სახელმწიფო ქონების პრივატიზების, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ

მუხლი 9. ინფორმაცია საპრივატიზებო ქონების შესახებ

რედაქცია №35კონსოლიდირებული · 21 ივლ. 2010

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.აუქციონის ფორმით საპრივატიზებო სახელმწიფო ქონების შესახებ ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ოფიციალურ გამოცემაში (გარდა ამ კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა), პრესის ისეთ სახეობაში, რომელიც ვრცელდება საქართველოს ტერიტორიის მნიშვნელოვან ნაწილში, ან ადგილობრივ პრესაში (თუ პრივატიზებას ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტერიტორიული ორგანო) და განთავსდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინტერნეტგვერდზე (ამ კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ინფორმაცია ქვეყნდება იმ სახელმწიფო ორგანოს/საჯარო სამართლის იურიდიული პირის ინტერნეტგვერდზე, რომელსაც სარგებლობაში აქვს გადაცემული ან/და რომლის ბალანსზედაც ირიცხება მოძრავი ნივთი). თუ პრივატიზებას ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ინფორმაცია ასევე გადაიცემა საზოგადოებრივი ტელევიზიით. ამასთანავე, შეიძლება სხვა საინფორმაციო საშუალებების გამოყენება. აუქციონის ფორმით საპრივატიზებო ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ ინფორმაცია ქვეყნდება ბეჭდვით ორგანოში, ასევე შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს სხვა საინფორმაციო საშუალებები. ამასთანავე, შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანო საპრივატიზებო ქონების შესახებ ინფორმაციას აწვდის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, რომელიც განათავსებს მას სამინისტროს ინტერნეტგვერდზე.

2.ინფორმაცია უნდა გამოქვეყნდეს აუქციონის ფორმით სახელმწიფო ქონების ან/და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზების დათქმულ თარიღამდე სულ ცოტა 30 კალენდარული დღით ადრე. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო (ამ კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – სახელმწიფო ორგანო/საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელსაც სარგებლობაში აქვს გადაცემული ან/და რომლის ბალანსზედაც ირიცხება მოძრავი ნივთი) და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანო უფლებამოსილი არიან, გადაავადონ აუქციონის ჩატარება, რომლის შესახებაც ინფორმაცია ქვეყნდება ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესის შესაბამისად.

3.პრესაში, ინტერნეტგვერდზე და სხვა საინფორმაციო საშუალებებში გამოქვეყნებულ ცნობებში შეიტანება ზოგადი ინფორმაცია საპრივატიზებო ქონების შესახებ. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო (ამ კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – სახელმწიფო ორგანო/საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელსაც სარგებლობაში აქვს გადაცემული ან/და რომლის ბალანსზედაც ირიცხება მოძრავი ნივთი) სახელმწიფო ქონებასთან დაკავშირებით, ხოლო ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანო – ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონებასთან დაკავშირებით, ვალდებულია მოთხოვნის შემთხვევაში მყიდველს მიაწოდოს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც აქვს გასაყიდი ქონების შესახებ. საქართველოს 2003 წლის 28 მარტის კანონი №2032-სსმI, №8, 14.04.2003წ., მუხ.41 საქართველოს 2005 წლის 22 მარტის კანონი №1133-სსმI, №13, 12.04.2005წ., მუხ.83 საქართველოს 2005 წლის 17 მაისის კანონი №1446-სსმI, №25, 02.06.2005წ., მუხ.172 საქართველოს 2006 წლის 24 მაისის კანონი №3085-სსმI, №19, 01.06.2006წ., მუხ.161 საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის  კანონი №5295-სსმI, №31, 03.08.2007წ., მუხ.348 საქართველოს 2009 3 ნოემბრის კანონი №1942-სსმI, №35, 19.11.2009წ., მუხ.247 საქართველოს 2010 წლის 28 ივნისის კანონი №3165-სსმI, №35, 12.07.2010წ., მუხ.209 თავი III გარიგებათა გაფორმების წესი

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №34 · ძალაშია 12 ივლ. 2010-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 6

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. მე-9 მუხლში მოძრავი ნივთის აუქციონის ინფორმაციის გამოქვეყნება, გადავადება და მყიდველისთვის ინფორმაციის მიწოდება გადაეცა სარგებლობაში მქონე ორგანოს/იურიდიულ პირს; ტექსტიდან ამოღებულია III თავის სათაური.

  2. მე-9 მუხლის პირველ პუნქტში საზოგადოებრივი ტელევიზიით ინფორმაციის გადაცემა მხოლოდ იმ შემთხვევას ეხება, როცა პრივატიზებას თავად ეკონომიკური განვითარების სამინისტრო ახორციელებს.

  3. მე-9 მუხლის მე-3 პუნქტი ახლებურად ჩამოყალიბდა: ცნობების გამოქვეყნების საშუალებები დაკონკრეტდა (პრესა, სამინისტროს ინტერნეტ-გვერდი, სხვა საშუალებები), მყიდველისთვის ნებისმიერი ინფორმაციის მიწოდება სამინისტროს ვალდებულებად იქცა, ხოლო საზოგადოებრივი ტელევიზიით გავრცელებული ცნობების შინაარსი განისაზღვრა.

  4. პირველ პუნქტში გამოქვეყნების სუბიექტად დასახელდა ეკონომიკური განვითარების სამინისტრო და დაემატა ფართო გავრცელების პრესა, საზოგადოებრივი ტელევიზია და სამინისტროს ინტერნეტგვერდი.

  5. · გამოქვეყნდა 14 აპრ. 2003

    პირველ პუნქტში საპრივატიზებო ქონების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნების ორგანოდ და ტერიტორიული ორგანოს კუთვნილების მიმნიშნებელ სამინისტროდ განისაზღვრა ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრო.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
35476²68511911811568109
მითითებამნიშვნელობით ახლოსსახელმწიფო ქონების პრი…სახელმწიფო ქონების შეს…ადგილობრივი თვითმმართვ…აფხაზეთის ავტონომიური …აჭარის ავტონომიური რეს…