Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაოკუპირებული ტერიტორიების შესახებმუხლი 6

ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ

მუხლი 6. ეკონომიკური საქმიანობის შეზღუდვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე

რედაქცია №11 კონსოლიდირებული · 26 ივნ. 2025
თემები:ბიზნეს და ეკონომიკური საქმიანობის დანაშაულებისატყეო საქმეჰუმანიტარული სამართალიტრანსსასაზღვრო ხელშეკრულებებიტრანსსასაზღვრო გადასახადები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567

1.ოკუპირებულ ტერიტორიებზე აკრძალულია შემდეგი სახის საქმიანობა: ა) ნებისმიერი ეკონომიკური (სამეწარმეო ან არასამეწარმეო) საქმიანობა, მიუხედავად იმისა, ხორციელდება თუ არა იგი მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მისაღებად, თუ ასეთი საქმიანობა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“, „მეწარმეთა შესახებ“, „მუზეუმების შესახებ“, „წყლის შესახებ“, „საჯარო რეესტრის შესახებ“ და „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონების, საქართველოს საზღვაო კოდექსის ან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით საჭიროებს შესაბამისი ლიცენზიის ან ნებართვის მოპოვებას, ავტორიზაციის ან რეგისტრაციის გავლას, ან თუ ასეთი საქმიანობა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საჭიროებს შეთანხმებას, ასეთის არარსებობის შემთხვევაში; [ ა) ნებისმიერი ეკონომიკური (სამეწარმეო ან არასამეწარმეო) საქმიანობა, მიუხედავად იმისა, ხორციელდება თუ არა იგი მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მისაღებად, თუ ასეთი საქმიანობა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“, „მეწარმეთა შესახებ“, „მუზეუმების შესახებ“, „წყლის რესურსების მართვის შესახებ“, „საჯარო რეესტრის შესახებ“ და „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონების, საქართველოს საზღვაო კოდექსის ან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით საჭიროებს შესაბამისი ლიცენზიის ან ნებართვის მოპოვებას, ავტორიზაციის ან რეგისტრაციის გავლას, ან თუ ასეთი საქმიანობა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საჭიროებს შეთანხმებას, ასეთის არარსებობის შემთხვევაში; (ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან)] ბ) სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის შეტანა ან/და გამოტანა; გ) საერთაშორისო საჰაერო და საზღვაო მიმოსვლა, გარდა გაეროს 1982 წლის საზღვაო სამართლის შესახებ კონვენციით დადგენილი შემთხვევებისა; გ 1 ) სარკინიგზო მიმოსვლა და საერთაშორისო საგზაო სატრანსპორტო გადაზიდვა; დ) სახელმწიფო რესურსებით სარგებლობა; ე) ფულადი გადარიცხვების ორგანიზება; ვ) ამ პუნქტის „ა“-„ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საქმიანობის დაფინანსება ან რაიმე სხვა ფორმით ხელშეწყობა.

2.ოკუპირებულ ტერიტორიებზე ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული აკრძალული საქმიანობის განხორციელება დაშვებულია მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში სპეციალური თანხმობით, რომელიც გაიცემა საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით დადგენილი წესით, თუ ეს ემსახურება საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს, კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების, დეოკუპაციის, ომით დაზარალებულ მოსახლეობას შორის ნდობის აღდგენის ან ჰუმანიტარულ მიზნებს.

3.ამ მუხლის მოთხოვნათა დარღვევა იწვევს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ პასუხისმგებლობას.

4.ოკუპირებულ ტერიტორიებზე ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელებისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანქციები ვრცელდება დაკავშირებულ პირებზედაც, ანუ იმ პირებზე, რომლებიც პირდაპირ ან არაპირდაპირ მონაწილეობენ ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული საქმიანობის განმახორციელებელი პირების კაპიტალში ან/და რაიმე ფორმით გავლენას ახდენენ მათ მიერ გადაწყვეტილების მიღებაზე.

5.ამ მუხლის მე-4 პუნქტის მიზნებისათვის დაკავშირებული პირები არიან: ა) პირი, რომელსაც ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საქმიანობის განმახორციელებელ პირში აქვს წილი ან აქციათა 5%-ზე მეტი; ბ) პირი, რომელსაც აქვს წილი ან აქციათა 25%-ზე მეტი ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირში; გ) პირი, რომელსაც აქვს წილი ან აქციათა 50%-ზე მეტი ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირში.

