საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

მუხლი 356⁹. სარჩელის აღძვრა პირის ოკუპირებულ ტერიტორიებზე აკრძალული ეკონომიკური საქმიანობის განხორციელებისათვის მსჯავრდებულ პირთან დაკავშირებულ პირად ცნობის თაობაზე

რედაქცია №178 კონსოლიდირებული · 24 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.პირის ოკუპირებულ ტერიტორიებზე აკრძალული ეკონომიკური საქმიანობის განხორციელებისათვის მსჯავრდებულ პირთან დაკავშირებულ პირად ცნობის თაობაზე სარჩელის აღძვრის უფლება აქვს პროკურორს, ოკუპირებულ ტერიტორიებზე აკრძალული ეკონომიკური საქმიანობის განხორციელებისათვის მსჯავრდებული პირის მიმართ სასამართლოს განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლიდან ექვსი თვის შემდეგ, იმ შემთხვევაში, თუ ვერ ხერხდება აღნიშნული პირის მიმართ სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება.

2.მოსამართლე პირს ცნობს ოკუპირებულ ტერიტორიებზე აკრძალული ეკონომიკური საქმიანობის განხორციელებისათვის მსჯავრდებულ პირთან დაკავშირებულ პირად, თუ სათანადო მტკიცებულებათა შეფასების საფუძველზე გაირკვა, რომ არსებობს „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლები.

3.მოსარჩელე ვალდებულია სასამართლოს წარუდგინოს მტკიცებულებები მოპასუხის ოკუპირებულ ტერიტორიებზე აკრძალული ეკონომიკური საქმიანობის განხორციელებისათვის მსჯავრდებულ პირთან დაკავშირებულ პირად ცნობის შესახებ.

4.პირის ოკუპირებულ ტერიტორიებზე აკრძალული ეკონომიკური საქმიანობის განხორციელებისათვის მსჯავრდებულ პირთან დაკავშირებულ პირად ცნობა იწვევს მსჯავრდებული პირის მიმართ გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილებით გათვალისწინებული ჯარიმის სახით დაკისრებული თანხის გადახდევინების (ქონების ჩამორთმევის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების შემთხვევაში – ეკვივალენტური ღირებულების ქონების ჩამორთმევის ან თანხის გადახდევინების) აღსრულების მიქცევას მსჯავრდებულ პირთან დაკავშირებული პირის ქონებაზე.

5.ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული აღსრულების მიქცევა მსჯავრდებულ პირთან დაკავშირებული პირის ქონებაზე არ გამორიცხავს მსჯავრდებული პირის მიმართ სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას. საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №797 - სსმ I, №40, 29.12.2008 წ., მუხ.284

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №85 · ძალაშია 22 ივნ. 2012-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 31 დეკ. 1997 – 12 იან. 2009 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

დავით ელისაბედაშვილი

დავით ელისაბედაშვილი

კერძო აღმასრულებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
322²246345⁴229229⁶6356¹¹356⁸356¹⁰16927356⁹
მითითებამნიშვნელობით ახლოსოკუპირებული ტერიტორიებ…საქართველოს სამოქალაქო…საქართველოს სისხლის სა…დანაშაულის პრევენციის,…საქართველოს ადმინისტრა…პროკურატურის შესახებ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №178 · ბოლოს შემოწმდა