოს საკონტაქტო ინფორმაციას, აგრეთვე გემზე მყოფი იმ პირების სახელებსა და გვარებს, რომლებსაც შეუძლიათ მეზღვაურს კონფიდენციალურობის დაცვით მისცენ მიუკერძოებელი რჩევა მის საჩივართან დაკავშირებით ან/და სხვაგვარად დაეხმარონ გემზე მოქმედი საჩივრის განხილვის პროცედურების გაცნობაში.

7.მომჩივანი მეზღვაურის დევნის თავიდან ასაცილებლად, როდესაც ეს პრაქტიკულად შესაძლებელია, საჩივრის განხილვის პროცედურებმა უნდა წაახალისოს გემზე იმ პირის დანიშვნა, რომელიც მომჩივან მეზღვაურს მისი თხოვნის შემთხვევაში მისცემს რჩევებს მისთვის ხელმისაწვდომ პროცედურებთან დაკავშირებით, აგრეთვე დაესწრება საჩივართან დაკავშირებულ შეხვედრებსა და მოსმენებს.

8.კოლექტიური ხელშეკრულების შესაბამისი მუხლების გათვალისწინებით, საჩივრის განხილვის ყოველი პროცედურა უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მინიმალურ მოთხოვნებს: ა) საჩივარი უნდა დაიწეროს იმ განყოფილების ხელმძღვანელის სახელზე, სადაც მუშაობს მომჩივანი მეზღვაური, ან უშუალოდ ზემდგომი ოფიცრის სახელზე; ბ) განყოფილების ხელმძღვანელი ან ზემდგომი ოფიცერი უნდა ეცადოს გადაწყვიტოს საჩივარი განსახილველი საკითხის სირთულიდან გამომდინარე, წინასწარ განსაზღვრულ ვადაში; გ) თუ განყოფილების ხელმძღვანელი ან ზემდგომი ოფიცერი ვერ შეძლებს საჩივრის მეზღვაურისთვის დამაკმაყოფილებელი გზით გადაწყვეტას, მეზღვაურს უფლება აქვს, საჩივრით გემის კაპიტანს მიმართოს. გემის კაპიტანი ვალდებულია საკითხი პირადად განიხილოს; დ)მეზღვაურს უფლება აქვს, საჩივრის განხილვის პერიოდში ჰყავდეს თანხმლები პირი ან წარმომადგენელი; ე) საჩივარი და მასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება უნდა აღირიცხოს და მათი ასლები დაინტერესებულ მეზღვაურს უნდა გადაეცეს; ვ) თუ საჩივრის გემზე გადაწყვეტა შეუძლებელია, საკითხი განსახილველად გემთმფლობელს უნდა წარედგინოს და მას უნდა განესაზღვროს შესაბამისი ვადა საკითხის გადასაწყვეტად, საჭიროების შემთხვევაში − მეზღვაურთან ან მის უფლებამოსილ წარმომადგენელთან კონსულტაციის გზით. ნებისმიერ შემთხვევაში მეზღვაურს აქვს უფლება, საჩივრით პირდაპირ გემის კაპიტანს, გემთმფლობელსა და სააგენტოს მიმართოს.

9.თუ მეზღვაური გადაწყვეტს, საჩივრით სააგენტოს მიმართოს, საჩივარი წერილობითი ფორმით უნდა იყოს შედგენილი. მასში მითითებული უნდა იყოს მეზღვაური, გემთმფლობელი, სავარაუდო დარღვევის ჩადენის თარიღი და საჩივრის განხილვის პროცედურების მიხედვით განხორციელებული ქმედებები. თავი IX ადმინისტრირება

წინა მუხლი 23შემდეგი მუხლი 25

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • დოკერების სარჩელი1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ნავის ავარიები1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • საადმირალო (საზღვაო) დავები1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • საერთაშორისო საზღვაო კონვენციები1 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal Sandbox-ის დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
არმაზ ძირკვაძე

არმაზ ძირკვაძე

კომერციული იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2023-06-13

1
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
0
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 29

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

მეზღვაურთა შრომის შესახებ

  • 23მეზღვაურის შრომითი ხელშეკრულებიდან გამომდინარე საჩივრის განხილვა
  • 10მეზღვაურსა და გემთმფლობელს ან მის კანონიერ წარმომადგენელს შორის წერილობით დადებული შრომითი ხელშეკრულება
  • 20გემთმფლობელის პასუხისმგებლობა

საზღვაო კოდექსი

  • 337—
  • 61—
  • 44¹⁷—

მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ

  • 53გემთმფლობელის ვალდებულებანი
  • 49მეზღვაურის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასება
  • 48მოთხოვნები საზღვაო-საწვრთნელი კურსების მიმართ

მეთევზე-მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ

  • 14გემთმფლობელის პასუხისმგებლობა
  • 23თევზსაჭერ გემზე მეთევზე-მეზღვაურთა მომზადება

პენიტენციური კოდექსი

  • 101საჩივრის შეტანის უფლება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
3376144¹⁷53494814232923102010124
მითითებამნიშვნელობით ახლოსმეზღვაურთა შრომის შესა…საზღვაო კოდექსიმეზღვაურთა განათლებისა…მეთევზე-მეზღვაურთა გან…პენიტენციური კოდექსი

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 13 ივნ. 2023