Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაჯანმრთელობის დაცვის შესახებმუხლი 112¹

ჯანმრთელობის დაცვის შესახებ

მუხლი 112¹

რედაქცია №64 კონსოლიდირებული · 10 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678910

1.დასაშვებია, უპატრონო გვამი ან/და ამოუცნობი გვამი ან მისი ანატომიური სტრუქტურები სასწავლო ან/და სამეცნიერო კვლევის მიზნით გამოიყენონ იმ საგანმანათლებლო ან/და სამეცნიერო დაწესებულებებმა, რომლებიც ახორციელებენ სამედიცინო, საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროგრამებს, აგრეთვე სამედიცინო და საექსპერტო დაწესებულებებმა, თუ პირის სიკვდილის ფაქტი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დაადასტურა სამედიცინო დაწესებულების მკურნალმა ექიმმა, პათოლოგანატომმა (კლინიკურმა პათოლოგმა), სასამართლო-სამედიცინო ექსპერტმა ან სხვა დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტმა და ამ ფაქტის დადგენიდან 1 თვის განმავლობაში გვამი მიჩნეულ იქნა უპატრონო გვამად ან ამოუცნობ გვამად ამ კანონის შესაბამისად.

2.თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ პირს სიცოცხლეში არ განუცხადებია თანხმობა ან უარი გარდაცვალების შემდეგ მისი სხეულის ან მისი სხეულის ანატომიური სტრუქტურების ამ მუხლით გათვალისწინებული მიზნით გადაცემაზე და არ არსებობს საფუძველი იმის დასაშვებად, რომ მისი/მათი გადაცემა ეწინააღმდეგება აღნიშნული პირის რელიგიურ რწმენას, ეთიკურ პრინციპებს,  შესაძლებელია ის/ისინი სასწავლო ან/და სამეცნიერო კვლევის მიზნით საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებებს გადაეცეს.

3.უპატრონო გვამის ან/და ამოუცნობი გვამის სასწავლო ან/და სამეცნიერო კვლევის მიზნით საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებებისთვის გადაცემა შესაძლებელია პირის სიკვდილის ფაქტის დადგენიდან 1 თვის შემდეგ, უფლებამოსილი ორგანოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების შემდგომ. უპატრონო გვამის ან/და ამოუცნობი გვამის სასწავლო ან/და სამეცნიერო კვლევის მიზნით საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებებისთვის გადაცემა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ უპატრონო გვამის ან ამოუცნობი გვამის გადამცემი და მიმღები მხარეები. აღნიშნული ოქმი და შესაბამისი დოკუმენტაცია ინახება 5 წლის განმავლობაში.

4.საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებები უზრუნველყოფენ გადაცემული გვამის  შენახვას  მისი გადაცემიდან 6 თვის განმავლობაში, ხოლო გვამის გადაცემიდან 6 თვის გასვლის შემდეგ შესაძლებელია მისი ან მისი ანატომიური სტრუქტურების სასწავლო ან/და სამეცნიერო კვლევის მიზნით გამოყენება.

5.საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებების მიერ უპატრონო გვამის ან/და ამოუცნობი გვამის შენახვისთვის/გამოყენებისთვის პასუხისმგებელი არიან აღნიშნული დაწესებულებები.

6.იმ უპატრონო გვამთან ან ამოუცნობ გვამთან დაკავშირებით, რომელზედაც მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმის გამოძიება, საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებებისთვის, აგრეთვე სამედიცინო და საექსპერტო დაწესებულებებისთვის მისი გადაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს პროკურორი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად.

7.თუ გარდაცვლილის ნათესავი, კანონიერი წარმომადგენელი, მემკვიდრე ან სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების მხარე/მარჩენალი (თუ ხელშეკრულება სარჩენის გარდაცვალებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურებასაც ითვალისწინებს) მოძიებულია, მაგრამ იგი უარს აცხადებს მის დაკრძალვაზე, გვამის სასწავლო ან/და სამეცნიერო კვლევის მიზნით გამოყენების შესახებ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს გარდაცვლილის ნათესავმა, კანონიერმა წარმომადგენელმა ან მემკვიდრემ, რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტით.

