Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსიმუხლი 50

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

მუხლი 50. პირი, რომელიც არ არის ვალდებული, იყოს მოწმე

რედაქცია №178 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026
თემები:მოწმის წარმომადგენლობა და დაცვამართლმსაჯულების და სამხედრო დანაშაულებიკორუფცია და თანამდებობრივი დანაშაულები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.მოწმედ დაკითხვისა და საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ინფორმაციის შემცველი საგნის, დოკუმენტის, ნივთიერების ან სხვა ობიექტის გადაცემის ვალდებულება არ ეკისრება: ა) ადვოკატს – იმ გარემოების შესახებ, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა ამ საქმეში ადვოკატის მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით; ბ) ადვოკატს, რომელიც იურიდიულ დახმარებას უწევდა პირს დაცვის მიღებამდე, – იმ გარემოების შესახებ, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა იურიდიული დახმარების გაწევასთან დაკავშირებით; გ) სასულიერო პირს – იმ გარემოების შესახებ, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა აღსარების ან სხვაგვარად განდობის შედეგად; დ) ბრალდებულის ახლო ნათესავს; ე) სახალხო დამცველს ან მის მიერ უფლებამოსილ პირს – იმ ფაქტის გამო, რომელიც მას გაანდეს, როგორც სახალხო დამცველს; ე 1 ) (ამოღებულია - 17.12.2025, №1300); ვ) საქართველოს პარლამენტის წევრს – იმ ფაქტის გამო, რომელიც მას გაანდეს, როგორც წარმომადგენლობითი ორგანოს წევრს; ზ) მოსამართლეს – იმ გარემოების შესახებ, რომელიც სასამართლოს თათბირის საიდუმლოებაა; ზ 1 ) მედიაციის მონაწილეს − იმ კონფიდენციალურ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა მედიაციის პროცესში ან არსებითად გამომდინარეობს მედიაციის პროცესიდან, გარდა „მედიაციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შემთხვევისა, როდესაც კონფიდენციალური ინფორმაციის გამჟღავნება აუცილებელია განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის გამოძიების მიზნით; თ) ჟურნალისტს – პროფესიული საქმიანობისას მიღებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით; ი) ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლს – მოსაფიქრებელი ვადის განმავლობაში; კ) საქართველოს სახალხო დამცველთან შექმნილი სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრს – იმ ფაქტის გამო, რომელიც მას გაანდეს პრევენციის ეროვნული მექანიზმის ფუნქციების შესრულებისას, თუ იგი არ დათანხმდება, მისცეს ჩვენება; ლ) ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრს – იმ ფაქტის გამო, რომელიც მას გაანდეს, როგორც წარმომადგენლობითი ორგანოს წევრს.

2.(ამოღებულია - 21.02.2024, №4046) .

3.სასამართლოს უფლება აქვს, მოწმის მოვალეობის შესრულებისაგან გაათავისუფლოს: ა) სამედიცინო მუშაკი, თუ მას პროფესიულად ევალება საექიმო (სამედიცინო) საიდუმლოების დაცვა; ბ) ნოტარიუსი, საჯარო მოსამსახურე, სახელმწიფო მოსამსახურე, სამხედრო მოსამსახურე და მასთან გათანაბრებული პირი, თუ მათ ნაკისრი აქვთ ვალდებულება, არ გაამჟღავნონ მიღებული ინფორმაციის წყარო და შინაარსი; გ) პირი, რომელიც სამუშაოზე იმ პირობით არის მიღებული, რომ არ გაამჟღავნებს კომერციულ ან საბანკო საიდუმლოებას; დ) კონტრტერორისტული ან/და სპეციალური ოპერაციის მონაწილე პირი (მის პროფესიულ მოვალეობასთან დაკავშირებით), რომლის საქმიანობაც გასაიდუმლოებულია და ამ საქმიანობის ამსახველი დოკუმენტები, მასალები და სხვა მონაცემები სახელმწიფო საიდუმლოებას მიეკუთვნება.

4.ამ მუხლის პირველი ნაწილის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირის მიერ − მოსაფიქრებელი ვადის განმავლობაში, იმავე ნაწილის „თ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“−„გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირების მიერ – იმ შემთხვევაში, თუ მათ საქართველოს კანონმდებლობით აკისრიათ თავიანთი საქმიანობის განხორციელებისას კონფიდენციალურობის დაცვის ვალდებულება და იმავდროულად აქვთ ინფორმაცია არასრულწლოვანის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 138-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით ან მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 139-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 140-ე ან 141-ე მუხლით, 253-ე მუხლის მე-5 ნაწილით, 254-ე მუხლის მე-4 ან მე-5 ნაწილით, 255-ე მუხლის მე-3, მე-4, მე-5, მე-6 ან მე-7 ნაწილით ან 255 ​ 1 ან 255 ​ 2 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის თაობაზე, სურვილის შემთხვევაში, გამოკითხვის დროს ინფორმაციის მიწოდება ან მოწმის სახით ჩვენების მიცემა არ ჩაითვლება ზემოაღნიშნული ვალდებულების დარღვევად.

