Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასახელმწიფო ქონების პრივატიზების, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებმუხლი 6

სახელმწიფო ქონების პრივატიზების, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ

მუხლი 6

რედაქცია №35 კონსოლიდირებული · 21 ივლ. 2010
თემები:უძრავი ქონების აუქციონიტოკენ შეთავაზებებიმოძრავი ქონების აუქციონიტოკენის გაშვება და ფანდრეიზინგიკომერციული უძრავი ქონება

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1¹234566¹6²78

სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზების ფორმები 1. სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზება ხორციელდება აუქციონის და პირდაპირი მიყიდვის ფორმებით , გარდა ამ კანონის მე -3 მუხლის მე -2 პუნქტით და 6 2 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა .

1¹.ამ კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ის სახელმწიფო ორგანო/საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელსაც სარგებლობაში აქვს გადაცემული ან/და რომლის ბალანსზედაც ირიცხება მოძრავი ნივთი, სახელმწიფო ქონების პრივატიზებას ახორციელებს აუქციონის და კონკურსის ფორმებით. კონკურსის ჩატარების წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

2.(ამოღებულია).

3.აუქციონის ფორმით ქონების გაყიდვის მიზანია საკუთრების უფლება მიანიჭოს იმ მყიდველს , რომელიც ვაჭრობის პროცესში გამყიდველს ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს , ხოლო თუ აუქციონი გამოცხადდება პირობებით – საკუთრების უფლება მიანიჭოს იმ მყიდველს , რომელიც აიღებს ვალდებულებას , დააკმაყოფილოს გამოცხადებული პირობები , და ვაჭრობის პროცესში გამყიდველს ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს .

4.(ამოღებულია).

5.სახელმწიფო ქონებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების მიზანია, საკუთრების უფლება გადაეცეს იმ მყიდველს, რომელიც სრულად და კეთილსინდისიერად შეასრულებს სახელმწიფო ქონებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისათვის დადგენილ პირობას (პირობებს), ხოლო თუ პირდაპირი მიყიდვა ხორციელდება კონკურენტული შერჩევის საფუძველზე – საკუთრების უფლება მიენიჭოს იმ დაინტერესებულ პირს (პოტენციურ ინვესტორს), რომელიც სრულად და კეთილსინდისიერად შეასრულებს სახელმწიფო ქონების ან/და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისათვის დადგენილ პირობას (პირობებს). სახელმწიფო ქონებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პირდაპირი მიყიდვისა და კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს და შესაბამის პირობებს ადგენს საქართველოს პრეზიდენტი, ხოლო ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთის პირდაპირი მიყიდვის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს და შესაბამის პირობებს ადგენს ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანო – ქალაქ თბილისის მთავრობა.

6.სახელმწიფო ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ან მისი ტერიტორიული ორგანო (ამ კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – სახელმწიფო ორგანო/საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელსაც სარგებლობაში აქვს გადაცემული ან/და რომლის ბალანსზედაც ირიცხება მოძრავი ნივთი), ხოლო ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ გადაწყვეტილებას – შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანო. სახელმწიფო ქონებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პირდაპირი მიყიდვის საკითხს, როგორც წესი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, განსაკუთრებულ შემთხვევებში კი – საქართველოს მთავრობის წარდგინებით წყვეტს საქართველოს პრეზიდენტი, ხოლო საკითხს ამზადებს შესაბამისი უფლებამოსილი ორგანო. ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთის პირდაპირი მიყიდვის საკითხს წყვეტს ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანო – ქალაქ თბილისის მთავრობა.

6¹.იჯარით გადაცემულ სასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე განთავსებული სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებას ახორციელებს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანო „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

6².სარეკრეაციო ტერიტორიებისა და განსაკუთრებული სამშენებლო რეგულირების ზონებში არსებული უძრავი ქონების პრივატიზება ხორციელდება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით დადგენილი წესის შესაბამისად.

7.საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სახელმწიფო ქონების პრივატიზების ცალკეული ფორმების და საწარმოთა მართვის სააგენტოდან სხვა სუბიექტებისათვის აქციებისა და წილის მართვის უფლებით გადაცემის დებულებებს, აგრეთვე ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის (გარდა ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულისა) ქონების პრივატიზების ცალკეული ფორმების, სარგებლობის უფლებით გადაცემისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული აქციების, წილის მართვის უფლებით გადაცემის წესს ამტკიცებს საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი.

8.ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზების ცალკეული ფორმების, სარგებლობის უფლებით გადაცემისა და ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული აქციების, წილის მართვის უფლებით გადაცემის წესს ამტკიცებს ქალაქ თბილისის საკრებულო ქალაქ თბილისის მერის წარდგინებით. საქართველოს 2003 წლის 28 მარტის კანონი №2032-სსმI, №8, 14.04.2003წ., მუხ.41 საქართველოს 2004 წლის 13 აგვისტოს კანონი №371-სსმI, №25, 27.08.2004წ., მუხ.120 საქართველოს 2005 წლის 8 ივლისის კანონი №1897-სსმI, №42, 29.07.2005წ., მუხ.304 საქართველოს 2006 წლის 24 მაისის კანონი №3085-სსმI, №19, 01.06.2006წ., მუხ.161 საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის  კანონი №5295-სსმI, №31, 03.08.2007წ., მუხ.348 საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №204-სსმI, №15, 22.07.2008წ., მუხ.112 საქართველოს 2009 3 ნოემბრის კანონი №1942-სსმI, №35, 19.11.2009წ., მუხ.247 საქართველოს 2009 წლის 28 დეკემბრის კანონი №2519-სსმI, №4, 20.01.2010წ., მუხ.13 საქართველოს 2010 წლის 28 ივნისის კანონი №3165-სსმI, №35, 12.07.2010წ., მუხ.209

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №34 · ძალაშია 12 ივლ. 2010-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 9

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 12 ივლ. 2010
  2. 20 იან. 2010
  3. 19 ნოე. 2009

    მე-6 მუხლში მოძრავი ნივთის პრივატიზებისთვის განისაზღვრა აუქციონისა და კონკურსის ფორმა და გადაწყვეტილების მიმღებად სარგებლობაში მქონე ორგანო დასახელდა, ხოლო პირდაპირი მიყიდვის წარდგინების ფორმულირება დაზუსტდა.