6.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული აკრძალვა და ამავე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით განსაზღვრული პასუხისმგებლობა არ ვრცელდება იმ პირებზე, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ახორციელებენ გადაუდებელ ჰუმანიტარულ დახმარებას მოსახლეობის სიცოცხლის უფლების უზრუნველსაყოფად, კერძოდ, მოსახლეობას უზრუნველყოფენ საკვებით, მედიკამენტებითა და პირველადი მოთხოვნილების საგნებით.

7.ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული პირები ვალდებული არიან ოკუპირებულ ტერიტორიებზე ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული საქმიანობის განხორციელებამდე, ხოლო შეუძლებლობის შემთხვევაში – მისი განხორციელების შემდგომ გონივრულ ვადაში, შეატყობინონ საქართველოს მთავრობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე განსახორციელებელი/განხორციელებული შესაბამისი საქმიანობის დაწყებისა და დასრულების დრო, აგრეთვე წარუდგინონ ინფორმაცია იმ დახმარების შესახებ, რომელიც მათ გაუწიეს მოსახლეობას. საქართველოს 2010 წლის 26 თებერვლის კანონი №2676-სსმI, №10, 16.03.2010წ., მუხ.39 საქართველოს 2010 წლის 17 დეკემბრის კანონი №4145-სსმI, №76,29.12.2010წ., მუხ.517 საქართველოს 2023 წლის 30 ივნისის კანონი №3429 – ვებგვერდი, 20.07.2023წ.

რედაქციების შედარება

1. ოკუპირებულ ტერიტორიებზე აკრძალულია შემდეგი სახის საქმიანობა: ა) ნებისმიერი ეკონომიკური (სამეწარმეო ან არასამეწარმეო) საქმიანობა, მიუხედავად იმისა, ხორციელდება თუ არა იგი მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მისაღებად, თუ ასეთი საქმიანობა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“, „მეწარმეთა შესახებ“, „მეფუტკრეობის შესახებ“, „მუზეუმების შესახებ“, „წყლის შესახებ“, „საჯარო რეესტრის შესახებ“ და „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონების, საქართველოს საზღვაო კოდექსის ან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით საჭიროებს შესაბამისი ლიცენზიის ან ნებართვის მოპოვებას, ავტორიზაციის ან რეგისტრაციის გავლას, ან თუ ასეთი საქმიანობა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საჭიროებს შეთანხმებას, ასეთის არარსებობის შემთხვევაში; ბ) სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის შეტანა ან/და გამოტანა; გ ) საერთაშორისო საჰაერო და საზღვაო მიმოსვლა , გარდა გაეროს 1982 წლის საზღვაო სამართლის შესახებ კონვენციით დადგენილი შემთხვევებისა; გ 1 ) სარკინიგზო მიმოსვლა და საერთაშორისო საგზაო სატრანსპორტო გადაზიდვა; დ) სახელმწიფო რესურსებით სარგებლობა; ე) ფულადი გადარიცხვების ორგანიზება; ვ) ამ პუნქტის „ა“–„ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საქმიანობის დაფინანსება ან რაიმე სხვა ფორმით ხელშეწყობა. 2. ოკუპირებულ ტერიტორიებზე ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული აკრძალული საქმიანობის განხორციელება დაშვებულია მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში სპეციალური თანხმობით , რომელიც გაიცემა საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით დადგენილი წესით , თუ ეს ემსახურება საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს , კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების , დეოკუპაციის , ომით დაზარალებულ მოსახლეობას შორის ნდობის აღდგენის ან ჰუმანიტარულ მიზნებს . 3. ამ მუხლის მოთხოვნათა დარღვევა იწვევს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ პასუხისმგებლობას. 4. ოკუპირებულ ტერიტორიებზე ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელებისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანქციები ვრცელდება დაკავშირებულ პირებზედაც, ანუ იმ პირებზე, რომლებიც პირდაპირ ან არაპირდაპირ მონაწილეობენ ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული საქმიანობის განმახორციელებელი პირების კაპიტალში ან/და რაიმე ფორმით გავლენას ახდენენ მათ მიერ გადაწყვეტილების მიღებაზე. 5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის მიზნებისათვის დაკავშირებული პირები არიან: ა) პირი, რომელსაც ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საქმიანობის განმახორციელებელ პირში აქვს წილი ან აქციათა 5%-ზე მეტი; ბ) პირი, რომელსაც აქვს წილი ან აქციათა 25%-ზე მეტი ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირში; გ) პირი, რომელსაც აქვს წილი ან აქციათა 50%-ზე მეტი ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირში. 6. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული აკრძალვა და ამავე მუხლის მე-3 და მე -4 პუნქტებით განსაზღვრული პასუხისმგებლობა არ ვრცელდება იმ პირებზე , რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ახორციელებენ გადაუდებელ ჰუმანიტარულ დახმარებას მოსახლეობის სიცოცხლის უფლების უზრუნველსაყოფად , კერძოდ, მოსახლეობას უზრუნველყოფენ საკვებით , მედიკამენტებითა და პირველადი მოთხოვნილების საგნებით . 7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული პირები ვალდებული არიან ოკუპირებულ ტერიტორიებზე ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული საქმიანობის განხორციელებამდე , ხოლო შეუძლებლობის შემთხვევაში – მისი განხორციელების შემდგომ გონივრულ ვადაში, შეატყობინონ საქართველოს მთავრობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე განსახორციელებელი / განხორციელებული შესაბამისი საქმიანობის დაწყებისა და დასრულების დრო , აგრეთვე წარუდგინონ ინფორმაცია იმ დახმარების შესახებ , რომელიც მათ გაუწიეს მოსახლეობას . საქართველოს 2010 წლის 26 თებერვლის კანონი №2676-სსმI, №10, 16.03.2010წ., მუხ.39 საქართველოს 2010 წლის 17 დეკემბრის კანონი №4145-სსმI, №76,29.12.2010წ., მუხ.517

