ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ

მუხლი 23. გარდაცვლილი პირისგან ორგანოს მოპოვების პირობა და მიზანი

რედაქცია №2 კონსოლიდირებული · 26 ივნ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.გარდაცვლილი პირისგან ორგანო შეიძლება მოპოვებულ იქნეს მხოლოდ სხვა ადამიანისთვის გადანერგვის მიზნით, პირის გარდაცვალების ფაქტის სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით განსაზღვრული წესით დადგენისა და გამოცხადების შემდეგ, ეთიკური სტანდარტების მოთხოვნების, სამეცნიერო მიღწევებისა და საყოველთაოდ აღიარებული სამედიცინო პრაქტიკის შესაბამისად.

2.გარდაცვლილი პირის ორგანოს მოპოვება (მიღება) არ შეიძლება, თუ არ არის შესრულებული დონორობაზე თანხმობასთან დაკავშირებით ამ კანონით დადგენილი მოთხოვნები.

3.ორგანოს პოტენციური დონორის გარდაცვალების შემდეგ დონაციის პროცესში ჩართულ სამედიცინო პერსონალს უნდა ჰქონდეს სათანადო კვალიფიკაცია და უნარ-ჩვევები დონაციის განხორციელებისას გარდაცვლილი დონორის (პაციენტის) და მისი ოჯახის პატივისცემის, დონორის (პაციენტის) ოჯახისა და დონაციის პროცესში ჩართული ყველა სხვა პირის საჭიროების გათვალისწინებისა და საუკეთესო პრაქტიკის სტანდარტების დაცვის მიზნით.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 1 სექ. 2026 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
316³316²1181191162421202615302723
მნიშვნელობით ახლოსადამიანის ორგანოთა გად…ადამიანის ქსოვილებისა …ჯანმრთელობის დაცვის შე…საქართველოს სამოქალაქო…ადამიანის სისხლისა და …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №2 · ბოლოს შემოწმდა