მოწმედ ყველა შემთხვევაში არ შეიძლება გამოძახებულ და დაკითხულ იქნეს: ა) (ამოღებულია - 21.02.2024, №4047) ; ბ) სასულიერო პირი – იმ გარემოებათა შესახებ, რომლებიც მას გაანდვეს აღსარების დროს; გ) წარმომადგენლები სამოქალაქო საქმეებსა და დამცველები სისხლის სამართლის საქმეებზე – ისეთ გარემოებებთან დაკავშირებით, რომლებიც მათთვის ცნობილი გახდა მათ მიერ წარმომადგენლის ან დამცველის მოვალეობის შესრულებისას; დ) მედიაციის პროცესის მონაწილე − იმ კონფიდენციალურ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა მედიაციის პროცესში ან არსებითად გამომდინარეობს მედიაციის პროცესიდან. საქართველოს 2005 წლის 25 ნოემბრის კანონი №2130 - სსმ I, №53, 19.12.2005წ., მუხ.350 საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5550 – ვებგვერდი, 28.12.2011წ. საქართველოს 2019 წლის 18 სექტემბრის კანონი №4955 – ვებგვერდი, 27.09.2019წ. საქართველოს 2020 წლის 14 ივლისის კანონი №6839 – ვებგვერდი, 28.07.2020წ. საქართველოს 2024 წლის 21 თებერვლის კანონი №4047 – ვებგვერდი, 07.03.2024წ.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი
მუხლი 141. პირები, რომლებიც არ შეიძლება დაკითხულ იქნენ მოწმედ
გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?
აღწერეთ თქვენი საკითხიტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №165 · ძალაშია 7 მარ. 2024-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
5 ოქტ. 2020 – 1 იან. 2021 ტექსტი უცნობია
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?
აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