5.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126 1 მუხლით გათვალისწინებული ოჯახში ძალადობის ან იმავე კოდექსის 11 1 მუხლით გათვალისწინებული ოჯახური დანაშაულის სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულის ახლო ნათესავს, რომელსაც უშუალოდ ამ დანაშაულის შედეგად მიადგა მორალური, ფიზიკური ან ქონებრივი ზიანი, ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული უფლებით სარგებლობამდე, დაკითხვის ჩამტარებელმა პირმა უნდა შესთავაზოს მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორთან კონსულტაციის გავლა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე 3-დღიანი მოსაფიქრებელი ვადით სარგებლობა. საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3616 - სსმ I, №50, 24.09.2010 წ., მუხ.328 საქართველოს 2013 წლის 11 დეკემბრის კანონი №1729 - ვებგვერდი, 25.12.2013წ. საქართველოს 2015 წლის 27 ოქტომბრის კანონი №4378 - ვებგვერდი, 11.11.2015წ. საქართველოს 2015 წლის 18 დეკემბრის კანონი №4677 - ვებგვერდი, 29.12.2015წ. საქართველოს 2016 წლის 13 აპრილის კანონი №4924 - ვებგვერდი, 26.04.2016წ. საქართველოს 2016 წლის 21 დეკემბრის კანონი №164 - ვებგვერდი, 28.12.2016წ. საქართველოს 2018 წლის 17 მაისის კანონი №2355 – ვებგვერდი, 29.05.2018წ. საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის კანონი № 3276 – ვებგვერდი, 09.08.2018წ. საქართველოს 2019 წლის 8 მაისის კანონი №4604 - ვებგვერდი, 08.05.2019წ. საქართველოს 2019 წლის 18 სექტემბრის კანონი №4961 – ვებგვერდი, 27.09.2019წ. საქართველოს 2019 წლის 20 სექტემბრის კანონი №5026 – ვებგვერდი, 01.10.2019წ. საქართველოს 2020 წლის 13 ივლისის კანონი №6755 – ვებგვერდი, 20.07.2020წ. საქართველოს 2020 წლის 14 ივლისის კანონი №6842 – ვებგვერდი, 28.07.2020წ. საქართველოს 2021 წლის 30 დეკემბრის კანონი №1314 – ვებგვერდი, 13.01.2022წ. საქართველოს 2024 წლის 21 თებერვლის კანონი №4046 – ვებგვერდი, 07.03.2024წ. საქართველოს 2025 წლის 17 დეკემბრის კანონი №1300 – ვებგვერდი, 23.12.2025წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. მოწმედ დაკითხვისა და საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ინფორმაციის შემცველი საგნის, დოკუმენტის, ნივთიერების ან სხვა ობიექტის გადაცემის ვალდებულება არ ეკისრება: ა) ადვოკატს – იმ გარემოების შესახებ, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა ამ საქმეში ადვოკატის მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით; ბ) ადვოკატს, რომელიც იურიდიულ დახმარებას უწევდა პირს დაცვის მიღებამდე, – იმ გარემოების შესახებ, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა იურიდიული დახმარების გაწევასთან დაკავშირებით; გ) სასულიერო პირს – იმ გარემოების შესახებ, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა აღსარების ან სხვაგვარად განდობის შედეგად; დ) ბრალდებულის ახლო ნათესავს; ე) სახალხო დამცველს ან მის მიერ უფლებამოსილ პირს – იმ ფაქტის გამო, რომელიც მას გაანდეს, როგორც სახალხო დამცველს; ე 1 ) (ამოღებულია - 17.12.2025, №1300); ვ) საქართველოს პარლამენტის წევრს – იმ ფაქტის გამო, რომელიც მას გაანდეს, როგორც წარმომადგენლობითი ორგანოს წევრს; ზ) მოსამართლეს – იმ გარემოების შესახებ, რომელიც სასამართლოს თათბირის საიდუმლოებაა; ზ 1 ) მედიაციის მონაწილეს − იმ კონფიდენციალურ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა მედიაციის პროცესში ან არსებითად გამომდინარეობს მედიაციის პროცესიდან, გარდა „მედიაციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შემთხვევისა, როდესაც კონფიდენციალური ინფორმაციის გამჟღავნება აუცილებელია განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის გამოძიების მიზნით; თ) ჟურნალისტს – პროფესიული საქმიანობისას მიღებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით; ი) ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლს – მოსაფიქრებელი ვადის განმავლობაში; კ) საქართველოს სახალხო დამცველთან შექმნილი სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრს – იმ ფაქტის გამო, რომელიც მას გაანდეს პრევენციის ეროვნული მექანიზმის ფუნქციების შესრულებისას, თუ იგი არ დათანხმდება, მისცეს ჩვენება; ლ) ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრს – იმ ფაქტის გამო, რომელიც მას გაანდეს, როგორც წარმომადგენლობითი ორგანოს წევრს. 2. (ამოღებულია - 21.02.2024, №4046) . 