Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებმუხლი 9¹

სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ

მუხლი 9¹. პირის ტექნიკური საშუალებების გამოყენებით გამოკითხვა/დაკითხვა

რედაქცია №12 კონსოლიდირებული · 26 ივნ. 2025
თემები:ტელემედიცინაპერსონალური ბრენდინგი და ბაზარზე შესვლაკონფიდენციალობის და ინფორმაციის უფლებები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567891011

1.სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე შესაძლებელია საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი მოწმის, ექსპერტის ან დაზარალებულის აუდიო- ან ვიდეოსაშუალებების გამოყენებით გამოკითხვა/დაკითხვა.

2.საქართველოს ტერიტორიაზე აუდიო- ან ვიდეოსაშუალებების გამოყენებით გამოსაკითხი/დასაკითხი პირის გამოძახება ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3.სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე აუდიო- ან ვიდეოსაშუალებების გამოყენებით გამოსაკითხ/დასაკითხ საქართველოს ტერიტორიაზე მყოფ მოწმეს, ექსპერტსა და დაზარალებულს აქვთ საქართველოს კანონმდებლობით მათთვის მინიჭებული უფლება-მოვალეობები.

4.თუ შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულებით, ინდივიდუალური შეთანხმებით ან ნაცვალგების პირობებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი მოწმის, ექსპერტის ან დაზარალებულის აუდიო- ან ვიდეოსაშუალებების გამოყენებით გამოკითხვის/დაკითხვის შესახებ უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს შუამდგომლობის შესრულებისას გამოიყენება შემდეგი წესები: ა) საქართველოს კომპეტენტური ორგანოს წარმომადგენელი უზრუნველყოფს გამოსაკითხი/დასაკითხი მოწმის, ექსპერტის ან დაზარალებულის პიროვნების დადგენას და მისთვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ფუნდამენტური პრინციპების დაცვას; ბ) პირის უშუალოდ გამოკითხვას/დაკითხვას აწარმოებს შესაბამისი უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს წარმომადგენელი ან მისი მითითებით − საქართველოს კომპეტენტური ორგანოს უფლებამოსილი პირი. გამოკითხვა/დაკითხვა ტარდება უცხო სახელმწიფოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად; გ) საჭიროების შემთხვევაში პირის გამოკითხვის/დაკითხვის პროცესში მონაწილეობს თარჯიმანი.

5.თუ შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულებით, ინდივიდუალური შეთანხმებით ან ნაცვალგების პირობებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე საქართველოს ტერიტორიაზე აუდიოსაშუალებით გამოსაკითხი/დასაკითხი პირის გამოკითხვა/დაკითხვა ტარდება მხოლოდ მისი წინასწარი თანხმობის შემთხვევაში.

6.უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი მოწმის, ექსპერტის ან დაზარალებულის აუდიო- ან ვიდეოსაშუალებების გამოყენებით გამოკითხვის/დაკითხვის შემდეგ დგება ოქმი, რომელშიც მიეთითება გამოკითხვის/დაკითხვის დრო და ადგილი, გამოკითხული/დაკითხული პირის საიდენტიფიკაციო მონაცემები, გამოკითხვის/დაკითხვის პროცესში მონაწილე პირები და გამოყენებული ტექნიკური საშუალებები, აგრეთვე სხვა აუცილებელი მონაცემები. აღნიშნული ოქმი ამ კანონით დადგენილი წესით ეგზავნება უცხო სახელმწიფოს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოს.

7.სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე საქართველოს კომპეტენტური ორგანოები უზრუნველყოფენ უცხო სახელმწიფოში სისხლისსამართლებრივი დევნისადმი დაქვემდებარებული პირის საქართველოს ტერიტორიაზე აუდიო- ან ვიდეოსაშუალებების გამოყენებით გამოკითხვას/დაკითხვას. გამოკითხვა/დაკითხვა ტარდება მხოლოდ გამოსაკითხი/დასაკითხი პირის წინასწარი თანხმობის შემთხვევაში.

8.შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში საქართველოს პროკურატურა უფლებამოსილია სამართალწარმოების ნებისმიერ ეტაპზე უცხო სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოებს მიმართოს მის ტერიტორიაზე მყოფი მოწმის, ექსპერტის ან დაზარალებულის აუდიო- ან ვიდეოსაშუალებების გამოყენებით გამოკითხვის/დაკითხვის თხოვნით.

9.უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე მყოფი მოწმის, ექსპერტის ან დაზარალებულის აუდიო- ან ვიდეოსაშუალებების გამოყენებით გამოკითხვის/დაკითხვის შესახებ შუამდგომლობაში, გარდა ამ კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში მითითებული მონაცემებისა, უნდა აღინიშნოს: ა) მიზეზები, რომელთა გამოც შეუძლებელია პირის უშუალოდ წარმოდგენა პროცესის მწარმოებელ ორგანოში; ბ) იმ ორგანოს და პირის (პირების) დასახელება, რომლებიც უფლებამოსილი არიან აუდიო- ან ვიდეოსაშუალებების გამოყენებით გამოკითხონ/დაკითხონ მოწმე, ექსპერტი ან დაზარალებული.

10.შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში საქართველოს პროკურატურა უფლებამოსილია უცხო სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოებს მიმართოს საქართველოში სისხლისსამართლებრივი დევნისადმი დაქვემდებარებული პირის აუდიო- ან ვიდეოსაშუალებების გამოყენებით გამოკითხვის/დაკითხვის თხოვნით. გამოკითხვა/დაკითხვა ტარდება მხოლოდ გამოსაკითხი/დასაკითხი პირის წინასწარი თანხმობის შემთხვევაში.

11.ამ მუხლის მოთხოვნების მიუხედავად, საქართველოს კომპეტენტური ორგანოები უფლებამოსილი არიან უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე მყოფი პირის დისტანციური გამოკითხვა/დაკითხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით აწარმოონ კანონით დადგენილი სხვა წესით. საქართველოს 2013 წლის 30 მაისის კანონი № 671 – ვებგვერდი, 24.0 6 .2013წ. საქართველოს 2018 წლის 20 ივლისის კანონი №3156 – ვებგვერდი, 06.08.2018წ. საქართველოს 2018 წლის 30 ნოემბრის კანონი №3803 – ვებგვერდი, 13.12.2018წ.

რედაქციების შედარება

1. სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე შესაძლებელია საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი მოწმის, ექსპერტის ან დაზარალებულის აუდიო- ან ვიდეოსაშუალებების გამოყენებით გამოკითხვა/დაკითხვა. 2. საქართველოს ტერიტორიაზე აუდიო- ან ვიდეოსაშუალებების გამოყენებით გამოსაკითხი/დასაკითხი პირის გამოძახება ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 3. სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე აუდიო- ან ვიდეოსაშუალებების გამოყენებით გამოსაკითხ/დასაკითხ საქართველოს ტერიტორიაზე მყოფ მოწმეს, ექსპერტსა და დაზარალებულს აქვთ საქართველოს კანონმდებლობით მათთვის მინიჭებული უფლება-მოვალეობები. 4. თუ შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულებით, ინდივიდუალური შეთანხმებით ან ნაცვალგების პირობებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი მოწმის, ექსპერტის ან დაზარალებულის აუდიო- ან ვიდეოსაშუალებების გამოყენებით გამოკითხვის/დაკითხვის შესახებ უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს შუამდგომლობის შესრულებისას გამოიყენება შემდეგი წესები: ა) საქართველოს კომპეტენტური ორგანოს წარმომადგენელი უზრუნველყოფს გამოსაკითხი/დასაკითხი მოწმის, ექსპერტის ან დაზარალებულის პიროვნების დადგენას და მისთვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ფუნდამენტური პრინციპების დაცვას; ბ) პირის უშუალოდ გამოკითხვას/დაკითხვას აწარმოებს შესაბამისი უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს წარმომადგენელი ან მისი მითითებით − საქართველოს კომპეტენტური ორგანოს უფლებამოსილი პირი. გამოკითხვა/დაკითხვა ტარდება უცხო სახელმწიფოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად; გ) საჭიროების შემთხვევაში პირის გამოკითხვის/დაკითხვის პროცესში მონაწილეობს თარჯიმანი. 5. თუ შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულებით, ინდივიდუალური შეთანხმებით ან ნაცვალგების პირობებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე საქართველოს ტერიტორიაზე აუდიოსაშუალებით გამოსაკითხი/დასაკითხი პირის გამოკითხვა/დაკითხვა ტარდება მხოლოდ მისი წინასწარი თანხმობის შემთხვევაში. 6. უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი მოწმის, ექსპერტის ან დაზარალებულის აუდიო- ან ვიდეოსაშუალებების გამოყენებით გამოკითხვის/დაკითხვის შემდეგ დგება ოქმი, რომელშიც მიეთითება გამოკითხვის/დაკითხვის დრო და ადგილი, გამოკითხული/დაკითხული პირის საიდენტიფიკაციო მონაცემები, გამოკითხვის/დაკითხვის პროცესში მონაწილე პირები და გამოყენებული ტექნიკური საშუალებები, აგრეთვე სხვა აუცილებელი მონაცემები. აღნიშნული ოქმი ამ კანონით დადგენილი წესით ეგზავნება უცხო სახელმწიფოს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოს. 7. სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე საქართველოს კომპეტენტური ორგანოები უზრუნველყოფენ უცხო სახელმწიფოში სისხლისსამართლებრივი დევნისადმი დაქვემდებარებული პირის საქართველოს ტერიტორიაზე აუდიო- ან ვიდეოსაშუალებების გამოყენებით გამოკითხვას/დაკითხვას. გამოკითხვა/დაკითხვა ტარდება მხოლოდ გამოსაკითხი/დასაკითხი პირის წინასწარი თანხმობის შემთხვევაში. 8. შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში საქართველოს პროკურატურაიუსტიციის სამინისტრო უფლებამოსილია სამართალწარმოების ნებისმიერ ეტაპზე უცხო სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოებს მიმართოს მის ტერიტორიაზე მყოფი მოწმის, ექსპერტის ან დაზარალებულის აუდიო- ან ვიდეოსაშუალებების გამოყენებით გამოკითხვის/დაკითხვის თხოვნით. 9. უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე მყოფი მოწმის, ექსპერტის ან დაზარალებულის აუდიო- ან ვიდეოსაშუალებების გამოყენებით გამოკითხვის/დაკითხვის შესახებ შუამდგომლობაში, გარდა ამ კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში მითითებული მონაცემებისა, უნდა აღინიშნოს: ა) მიზეზები, რომელთა გამოც შეუძლებელია პირის უშუალოდ წარმოდგენა პროცესის მწარმოებელ ორგანოში; ბ) იმ ორგანოს და პირის (პირების) დასახელება, რომლებიც უფლებამოსილი არიან აუდიო- ან ვიდეოსაშუალებების გამოყენებით გამოკითხონ/დაკითხონ მოწმე, ექსპერტი ან დაზარალებული. 10. შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში საქართველოს პროკურატურაიუსტიციის სამინისტრო უფლებამოსილია უცხო სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოებს მიმართოს საქართველოში სისხლისსამართლებრივი დევნისადმი დაქვემდებარებული პირის აუდიო- ან ვიდეოსაშუალებების გამოყენებით გამოკითხვის/დაკითხვის თხოვნით. გამოკითხვა/დაკითხვა ტარდება მხოლოდ გამოსაკითხი/დასაკითხი პირის წინასწარი თანხმობის შემთხვევაში. 11. ამ მუხლის მოთხოვნების მიუხედავად, საქართველოს კომპეტენტური ორგანოები უფლებამოსილი არიან უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე მყოფი პირის დისტანციური გამოკითხვა/დაკითხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით აწარმოონ კანონით დადგენილი სხვა წესით. საქართველოს 2013 წლის 30 მაისის კანონი № 671 – ვებგვერდი, 24.0 6 .2013წ. საქართველოს 2018 წლის 20 ივლისის კანონი №3156 – ვებგვერდი, 06.08.2018წ. საქართველოს 2018 წლის 30 ნოემბრის კანონი №3803 – ვებგვერდი, 13.12.2018წ.

