სახელმწიფო ქონების პრივატიზების, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ

მუხლი 10. სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზების შესახებ გარიგების გაფორმება

რედაქცია №35კონსოლიდირებული · 21 ივლ. 2010

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებისას გამყიდველისა და მყიდველის მიერ ხელმოწერილი აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი არის წერილობითი ხელშეკრულება. აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ტიპურ ფორმას სახელმწიფო ქონების შემთხვევაში ამტკიცებს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო, ხოლო ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შემთხვევაში – შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენლობითი ორგანო – საკრებულო.

2.პირობებით გამოცხადებული აუქციონის შემთხვევაში სახელმწიფო ქონების პრივატიზებისას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინიციატივით და საქართველოს მთავრობის თანხმობით (ამ კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – სახელმწიფო ორგანოს/საჯარო სამართლის იურიდიული პირის გადაწყვეტილებით, რომელსაც სარგებლობაში აქვს გადაცემული ან/და რომლის ბალანსზედაც ირიცხება მოძრავი ნივთი), ხოლო ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისას – ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანოს ინიციატივითა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს თანხმობით შესაძლებელია გაფორმდეს დამატებითი წერილობითი ხელშეკრულება, რომელიც იდება აუქციონის ჩატარებიდან არა უგვიანეს 3 თვისა.

3.გამარჯვებული პირი ვალდებულია აუქციონის ჩატარებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში, პირობებით გამოცხადებული აუქციონის შემთხვევაში კი – აუქციონის პირობებით გათვალისწინებულ ვადაში გადაიხადოს სრული/საბოლოო თანხა. თანხის გადახდის შემდეგ გამარჯვებულ პირზე გაიცემა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა.

4.გამარჯვებული პირი სრულ თანხას იხდის იმ შემთხვევაში, თუ მის მიერ წარმოდგენილია საბანკო გარანტია. ბეს გადახდის შემთხვევაში გამარჯვებულ პირს ბე ეთვლება ანგარიშსწორებისას და იგი იხდის საბოლოო თანხას – სრულ თანხასა და ბეს შორის სხვაობას.

4¹.აუქციონის შედეგები უქმდება და გამარჯვებულ პირს გადახდილი ბე არ უბრუნდება ან იგი კარგავს საბანკო გარანტიას, თუ: ა) გამარჯვებულმა პირმა დათქმულ ვადაში არ გადაიხადა სრული/საბოლოო თანხა; ბ) გამარჯვებულმა პირმა აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელ ოქმზე ხელის მოწერაზე უარი განაცხადა.

5.პირდაპირი მიყიდვის ფორმით სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისას მყიდველსა და გამყიდველს შორის იდება შესაბამისი წერილობითი ხელშეკრულება. ხელშეკრულება იდება პირდაპირი მიყიდვის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან არა უგვიანეს 3 თვისა. ეს ვადა აგრეთვე ვრცელდება სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული აქციების, წილების მართვის უფლების გადაცემისას დასადებ ხელშეკრულებაზე.

6.სახელმწიფო ქონების ან/და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისას მყიდველს საკუთრების უფლება გადაეცემა თანხის მთლიანად გადახდის, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის და საჯარო რეესტრში ან შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის შემდეგ. თუ მყიდველმა უნდა შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები, მას საკუთრების უფლება გადაეცემა ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პირობით, ხოლო საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი გაიცემა თანხის მთლიანად გადახდის დადასტურებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში. საქართველოს 1998 წლის 12 ივნისის კანონი  №1451, პარლამენტის უწყებანი  №23-24, 30.06.1998წ., გვ.55 საქართველოს 1998 წლის 24 დეკემბრის კანონი №1768-სსმI, №2(9), 22.01.1999წ., მუხ.14 საქართველოს 2003 წლის 28 მარტის კანონი №2032-სსმI, №8, 14.04.2003წ., მუხ.41 საქართველოს 2006 წლის 24 მაისის კანონი №3085-სსმI, №19, 01.06.2006წ., მუხ.161 საქართველოს 2006 წლის 8 დეკემბრის კანონი №3881-სსმI, №48, 22.12.2006წ., მუხ.323 საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის  კანონი №5295-სსმI, №31, 03.08.2007წ., მუხ.348 საქართველოს 2009 3 ნოემბრის კანონი №1942-სსმI, №35, 19.11.2009წ., მუხ.247 საქართველოს 2009 წლის 28 დეკემბრის კანონი №2519-სსმI, №4, 20.01.2010წ., მუხ.13 საქართველოს 2010 წლის 28 ივნისის კანონი №3165-სსმI, №35, 12.07.2010წ., მუხ.209

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №34 · ძალაშია 12 ივლ. 2010-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 9

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 31 დეკ. 2009
  2. მე-10 მუხლის მე-2 პუნქტში მოძრავი ნივთის დამატებითი ხელშეკრულების გადაწყვეტილება სარგებლობაში მქონე ორგანოს/იურიდიულ პირს დაეკისრა და დაზუსტდა ადგილობრივი ორგანოს დასახელება.

  3. მე-10 მუხლი გადაკეთდა აუქციონის ოქმის ხელშეკრულებად აღიარებით, საბოლოო თანხის 30-დღიანი გადახდის, ბეს დაკარგვისა და შედეგების გაუქმების წესით; პირდაპირი მიყიდვა და საკუთრების გადაცემა ცალკე, მე-5 და მე-6 პუნქტებშია.

  4. · გამოქვეყნდა 22 დეკ. 2006

    მე-10 მუხლის პირველ პუნქტში სანოტარო წესით დამოწმებული ხელშეკრულება შეიცვალა წერილობითი ხელშეკრულებით. ხელშეკრულების დადების 3-თვიანი ვადა ახლებურად, „არა უგვიანეს 3 თვისა“ ჩამოყალიბდა.

  5. მე-10 მუხლის პირველ პუნქტში ხელშეკრულების დადების ვადა 20 კალენდარული დღიდან 3 თვემდე შეიცვალა და ამოღებულია აქციების აუქციონით გაყიდვის გამონაკლისი.

  6. მე-10 მუხლის მე-4 პუნქტში დარჩა მხოლოდ წესი, რომ სახელმწიფო ქონების მყიდველი ხდება შეძენილი ქონების სამართალმემკვიდრე; აქციის ან წილის მყიდველის სამართალმემკვიდრეობის საწესდებო კაპიტალში წილის პროპორციულად განსაზღვრის წინადადება ამოღებულია.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
3123¹1945²10815120118118¹12101810
მითითებამნიშვნელობით ახლოსსახელმწიფო ქონების პრი…ადგილობრივი თვითმმართვ…სახელმწიფო ქონების შეს…აფხაზეთის ავტონომიური …აჭარის ავტონომიური რეს…