Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს საგადასახადო კოდექსიმუხლი 4

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

მუხლი 4. ხანდაზმულობის ვადა

რედაქცია №247 კონსოლიდირებული · 15 ოქტ. 2026
თემები:მონაცემთა დამუშავებადღგ - დამატებული ღირებულების გადასახადი

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678910111213

1.გადასახადის გადამხდელისათვის გადასახადის თანხის დარიცხვისა და საგადასახადო ვალდებულების შესახებ საგადასახადო მოთხოვნის წარდგენის ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2.ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადა აითვლება შესაბამისი საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის კალენდარული წლის დასრულებიდან.

3.გადასახადის გადამხდელისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციის (გარდა საურავისა) დაკისრებისა და შესაბამისი საგადასახადო მოთხოვნის წარდგენის ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

4.ამ მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული ვადა აითვლება: ა) საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის კალენდარული წლის დასრულებიდან, გარდა ამ ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა; ბ) საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის კალენდარული წლის დასრულებიდან, თუ ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციის თანხის გაანგარიშება უკავშირდება საგადასახადო ვალდებულების თანხის ოდენობას.

5.გადასახადის გადამხდელის საგადასახადო შემოწმების ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

6.ამ მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრული ვადა აითვლება შესამოწმებელი პერიოდის შესაბამისი კალენდარული წლის დასრულებიდან.

7.ამ მუხლის პირველი, მე-3 და მე-5 ნაწილებით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადები გრძელდება 1 წლით, თუ ამ ვადების გასვლამდე დარჩენილია 1 წელზე ნაკლები და გადასახადის გადამხდელმა საგადასახადო ორგანოში წარადგინა შესაბამისი პერიოდის საგადასახადო დეკლარაცია (მათ შორის, შესწორებული დეკლარაცია) ან გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა.

8.საგადასახადო ორგანოსათვის გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის წარდგენის ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი, რომელიც აითვლება ზედმეტად გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხის დაბრუნების უფლების წარმოშობის კალენდარული წლის დასრულებიდან.

9.გადასახადის გადამხდელისათვის, მარეგისტრირებელი ორგანოსათვის ან საბანკო დაწესებულებისათვის გადასახადის გადამხდელის საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად ამ კოდექსით გათვალისწინებული ღონისძიების გამოყენების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის წარდგენის ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი, რომელიც აითვლება ამ დავალიანების წარმოშობის კალენდარული წლის დასრულებიდან.

10.ამ მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის წარდგენის ხანდაზმულობის ვადა ჩერდება: ა) პირის გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის ან გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე განჩინების კანონიერ ძალაში შესვლიდან შესაბამისი რეჟიმის დასრულებამდე, აგრეთვე რეაბილიტაციის გეგმის მოქმედების პერიოდში; ბ) (ამოღებულია - 06.03.2024, №4056) ; გ) საგადასახადო დავის პერიოდში; დ) საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში; ე) საგადასახადო შეთანხმების აქტის მოქმედების პერიოდში; ვ) ამ კოდექსის 238-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში.

11.ამ მუხლით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადები არ გამოიყენება: ა) საგადასახადო ორგანოს მიერ სასამართლოს/დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების აღსრულების პერიოდში; ბ) ამ კოდექსის 246-ე მუხლის საფუძველზე საგადასახადო ორგანოს მიერ პირის გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარების შესახებ შუამდგომლობის სასამართლოსთვის წარდგენასთან და ცრუმაგიერი პირის მიმართ ამ კოდექსით გათვალისწინებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენებასთან დაკავშირებით.

12.ზარალის 3 წლით ან მეტი ხნით გადატანისას ამ მუხლის პირველი, მე-3 და მე-5 ნაწილებით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადა ამ ზარალის წარმოშობის კალენდარული წლის საგადასახადო ვალდებულებების მიმართ, რომელთა ოდენობაზედაც გავლენას ახდენს აღნიშნული ზარალი, გრძელდება და იგი 1 წლით აღემატება ზარალის გადატანის ვადას. ამ შემთხვევაში ხანდაზმულობის ვადა აითვლება ზარალის წარმოშობის კალენდარული წლის დასრულებიდან.

13.გადასახადის გადამხდელისათვის საგადასახადო მოთხოვნის წარდგენის ამ მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადა გაშვებულად არ მიიჩნევა, თუ საგადასახადო ორგანომ შესაბამისი საგადასახადო მოთხოვნა გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე ხანდაზმულობის ვადის გასვლამდე განათავსა. საქართველოს 201 2 წლის 27 მარტის კანონი №5942 – ვებგვერდი, 12.04.2012წ. საქართველოს 2012 წლის 15 მაისის კანონი №6211 – ვებგვერდი, 29.05.2012წ. საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონი №189 - ვებგვერდი, 29.12.2012წ. საქართველოს 2013 წლის 26 დეკემბრის კანონი №1886 - ვებგვერდი, 30.12.2013წ. საქართველოს 2015 წლის 1 მაისის კანონი №3581 - ვებგვერდი, 15.05.2015წ. საქართველოს 2015 წლის 1 მაისის კანონი №3583 - ვებგვერდი, 15.05.2015წ. საქართველოს 2015 წლის 18 დეკემბრის კანონი №4680 - ვებგვერდი, 29.12.2015წ. საქართველოს 2017 წლის 30 ივნისის კანონი №1182 - ვებგვერდი, 13.07.2017წ. საქართველოს 2019 წლის 28 ივნისის კანონი №4906 – ვებგვერდი, 04.07.2019წ. საქართველოს 2020 წლის 18 სექტემბრის კანონი №7169  – ვებგვერდი, 25.09.2020წ. საქართველოს 2023 წლის 5 აპრილის კანონი №2768 – ვებგვერდი, 18.04.2023წ. საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №4022 – ვებგვერდი, 28.12.2023წ. საქართველოს 2024 წლის 6 მარტის კანონი №4056 – ვებგვერდი, 14.03.2024წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №219 · ძალაშია 2 აპრ. 2024-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 29 მაი. 2023 – 1 იან. 2024 ტექსტი უცნობია

  2. 1 იან. 2015 – 1 იან. 2023 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 16

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 2 აპრ. 2024· გამოქვეყნდა 14 მარ. 2024
  2. 1 იან. 2024· გამოქვეყნდა 28 დეკ. 2023
  3. 1 იან. 2024· გამოქვეყნდა 18 აპრ. 2023
  4. 1 აპრ. 2021· გამოქვეყნდა 25 სექ. 2020
  5. 1 იან. 2021· გამოქვეყნდა 22 ივლ. 2020
  6. 1 სექ. 2020· გამოქვეყნდა 4 ივლ. 2019

    მე-8 ნაწილში გადამხდელის მოთხოვნის ხანდაზმულობის ათვლის წესი ახლებურად ჩამოყალიბდა და ზედმეტად გადახდილ სანქციაში მკაფიოდ ჩაერთო საბაჟო სანქცია.

  7. 1 იან. 2018· გამოქვეყნდა 13 ივლ. 2017

    მე-4 მუხლს დაემატა ახალი ნაწილები (1² და 1³): პირველი ზარალის 3 წლით ან მეტი ხნით გადატანისას ახანგრძლივებს ხანდაზმულობის ვადას და ადგენს მის ათვლას ზარალის წარმოშობის წლის დასრულებიდან, მეორე კი ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე მოთხოვნის დროული განთავსებისას ვადას გაშვებულად არ მიიