საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ

მუხლი 16. პირის მოწვევა

რედაქცია №25 კონსოლიდირებული · 10 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.მოსამსახურე თავისი კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილია გასაუბრების მიზნით შეტყობინებით მოიწვიოს პირი სამსახურში, თუ: ა) არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ პირს აქვს სამსახურის ფუნქციების შესრულებისთვის საჭირო ინფორმაცია; ბ) ეს აუცილებელია სხვა პირის იდენტიფიკაციის ღონისძიების განსახორციელებლად.

2.შეტყობინებისას პირს უნდა განემარტოს მოწვევის საფუძველი.

3.მოწვევის შესახებ შეტყობინებისას პირს უნდა განემარტოს, რომ სამსახურში გამოცხადება და სამსახურის დატოვება ნებაყოფლობითია.

4.პირის მოწვევის დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს მისი სამსახურებრივი მოვალეობების თავისებურებები და პირადი ცხოვრების ინტერესები.

5.არასრულწლოვნის მოწვევა დასაშვებია მხოლოდ მშობელთან ან კანონიერ წარმომადგენელთან ერთად.

6.მოწვეული სრულწლოვანი პირის სამსახურში ყოფნის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 4 საათს, ხოლო არასრულწლოვნისა – 2 საათს.

7.მოწვეულ პირთან გასაუბრების შემთხვევაში დგება გასაუბრების ოქმი. ოქმს ხელს აწერენ ოქმის შემდგენი უფლებამოსილი მოსამსახურე და მოწვეული პირი, ხოლო თუ მოწვეული პირი არასრულწლოვანია − აგრეთვე მისი თანმხლები მშობელი ან კანონიერი წარმომადგენელი. ოქმში უნდა მიეთითოს გასაუბრების ადრესატი, გასაუბრების საფუძველი, მოწვეული პირისთვის მისი უფლებების განმარტების შესახებ და სხვა ფაქტობრივი გარემოებები. მოწვეული პირის მიერ ოქმზე ხელის მოწერაზე უარის თქმის შემთხვევაში ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი. მოწვეულ პირს უფლება აქვს, ოქმში შეიტანოს შენიშვნა, რომელიც ხელმოწერით უნდა დაადასტუროს.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 28 დეკ. 2015 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
11³15211319162114324238111516
მნიშვნელობით ახლოსპოლიციის შესახებსაქართველოს სახელმწიფო…პენიტენციური კოდექსისაქართველოს სამოქალაქო…დანაშაულის პრევენციის,…საქართველოს ფინანსთა ს…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №25 · ბოლოს შემოწმდა