8.გვამის საგანმანათლებლო ან/და სამეცნიერო დაწესებულებებისთვის  გადაცემის შემდეგ გვამის იდენტიფიცირების ან/და გარდაცვლილის ნათესავის, კანონიერი წარმომადგენლის ან მემკვიდრის გამოჩენის შემთხვევაში, აღნიშნული პირის სურვილის არსებობისას, გვამის სასწავლო ან/და სამეცნიერო კვლევის მიზნით გამოყენება წყდება და გვამი ამ პირს გადაეცემა. თუ გვამის აღნიშნული პირისთვის გადაცემის შემდეგ გამოძიების მიზნებისთვის საჭირო გახდა მისი დათვალიერება ან დამატებითი ექსპერტიზის ჩატარება, საგამოძიებო ორგანოს აქვს შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების უფლება.

9.საგანმანათლებლო, სამეცნიერო და სამედიცინო დაწესებულებები ვალდებული არიან, გვამის სასწავლო ან/და სამეცნიერო კვლევის მიზნით გამოყენების შემდეგ უზრუნველყონ მისი დაკრძალვა.

10.სასწავლო ან/და სამეცნიერო კვლევის მიზნით დასაშვებია გვამის საზღვარგარეთიდან შემოტანა/გამოყენება სათანადო დოკუმენტის თანხლებით. ეს დოკუმენტი უნდა შეიცავდეს ინფორმაციას გვამის დამუშავების შესახებ. იგი შესაძლებელია ასევე შეიცავდეს ინფორმაციას გარდაცვლილის სახელის, გვარის, ასაკის, გარდაცვალების მიზეზის, თარიღის თაობაზე და სხვა მონაცემებს. საქართველოს 2007 წლის 8 ივნისის კანონი №4921 - სსმ I, №22, 19.06.2007წ., მუხ.202 საქართველოს 2018 წლის 18 აპრილის კანონი №2156 – ვებგვერდი, 04.05.2018წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. დასაშვებია, უპატრონო გვამი ან/და ამოუცნობი გვამი ან მისი ანატომიური სტრუქტურები სასწავლო ან/და სამეცნიერო კვლევის მიზნით გამოიყენონ იმ საგანმანათლებლო ან/და სამეცნიერო დაწესებულებებმა, რომლებიც ახორციელებენ სამედიცინო, საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროგრამებს, აგრეთვე სამედიცინო და საექსპერტო დაწესებულებებმა, თუ პირის სიკვდილის ფაქტი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დაადასტურა სამედიცინო დაწესებულების მკურნალმა ექიმმა, პათოლოგანატომმა (კლინიკურმა პათოლოგმა), სასამართლო-სამედიცინო ექსპერტმა ან სხვა დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტმა და ამ ფაქტის დადგენიდან 1 თვის განმავლობაში გვამი მიჩნეულ იქნა უპატრონო გვამად ან ამოუცნობ გვამად ამ კანონის შესაბამისად. 2. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ პირს სიცოცხლეში არ განუცხადებია თანხმობა ან უარი გარდაცვალების შემდეგ მისი სხეულის ან მისი სხეულის ანატომიური სტრუქტურების ამ მუხლით გათვალისწინებული მიზნით გადაცემაზე და არ არსებობს საფუძველი იმის დასაშვებად, რომ მისი/მათი გადაცემა ეწინააღმდეგება აღნიშნული პირის რელიგიურ რწმენას, ეთიკურ პრინციპებს,  შესაძლებელია ის/ისინი სასწავლო ან/და სამეცნიერო კვლევის მიზნით საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებებს გადაეცეს. 3. უპატრონო გვამის ან/და ამოუცნობი გვამის სასწავლო ან/და სამეცნიერო კვლევის მიზნით საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებებისთვის გადაცემა შესაძლებელია პირის სიკვდილის ფაქტის დადგენიდან 1 თვის შემდეგ, უფლებამოსილი ორგანოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების შემდგომ. უპატრონო გვამის ან/და ამოუცნობი გვამის სასწავლო ან/და სამეცნიერო კვლევის მიზნით საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებებისთვის გადაცემა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ უპატრონო გვამის ან ამოუცნობი გვამის გადამცემი და მიმღები მხარეები. აღნიშნული ოქმი და შესაბამისი დოკუმენტაცია ინახება 5 წლის განმავლობაში. 4. საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებები უზრუნველყოფენ გადაცემული გვამის  შენახვას  მისი გადაცემიდან 6 თვის განმავლობაში, ხოლო გვამის გადაცემიდან 6 თვის გასვლის შემდეგ შესაძლებელია მისი ან მისი ანატომიური სტრუქტურების სასწავლო ან/და სამეცნიერო კვლევის მიზნით გამოყენება. 5. საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებების მიერ უპატრონო გვამის ან/და ამოუცნობი გვამის შენახვისთვის/გამოყენებისთვის პასუხისმგებელი არიან აღნიშნული დაწესებულებები. 6. იმ უპატრონო გვამთან ან ამოუცნობ გვამთან დაკავშირებით, რომელზედაც მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმის გამოძიება, საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებებისთვის, აგრეთვე სამედიცინო და საექსპერტო დაწესებულებებისთვის მისი გადაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს პროკურორი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად. 7. თუ გარდაცვლილის ნათესავი, კანონიერი წარმომადგენელი, მემკვიდრე ან სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების მხარე/მარჩენალი (თუ ხელშეკრულება სარჩენის გარდაცვალებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურებასაც ითვალისწინებს) მოძიებულია, მაგრამ იგი უარს აცხადებს მის დაკრძალვაზე, გვამის სასწავლო ან/და სამეცნიერო კვლევის მიზნით გამოყენების შესახებ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს გარდაცვლილის ნათესავმა, კანონიერმა წარმომადგენელმა ან მემკვიდრემ, რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტით. 8. გვამის საგანმანათლებლო ან/და სამეცნიერო დაწესებულებებისთვის  გადაცემის შემდეგ გვამის იდენტიფიცირების ან/და გარდაცვლილის ნათესავის, კანონიერი წარმომადგენლის ან მემკვიდრის გამოჩენის შემთხვევაში, აღნიშნული პირის სურვილის არსებობისას, გვამის სასწავლო ან/და სამეცნიერო კვლევის მიზნით გამოყენება წყდება და გვამი ამ პირს გადაეცემა. თუ გვამის აღნიშნული პირისთვის გადაცემის შემდეგ გამოძიების მიზნებისთვის საჭირო გახდა მისი დათვალიერება ან დამატებითი ექსპერტიზის ჩატარება, საგამოძიებო ორგანოს აქვს შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების უფლება. 9. საგანმანათლებლო, სამეცნიერო და სამედიცინო დაწესებულებები ვალდებული არიან, გვამის სასწავლო ან/და სამეცნიერო კვლევის მიზნით გამოყენების შემდეგ უზრუნველყონ მისი დაკრძალვა. 10. სასწავლო ან/და სამეცნიერო კვლევის მიზნით დასაშვებია გვამის საზღვარგარეთიდან შემოტანა/გამოყენება სათანადო დოკუმენტის თანხლებით. ეს დოკუმენტი უნდა შეიცავდეს ინფორმაციას გვამის დამუშავების შესახებ. იგი შესაძლებელია ასევე შეიცავდეს ინფორმაციას გარდაცვლილის სახელის, გვარის, ასაკის, გარდაცვალების მიზეზის, თარიღის თაობაზე და სხვა მონაცემებს. საქართველოს 2007 წლის 8 ივნისის კანონი №4921 - სსმ I, №22, 19.06.2007წ., მუხ.202 საქართველოს 2018 წლის 18 აპრილის კანონი №2156 – ვებგვერდი, 04.05.2018წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №39 · ძალაშია 18 მაი. 2018-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 31 დეკ. 1997 – 19 ივნ. 2007 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 112შემდეგი მუხლი 113

