თამასუქის შესახებ

მუხლი 18. თამასუქის გამცემისა და ინდოსანტის მითითებანი

რედაქცია №3 კონსოლიდირებული · 23 დეკ. 2017

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.თამასუქის გამცემს შეუძლია თამასუქზე მიუთითოს სავალდებულო წარდგენა აქცეპტისათვის ვადის დანიშვნით ან უამისოდ.

2.თამასუქის გამცემს შეუძლია თამასუქში აღნიშნოს დაუყოვნებლივ გადახდის პირობა, გარდა იმ თამასუქისა, რომელიც უნდა გადაიხადოს მესამე პირმა ან გადასახდელია სხვა ადგილას (არა თამასუქის გამცემის საცხოვრებელი ადგილი) ან ექვემდებარება გადახდას წარდგენიდან განსაზღვრული ვადის განმავლობაში.

3.თამასუქის გამცემს ასევე შეუძლია დაადგინოს, რომ თამასუქის წარდგენა არ შეიძლება აქცეპტისათვის მითითებულ ვადაზე ადრე.

4.ყოველ ინდოსანტს შეუძლია მიუთითოს, რომ თამასუქის წარდგენა შეიძლება აქცეპტისათვის ვადის აღნიშვნით ან უამისოდ, თუ თამასუქის გამცემის მიერ მითითებული არ არის, რომ თამასუქი არ ექვემდებარება აქცეპტებას.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 15 ოქტ. 1997 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
2942932681948176838174405 (და…718
მნიშვნელობით ახლოსთამასუქის შესახებსაქართველოს სამოქალაქო…სახელმწიფო სადაზღვევო …საქართველოს საგადასახა…საქართველოს სამოქალაქო…ხელშეკრულება საქართველ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №3 · ბოლოს შემოწმდა