ამ მუხლის ისტორია· 3

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 1 სექ. 2026· გამოქვეყნდა 20 ივლ. 2023
  2. 3 იან. 2011· გამოქვეყნდა 29 დეკ. 2010
  3. 16 მარ. 2010
წინა მუხლი 5შემდეგი მუხლი 7

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • უკანონო სამეწარმეო საქმიანობა / ლიცენზიის გარეშე (მუხლი 192)5 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ეროვნული პარკების ნებართვებისერვისის გვერდი
  • ხელშეკრულებები არაბეთის გაერთიანებულ საამიროებთანსერვისის გვერდი
  • ჰუმანიტარული ოპერაციების სამართლებრივი უზრუნველყოფასერვისის გვერდი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

დაუსვით კითხვაპროფილი
ნესტან ანანიძე

ნესტან ანანიძე

სისხლის სამართლი, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი

მარიამ ჯორბენაძე

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეზიალიზაციით

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი - სისხლის სამართლის ადვოკატი თბილისში, საქართველოში და Chikovani Law Office-ის დამფუძნებელი. სისხლის სამართლის დაცვა, უცხოელი კლიენტების წარმომადგენლობა და საერთაშორისო საქმეები. GBA.

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2025-06-26 · №11

3
ციტირებულია მუხლი
3
ცვლილება
ბოლო 2023-07-20
4
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

საქართველოს სამოქა… 356⁸საქართველოს სამოქა… 356⁹საქართველოს საგადა… 24¹

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ

  • 3ოკუპირებული ტერიტორიების სამართლებრივი რეჟიმი
  • 5უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლება ოკუპირებულ ტერიტორიებზე

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

  • 322²ოკუპირებულ ტერიტორიებზე აკრძალული ეკონომიკური საქმიანობის განხორციელება
  • 192უკანონო სამეწარმეო საქმიანობა

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

  • 9ეკონომიკური საქმიანობა
  • 102ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

  • 356⁸ტერმინთა განმარტება
  • 356⁹სარჩელის აღძვრა პირის ოკუპირებულ ტერიტორიებზე აკრძალული ეკონომიკური საქმიანობის განხორციელებისათვის მსჯავრდებულ პირთან დაკავშირებულ პირად ცნობის თაობაზე
  • 356¹¹დაუსწრებელი გადაწყვეტილება

დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ

  • 20საქმიანობა დაცულ ტერიტორიებზე

მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ

  • 25მოქმედებით გამოხატული შეცდომაში შემყვანი კომერციული საქმიანობა

კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ

  • 20საბანკო საქმიანობა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
322²19235356⁸356⁹356¹¹202024¹9102256
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სამოქალაქო…საქართველოს საგადასახა…საქართველოს სისხლის სა…დაცული ტერიტორიების სი…ოკუპირებული ტერიტორიებ…მომხმარებლის უფლებების…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 26 ივნ. 2025