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 10 ივნ. 2026 · №64

  • 6 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ჯანმრთელობის დაცვის შესახებ

  • 114
  • 118
  • 45

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

  • 128გვამის დათვალიერება

პაციენტის უფლებების შესახებ

  • 26

ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ

  • 11
  • 8

ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ

  • 23გარდაცვლილი პირისგან ორგანოს მოპოვების პირობა და მიზანი
  • 35განათლება და სწავლება

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში ალკოჰოლური სიმთვრალის ფაქტის დადგენის წესის დამტკიცების შესახებ

  • 3 (დანართი 2)

ცხოველთა სამყაროს შესახებ

  • 34ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობა სამეცნიერო, კულტურულ-საგანმანათლებლო, აღმზრდელობითი, რეკრეაციული, ესთეტიკური და ვეტერინარული მიზნებისათვის

სამოქალაქო აქტების შესახებ

  • 74უცნობი პირის გარდაცვალების რეგისტრაცია

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
118261141184534128743 (და…2335112¹
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სისხლის სა…ჯანმრთელობის დაცვის შე…პაციენტის უფლებების შე…ადამიანის ორგანოთა გად…ადამიანის ორგანოთა გად…საქართველოს ადმინისტრა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 10 ივნ. 2026 · რედაქცია №64 · ბოლოს შემოწმდა 25 ოქტ. 2026