საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

მუხლი 152. არასრულწლოვანი მოწმის დაკითხვა

რედაქცია №178 კონსოლიდირებული · 24 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.14 წლის ასაკამდე მოწმის დაკითხვისას, ხოლო სასამართლოს შეხედულებით – 14-დან 18 წლის ასაკამდე მოწმის დაკითხვის დროსაც, შეიძლება მოწვეულ იქნეს პედაგოგი, აუცილებლობის შემთხვევაში შეიძლება მოიწვიონ აგრეთვე მშობლები, მშვილებლები, მეურვეები ან მზრუნველები. აღნიშნულ პირებს, სასამართლოს ნებართვით, შეუძლიათ მისცენ მოწმეს შეკითხვები.

2.გამონაკლის შემთხვევაში, თუ ეს აუცილებელია სწორი და გულწრფელი ჩვენების მისაღებად, არასრულწლოვანი მოწმის დაკითხვის დროს სასამართლოს წინადადებით სხდომის დარბაზიდან შეიძლება რომელიმე მხარის გაყვანა. სხდომის დარბაზში ამ მხარის დაბრუნების შემდეგ მას უნდა ეცნობოს არასრულწლოვანი მოწმის ჩვენება და მიეცეს შესაძლებლობა დაუსვას მოწმეს შეკითხვები.

3.მოწმე, რომელსაც 16 წელი არ შესრულებია, დაკითხვის შემდეგ ტოვებს სასამართლო სხდომის დარბაზს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სასამართლო აუცილებლად მიიჩნევს ამ მოწმის დარჩენას სხდომის დარბაზში.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №32 · ძალაშია 11 ივლ. 2005-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
424¹1481471401182282124525816152
მნიშვნელობით ახლოსარასრულწლოვანთა მართლმ…საქართველოს სამოქალაქო…საქართველოს სახელმწიფო…პაციენტის უფლებების შე…პოლიციის შესახებსაქართველოს სისხლის სა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №178 · ბოლოს შემოწმდა