წინა მუხლი 9შემდეგი მუხლი 10

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევა (მუხლი 159)6 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • დაშორებული კონსულტაციის შესაბამისობასერვისის გვერდი
  • მედია ექსპოზიცია ქართულ კრიპტო აუდიტორიაზესერვისის გვერდი
  • სპიკერული შესაძლებლობების მოძიება კრიპტო ღონისძიებებზესერვისის გვერდი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

დაუსვით კითხვაპროფილი
აიჰან ჰასანლი

აიჰან ჰასანლი

ადვოკატი, მედიატორი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ნესტან ანანიძე

ნესტან ანანიძე

სისხლის სამართლი, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი

მარიამ ჯორბენაძე

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეზიალიზაციით

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი - სისხლის სამართლის ადვოკატი თბილისში, საქართველოში და Chikovani Law Office-ის დამფუძნებელი. სისხლის სამართლის დაცვა, უცხოელი კლიენტების წარმომადგენლობა და საერთაშორისო საქმეები. GBA.

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2025-06-26 · №12

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
2
რედაქცია
1
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 6

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ

  • 7უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე მყოფი პირის გამოძახება საქართველოს კომპეტენტური ორგანოების წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით
  • 11სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ უცხო სახელმწიფოს შუამდგომლობის შესრულება საქართველოს ტერიტორიაზე
  • 5საქართველოს კომპეტენტური ორგანოების წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ შუამდგომლობის უცხო სახელმწიფოში გადაგზავნის ზოგადი წესი და მისი შესრულების პროცედურა

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი

  • 52არასრულწლოვნის გამოკითხვა და დაკითხვა

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

  • 114გამოძიების დროს პირის მოწმედ დაკითხვის წესი
  • 117შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ან/და მძიმედ დაავადებულის გამოკითხვა/დაკითხვა
  • 243გამოკითხვის ოქმისა და გამოძიების დროს მიცემული ჩვენების გამოკვლევა, მოწმის დისტანციური დაკითხვა

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ

  • 36პირის დაკითხვა

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი

  • 21¹¹⁰სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შუამდგომლობის საფუძველზე ფიზიკური პირის მაგისტრატი მოსამართლის წინაშე დაკითხვის წესი

საერთაშორისო დაცვის შესახებ

  • 34წარმომადგენლობა თავშესაფრის პროცედურაში

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

  • 147მოწმის დაკითხვა მის ადგილსამყოფელზე

პროკურატურის შესახებ

  • 30საერთაშორისო თანამშრომლობა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
3621¹¹⁰147114117243671155230349¹
მითითებამნიშვნელობით ახლოსსისხლის სამართლის სფერ…არასრულწლოვანთა მართლმ…საქართველოს სისხლის სა…სისხლის სამართლის საერ…საქართველოს ადმინისტრა…საერთაშორისო დაცვის შე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 26 ივნ. 2025