3. სასამართლოს უფლება აქვს, მოწმის მოვალეობის შესრულებისაგან გაათავისუფლოს: ა) სამედიცინო მუშაკი, თუ მას პროფესიულად ევალება საექიმო (სამედიცინო) საიდუმლოების დაცვა; ბ) ნოტარიუსი, საჯარო მოსამსახურე, სახელმწიფო მოსამსახურე, სამხედრო მოსამსახურე და მასთან გათანაბრებული პირი, თუ მათ ნაკისრი აქვთ ვალდებულება, არ გაამჟღავნონ მიღებული ინფორმაციის წყარო და შინაარსი; გ) პირი, რომელიც სამუშაოზე იმ პირობით არის მიღებული, რომ არ გაამჟღავნებს კომერციულ ან საბანკო საიდუმლოებას; დ) კონტრტერორისტული ან/და სპეციალური ოპერაციის მონაწილე პირი (მის პროფესიულ მოვალეობასთან დაკავშირებით), რომლის საქმიანობაც გასაიდუმლოებულია და ამ საქმიანობის ამსახველი დოკუმენტები, მასალები და სხვა მონაცემები სახელმწიფო საიდუმლოებას მიეკუთვნება. 4. ამ მუხლის პირველი ნაწილის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირის მიერ − მოსაფიქრებელი ვადის განმავლობაში, იმავე ნაწილის „თ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“−„გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირების მიერ – იმ შემთხვევაში, თუ მათ საქართველოს კანონმდებლობით აკისრიათ თავიანთი საქმიანობის განხორციელებისას კონფიდენციალურობის დაცვის ვალდებულება და იმავდროულად აქვთ ინფორმაცია არასრულწლოვანის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 138-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით ან მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 139-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 140-ე ან 141-ე მუხლით, 253-ე მუხლის მე-5 ნაწილით, 254-ე მუხლის მე-4 ან მე-5 ნაწილით, 255-ე მუხლის მე-3, მე-4, მე-5, მე-6 ან მე-7 ნაწილით ან 255 ​ 1 ან 255 ​ 2 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის თაობაზე, სურვილის შემთხვევაში, გამოკითხვის დროს ინფორმაციის მიწოდება ან მოწმის სახით ჩვენების მიცემა არ ჩაითვლება ზემოაღნიშნული ვალდებულების დარღვევად. 5. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126 1 მუხლით გათვალისწინებული ოჯახში ძალადობის ან იმავე კოდექსის 11 1 მუხლით გათვალისწინებული ოჯახური დანაშაულის სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულის ახლო ნათესავს, რომელსაც უშუალოდ ამ დანაშაულის შედეგად მიადგა მორალური, ფიზიკური ან ქონებრივი ზიანი, ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული უფლებით სარგებლობამდე, დაკითხვის ჩამტარებელმა პირმა უნდა შესთავაზოს მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორთან კონსულტაციის გავლა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე 3-დღიანი მოსაფიქრებელი ვადით სარგებლობა. საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3616 - სსმ I, №50, 24.09.2010 წ., მუხ.328 საქართველოს 2013 წლის 11 დეკემბრის კანონი №1729 - ვებგვერდი, 25.12.2013წ. საქართველოს 2015 წლის 27 ოქტომბრის კანონი №4378 - ვებგვერდი, 11.11.2015წ. საქართველოს 2015 წლის 18 დეკემბრის კანონი №4677 - ვებგვერდი, 29.12.2015წ. საქართველოს 2016 წლის 13 აპრილის კანონი №4924 - ვებგვერდი, 26.04.2016წ. საქართველოს 2016 წლის 21 დეკემბრის კანონი №164 - ვებგვერდი, 28.12.2016წ. საქართველოს 2018 წლის 17 მაისის კანონი №2355 – ვებგვერდი, 29.05.2018წ. საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის კანონი № 3276 – ვებგვერდი, 09.08.2018წ. საქართველოს 2019 წლის 8 მაისის კანონი №4604 - ვებგვერდი, 08.05.2019წ. საქართველოს 2019 წლის 18 სექტემბრის კანონი №4961 – ვებგვერდი, 27.09.2019წ. საქართველოს 2019 წლის 20 სექტემბრის კანონი №5026 – ვებგვერდი, 01.10.2019წ. საქართველოს 2020 წლის 13 ივლისის კანონი №6755 – ვებგვერდი, 20.07.2020წ. საქართველოს 2020 წლის 14 ივლისის კანონი №6842 – ვებგვერდი, 28.07.2020წ. საქართველოს 2021 წლის 30 დეკემბრის კანონი №1314 – ვებგვერდი, 13.01.2022წ. საქართველოს 2024 წლის 21 თებერვლის კანონი №4046 – ვებგვერდი, 07.03.2024წ. საქართველოს 2025 წლის 17 დეკემბრის კანონი №1300 – ვებგვერდი, 23.12.2025წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №175 · ძალაშია 1 მაი. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 28 ივლ. 2020 – 1 იან. 2021 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 2 მარ. 2026· გამოქვეყნდა 23 დეკ. 2025
  2. 5 სექ. 2025
მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 49შემდეგი მუხლი 50¹

