არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი

მუხლი 58. მტკიცებულებათა გამოკვლევის პროცესზე დასწრების უფლების შეზღუდვა

რედაქცია №28 კონსოლიდირებული · 26 ივნ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.სასამართლოს უფლება აქვს, მხარის შუამდგომლობით ან საკუთარი ინიციატივით გამოიტანოს განჩინება არასრულწლოვნის სასამართლო სხდომის დარბაზიდან გაყვანის შესახებ, თუ ეს გადაწყვეტილება არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესებს ემსახურება. არასრულწლოვნის სასამართლო სხდომაზე დაუსწრებლობის ხანგრძლივობა შეძლებისდაგვარად მოკლე ვადით უნდა განისაზღვროს.

2.არასრულწლოვნის სასამართლო სხდომის დარბაზიდან გაყვანის შესახებ განჩინების გამოტანისთანავე მოსამართლე განუმარტავს მხარეებს იმავე სასამართლო სხდომაზე მისი გასაჩივრების უფლებას, რომელიც იწვევს მტკიცებულებათა გამოკვლევის პროცესის შეჩერებას.

3.არასრულწლოვნის სასამართლო სხდომის დარბაზში დაბრუნების შემდეგ სასამართლო შესაბამისი ფორმითა და მოცულობით განუმარტავს არასრულწლოვანს მისი არყოფნისას გამოკვლეული მტკიცებულებების შინაარსს.

4.მოსამართლის მიერ არასრულწლოვნის სასამართლო სხდომის დარბაზიდან გაყვანის შესახებ განჩინების გამოტანის მიუხედავად, არასრულწლოვანი ბრალდებულის ადვოკატი და კანონიერი წარმომადგენელი სასამართლო სხდომას ყოველთვის ესწრებიან.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 24 ივნ. 2015-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
21³⁷21³⁸21¹²152356¹⁹322284079245659358
მითითებამნიშვნელობით ახლოსარასრულწლოვანთა მართლმ…საქართველოს სამოქალაქო…საქართველოს ადმინისტრა…საქართველოს სისხლის სა…სქესობრივი თავისუფლები…საქართველოს საკონსტიტუ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №28 · ბოლოს შემოწმდა