  4. 5 აგვ. 2008· გამოქვეყნდა 22 ივლ. 2008

    მე-6 პუნქტში დაზუსტდა აუქციონით პრივატიზების გადაწყვეტილების ფორმულირება, ხოლო პირდაპირი მიყიდვის საკითხი პრეზიდენტს, როგორც წესი, ეკონომიკური განვითარების სამინისტროს, განსაკუთრებულ შემთხვევებში კი მთავრობის წარდგინებით წყდება.

  5. 3 აგვ. 2007

    მე-7 პუნქტის შინაარსი შეიცვალა: ერთწლიანი გადახდის ვადის ნაცვლად პუნქტი ეკონომიკური განვითარების მინისტრს აძლევს უფლებამოსილებას, დაამტკიცოს პრივატიზების ცალკეული ფორმების, სარგებლობის უფლებით გადაცემისა და აქციების, წილის მართვის უფლებით გადაცემის დებულებები და წესი.

  6. 1 ივნ. 2006

    მე-6 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატა პირობებით გამოცხადებული აუქციონის მიზანი: გამარჯვებულია პირობების დამკმაყოფილებელი ვალდებულების მიმღები უმაღლესი ფასის შემომთავაზებელი.

  7. 29 ივლ. 2005

    მე-6 მუხლს დაემატა 6¹ პუნქტი, რომლითაც ამ კატეგორიის ქონების პირდაპირი მიყიდვით პრივატიზება ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ევალება სასოფლო-სამეურნეო მიწის პრივატიზების შესახებ კანონის შესაბამისად.

  8. 27 აგვ. 2004

    მე-5 პუნქტში პირდაპირი მიყიდვის მიზანი ახლა პირობების კეთილსინდისიერად შემსრულებელი მყიდველისთვის საკუთრების გადაცემაა და გადაწყვეტილებას იღებს პრეზიდენტი, რომელიც პირობებსაც ადგენს. მე-7 პუნქტში მინისტრის მიერ დებულების დამტკიცების ნორმა შეიცვალა მყიდველის მიერ თანხის ერთი წლის ვადაში გადახდის წესით.

  9. 14 მაი. 2003· გამოქვეყნდა 14 აპრ. 2003

    მე-6 და მე-7 პუნქტებში გადაწყვეტილების მიმღები და დებულების დამმტკიცებელი ორგანო ახლა ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრო (მინისტრი) არის; პირდაპირი მიყიდვა კვლავ პრეზიდენტის გადასაწყვეტია.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 5შემდეგი მუხლი 6¹

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • აქტივების ტოკენიზაციის სამართლებრივი მხარდაჭერა (RWA)2 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • მოძრავი ქონების საჯარო აუქციონზე რეალიზაციასერვისის გვერდი
  • სატრანსპორტო საშუალების იძულებითი აუქციონისერვისის გვერდი
  • უძრავი ქონების სინდიცირებასერვისის გვერდი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
ავთანდილ კუჭავა

ავთანდილ კუჭავა

CEO

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 21 ივლ. 2010 · №35

  • 9 ცვლილება · ბოლო 12 ივლ. 2010
  • 11 რედაქცია
  • 2 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 3მუხლი 6²

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სახელმწიფო ქონების პრივატიზების, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ

  • 6¹სახელმწიფო ქონების ან/და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პირდაპირი მიყიდვა კონკურენტული შერჩევის საფუძველზე
  • 10სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზების შესახებ გარიგების გაფორმება
  • 2საქართველოს კანონმდებლობა სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზების შესახებ

სახელმწიფო ქონების შესახებ

  • 18სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პრივატიზების ფორმები და პრივატიზების განმახორციელებელი ორგანოები
  • 45²სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოთხოვნებისა და უფლებების განკარგვა
  • 10სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პრივატიზება პირდაპირი მიყიდვისა და კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის ფორმებით

ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ

  • 19³აუქციონის გამოცხადება და ორგანიზება

"აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ"

  • 12უძრავი ქონების პრივატიზება პირდაპირი მიყიდვისა და კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის ფორმებით
  • 5ქონების განკარგვის/სარგებლობის/მართვის უფლებით გაცემის ფორმები

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების შესახებ

  • 14უძრავი ქონების პრივატიზება პირდაპირი მიყიდვისა და კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის ფორმებით
  • 5ქონების განკარგვის/სარგებლობის/მართვის უფლებით გაცემის ფორმები

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი

  • 127¹მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოთხოვნებისა და უფლებების განკარგვა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
19³36²6¹1021845²10125127¹1456
მითითებამნიშვნელობით ახლოსსახელმწიფო ქონების პრი…სახელმწიფო ქონების შეს…ადგილობრივი თვითმმართვ…აჭარის ავტონომიური რეს…აფხაზეთის ავტონომიური …ადგილობრივი თვითმმართვ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 21 ივლ. 2010 · რედაქცია №35 · ბოლოს შემოწმდა 23 ოქტ. 2026