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ქრთამის აღება/მიცემა (მუხლი 338/339) - ადვოკატი5 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • მოწმეზე ზემოქმედება (მუხლი 372) - ადვოკატი4 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • მოწმეზე ზემოქმედება (მუხლი 372) - ადვოკატი4 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • მოწმის იმუნიტეტი და კონსულტაცია3 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

დაუსვით კითხვაპროფილი
თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი - სისხლის სამართლის ადვოკატი თბილისში, საქართველოში და Chikovani Law Office-ის დამფუძნებელი. სისხლის სამართლის დაცვა, უცხოელი კლიენტების წარმომადგენლობა და საერთაშორისო საქმეები. GBA.

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ნესტან ანანიძე

ნესტან ანანიძე

სისხლის სამართლი, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი

მარიამ ჯორბენაძე

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეზიალიზაციით

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 25 ივნ. 2026 · №178

  • 2 ცვლილება · ბოლო 23 დეკ. 2025
  • ციტირებულია 13 მუხლი
  • 29 რედაქცია
  • 12 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

საქართველოს სისხლი… 11¹საქართველოს სისხლი… 126¹საქართველოს სისხლი… 137საქართველოს სისხლი… 138მუხლი 137მუხლი 138მუხლი 139მუხლი 141მუხლი 2მუხლი 253მუხლი 254მუხლი 255

მიუთითებენ მასზე

დანაშაულის პრევენც… 11²დანაშაულის პრევენც… 40საჯარო სამსახურის … 59საჯარო სამსახურის … 73³კორუფციის წინააღმდ… 13კორუფციის წინააღმდ… 13³მუხლი 113ნოტარიატის შესახებ 37ნოტარიატის შესახებ 8საჯარო სამსახურის … 75თავდაცვის კოდექსი 19პენიტენციური კოდექ… 21ადმინისტრაციული ხე… 4 (დანართი 1)

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

  • 49მოწმის უფლება-მოვალეობანი
  • 118მოწმის დაკითხვა საქმის არსებითი განხილვის დროს
  • 75მოწმის ჩვენება

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

  • 141პირები, რომლებიც არ შეიძლება დაკითხულ იქნენ მოწმედ
  • 140მოწმის გამოძახება
  • 148მოწმის დაკითხვა

მედიაციის შესახებ

  • 6ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება და მედიატორის საქმიანობის შეზღუდვა
  • 10კონფიდენციალურობის დაცვის ვალდებულება

საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ

  • 20

„სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

  • 26მოწმეები

ხელშეკრულება საქართველოს და თურქეთის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო, სავაჭრო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ

  • 28

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ

  • 36პირის დაკითხვა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
11¹126¹13713811²4059137138139141225325425550
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სისხლის სა…საქართველოს სისხლის სა…დანაშაულის პრევენციის,…საჯარო სამსახურის შესა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026 · რედაქცია №178 · ბოლოს შემოწმდა 25 ოქტ. 2026