Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსიმუხლი 363⁴¹

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

მუხლი 363⁴¹. გაფიცვის ან ლოკაუტის უკანონოდ ცნობის, გადადების ან შეჩერების საქმეზე გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრება

რედაქცია №178 კონსოლიდირებული · 9 დეკ. 2025
თემები:გაფიცვა

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678

1.გაფიცვის ან ლოკაუტის უკანონოდ ცნობის, გადადების ან შეჩერების საქმეზე გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილება მხარემ შეიძლება ამ კოდექსით დადგენილი წესით გაასაჩივროს ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში.

2.რაიონული (საქალაქო) სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოტანიდან არაუგვიანეს 7 დღისა.

3.გაფიცვის ან ლოკაუტის უკანონოდ ცნობის, გადადების ან შეჩერების საქმეზე გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრება არ აჩერებს მის აღსრულებას.

4.სააპელაციო სასამართლო სააპელაციო საჩივრის შეტანიდან 3 დღის ვადაში ამოწმებს მის დასაშვებობას და იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას: ა) გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ. ეს განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრით; ბ) განსახილველად იღებს სააპელაციო საჩივარს.

5.სააპელაციო სასამართლო სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღებიდან 1 თვის ვადაში ზეპირი მოსმენით განიხილავს მას და იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას: ა) მთლიანად ან ნაწილობრივ აკმაყოფილებს სააპელაციო საჩივარს; ბ) უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე.

6.სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება მისი გამოტანიდან არაუგვიანეს 7 დღისა გასაჩივრდეს საკასაციო წესით.

7.საკასაციო სასამართლო საჩივრის შეტანიდან 3 დღის ვადაში ამოწმებს მის დასაშვებობას და გამოაქვს განჩინება საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ ან განსახილველად იღებს საკასაციო საჩივარს.

8.საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის განსახილველად მიღებიდან 1 თვის ვადაში ზეპირი მოსმენით ან ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილავს მას და მთლიანად ან ნაწილობრივ აკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს ან უარს ამბობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე. საქართველოს 2020 წლის 29 სექტემბრის კანონი №7184  – ვებგვერდი, 05.10.2020წ. კარი მეშვიდე 9 სასამართლოს მონაწილეობა „მედიაციის შედეგად მიღწეული მორიგების შესახებ საერთაშორისო შეთანხმებების თაობაზე“ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 2019 წლის 7 აგვისტოს კონვენციის შესაბამისად დადებული საერთაშორისო სამედიაციო მორიგების ცნობასა და აღსრულებაში საქართველოს 2021 წლის 22 ივნისის კანონი №668 – ვებგვერდი, 24.06.2021წ. თავი XLIV 16 „მედიაციის შედეგად მიღწეული მორიგების შესახებ საერთაშორისო შეთანხმებების თაობაზე“ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 2019 წლის 7 აგვისტოს კონვენციის შესაბამისად დადებული საერთაშორისო სამედიაციო მორიგების ცნობა და აღსრულება საქართველოს 2021 წლის 22 ივნისის კანონი №668 – ვებგვერდი, 24.06.2021წ.

წინა მუხლი 363⁴⁰შემდეგი მუხლი 363⁴²

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ლოკაუტის პროცედურები და კონსულტაციასერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2025-12-09 · №178

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

  • 363³⁹გაფიცვის ან ლოკაუტის უკანონოდ ცნობის, გადადების ან შეჩერების შესახებ სარჩელის წარმოებაში მიღება
  • 363⁴⁰გაფიცვის ან ლოკაუტის უკანონოდ ცნობის, გადადების ან შეჩერების შესახებ სარჩელის განხილვა
  • 363³⁸გაფიცვის ან ლოკაუტის უკანონოდ ცნობის, გადადების ან შეჩერების შესახებ სარჩელი

საქართველოს შრომის კოდექსი

  • 67უკანონო გაფიცვა და ლოკაუტი
  • 65გაფიცვისა და ლოკაუტის გადადება და შეჩერება

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი

  • 21⁶²სამუშაო პროცესის შეჩერების დამტკიცების, ნაწილობრივ დამტკიცების ან დამტკიცებაზე უარის თქმის შესახებ განჩინების გასაჩივრება
  • 21¹⁰⁶რაიონული (საქალაქო) სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრება და სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა
  • 21¹⁰¹სამედიცინო სფეროში საქმიანობის შეჩერების დამტკიცების, ნაწილობრივ დამტკიცების ან დამტკიცებაზე უარის თქმის შესახებ განჩინების გასაჩივრება

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

  • 266ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განაჩენის გასაჩივრება

საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ

  • 13გადაწყვეტილების გასაჩივრების წესები

პენიტენციური კოდექსი

  • 82პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრება

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 281²საჩივრის დასაშვებობა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
21⁶²21¹⁰⁶21¹⁰¹281²363³⁹363⁴⁰363³⁸26667651382363⁴¹
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სამოქალაქო…საქართველოს შრომის კოდ…საქართველოს ადმინისტრა…საქართველოს სისხლის სა…საქონლის ადგილწარმოშობ…პენიტენციური კოდექსი

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 9 დეკ. 2025