Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაცხოველთა სამყაროს შესახებმუხლი 34

ცხოველთა სამყაროს შესახებ

მუხლი 34. ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობა სამეცნიერო, კულტურულ-საგანმანათლებლო, აღმზრდელობითი, რეკრეაციული, ესთეტიკური და ვეტერინარული მიზნებისათვის

რედაქცია №20 კონსოლიდირებული · 29 ივნ. 2023
თემები:სატყეო საქმე

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567

1.ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობა სამეცნიერო, კულტურულ-საგანმანათლებლო, აღმზრდელობითი, რეკრეაციული, ესთეტიკური და ვეტერინარული მიზნებისათვის დაშვებულია როგორც საერთო, ასევე სპეციალური სარგებლობის ფორმით.

2.ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობა (გარდა ამ კანონის 21-ე მუხლის მე-6 პუნქტითა და 30-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა) სამეცნიერო, კულტურულ-საგანმანათლებლო, აღმზრდელობითი, რეკრეაციული, ესთეტიკური და ვეტერინარული მიზნებისთვის (დაკვირვების სხვადასხვა ფორმის, ნიშანდების, ფოტოგრაფირების მეშვეობით და ა. შ.) საერთო სარგებლობის ფორმით დაშვებულია ცხოველთა სამყაროს ობიექტების ბუნებრივი გარემოდან ამოღების (დროებითი ამოღების ჩათვლით) გარეშე, თუ ეს ზიანს არ აყენებს ცხოველთა სამყაროს და მის საბინადრო გარემოს და არ არღვევს ცხოველთა სამყაროთი, მიწითა და წყლით მოსარგებლეთა, მიწის მესაკუთრეთა, მიწისა და ტყის მფლობელთა უფლებებს.

3.დასაშვებია საერთო სარგებლობის ფორმით ცხოველთა სამყაროს ობიექტების ბუნებრივი გარემოდან დროებითი ამოღება ვეტერინარული მიზნით.

4.ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობა სამეცნიერო, კულტურულ-საგანმანათლებლო, აღმზრდელობითი, რეკრეაციული და ესთეტიკური მიზნებისთვის დაშვებულია ამ ობიექტების ბუნებრივი გარემოდან ამოღების გზითაც, სპეციალური სარგებლობის ფორმით.

5.ფიზიკური და იურიდიული პირები, რომლებიც ეწევიან აღნიშნული მიზნებისათვის ცხოველთა სამყაროს ობიექტების ბუნებრივი გარემოდან ამოღებას, ვალდებულნი არიან უზრუნველყონ ცხოველთა სამყაროს ობიექტებით კომპლექსური სარგებლობა და შენარჩუნება მოპოვებული ზოოლოგიური მასალის შემდგომი სამეცნიერო გამოკვლევის მიზნით.

6.ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სამეცნიერო, კულტურულ-საგანმანათლებლო, აღმზრდელობითი, რეკრეაციული, ესთეტიკური და ვეტერინარული მიზნებისათვის სარგებლობის, მათ შორის სპეციალური სარგებლობის წესს განსაზღვრავს დებულება „ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სამეცნიერო, კულტურულ-საგანმანათლებლო, აღმზრდელობითი, რეკრეაციული, ესთეტიკური და ვეტერინარული მიზნებისათვის სარგებლობის, მათ შორის სპეციალური სარგებლობის წესების შესახებ“, რომელსაც შეიმუშავებს და ამტკიცებს სამინისტრო.

7.აუცილებლობის შემთხვევაში სამინისტროს შეუძლია შეზღუდოს, დროებით ან მუდმივად აკრძალოს ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობა სამეცნიერო, კულტურულ-საგანმანათლებლო, აღმზრდელობითი, რეკრეაციული, ესთეტიკური და ვეტერინარული მიზნებისათვის. საქართველოს 2020 წლის 22 მაისის კანონი №5959 – ვებგვერდი, 28.05.2020წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობა სამეცნიერო, კულტურულ-საგანმანათლებლო, აღმზრდელობითი, რეკრეაციული, ესთეტიკური და ვეტერინარული მიზნებისათვის დაშვებულია როგორც საერთო, ასევე სპეციალური სარგებლობის ფორმით. 2. ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობა (გარდა ამ კანონის 21-ე მუხლის მე-6 პუნქტითა და 30-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა) სამეცნიერო, კულტურულ-საგანმანათლებლო, აღმზრდელობითი, რეკრეაციული, ესთეტიკური და ვეტერინარული მიზნებისთვის (დაკვირვების სხვადასხვა ფორმის, ნიშანდების, ფოტოგრაფირების მეშვეობით და ა. შ.) საერთო სარგებლობის ფორმით დაშვებულია ცხოველთა სამყაროს ობიექტების ბუნებრივი გარემოდან ამოღების (დროებითი ამოღების ჩათვლით) გარეშე, თუ ეს ზიანს არ აყენებს ცხოველთა სამყაროს და მის საბინადრო გარემოს და არ არღვევს ცხოველთა სამყაროთი, მიწითა და წყლით მოსარგებლეთა, მიწის მესაკუთრეთა, მიწისა და ტყის მფლობელთა უფლებებს. 3. დასაშვებია საერთო სარგებლობის ფორმით ცხოველთა სამყაროს ობიექტების ბუნებრივი გარემოდან დროებითი ამოღება ვეტერინარული მიზნით. 4. ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობა სამეცნიერო, კულტურულ-საგანმანათლებლო, აღმზრდელობითი, რეკრეაციული და ესთეტიკური მიზნებისთვის დაშვებულია ამ ობიექტების ბუნებრივი გარემოდან ამოღების გზითაც, სპეციალური სარგებლობის ფორმით. 5. ფიზიკური და იურიდიული პირები, რომლებიც ეწევიან აღნიშნული მიზნებისათვის ცხოველთა სამყაროს ობიექტების ბუნებრივი გარემოდან ამოღებას, ვალდებულნი არიან უზრუნველყონ ცხოველთა სამყაროს ობიექტებით კომპლექსური სარგებლობა და შენარჩუნება მოპოვებული ზოოლოგიური მასალის შემდგომი სამეცნიერო გამოკვლევის მიზნით. 6. ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სამეცნიერო, კულტურულ-საგანმანათლებლო, აღმზრდელობითი, რეკრეაციული, ესთეტიკური და ვეტერინარული მიზნებისათვის სარგებლობის, მათ შორის სპეციალური სარგებლობის წესს განსაზღვრავს დებულება „ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სამეცნიერო, კულტურულ-საგანმანათლებლო, აღმზრდელობითი, რეკრეაციული, ესთეტიკური და ვეტერინარული მიზნებისათვის სარგებლობის, მათ შორის სპეციალური სარგებლობის წესების შესახებ“, რომელსაც შეიმუშავებს და ამტკიცებს სამინისტრო. 7. აუცილებლობის შემთხვევაში სამინისტროს შეუძლია შეზღუდოს, დროებით ან მუდმივად აკრძალოს ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობა სამეცნიერო, კულტურულ-საგანმანათლებლო, აღმზრდელობითი, რეკრეაციული, ესთეტიკური და ვეტერინარული მიზნებისათვის. საქართველოს 2020 წლის 22 მაისის კანონი №5959 – ვებგვერდი, 28.05.2020წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №18 · ძალაშია 28 ივლ. 2020-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 28 ივლ. 2020 – 1 იან. 2021 ტექსტი უცნობია

  2. … – 12 მაი. 2000 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 1 იან. 2021· გამოქვეყნდა 28 მაი. 2020
მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 33შემდეგი მუხლი 35

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ველური ბუნების სამართალისერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 29 ივნ. 2023 · №20

  • 1 ცვლილება · ბოლო 28 მაი. 2020
  • ციტირებულია 1 მუხლი
  • 4 რედაქცია
  • 2 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 21მუხლი 30

მიუთითებენ მასზე

მუხლი 30

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ცხოველთა სამყაროს შესახებ

  • 26ცხოველთა სამყაროს ობიექტებით საერთო სარგებლობა
  • 25ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის სახეობები
  • 27ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სპეციალური სარგებლობა

კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ

  • 38ცხოველთა სამყაროს ობიექტების გამოყენება და დაცვა კოლხეთის დაცულ ტერიტორიებზე

საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ

  • 22გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი გარეული  ცხოველებისა და ველური მცენარეების მოპოვების  (ბუნებრივი გარემოდან ამოღების) განსაკუთრებული შემთხვევები

დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ

  • 12საკუთრება დაცულ ტერიტორიებზე
  • 7აღკვეთილი

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესის შესახებ

  • 22 (დანართი 1)რეაგირება კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევებზე

გარემოს დაცვის შესახებ

  • 46ველურ მცენარეთა და გარეულ ცხოველთა დაცვა

შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ

  • 12ცხოველების დროებითი მოთავსების ობიექტი (სასტუმრო)
  • 20პატრონიანი ცხოველის გადაადგილების ზოგადი მოთხოვნები

ბუნების ძეგლების შექმნისა და მართვის შესახებ

  • 3კანონის მიზნები და ამოცანები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
2238127463021262527322 (დ…122034
მითითებამნიშვნელობით ახლოსცხოველთა სამყაროს შესა…კოლხეთის დაცული ტერიტო…საქართველოს „წითელი ნუ…დაცული ტერიტორიების სი…საქართველოს გარემოს და…გარემოს დაცვის შესახებ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 29 ივნ. 2023 · რედაქცია №20 · ბოლოს შემოწმდა 30 ოქტ. 2026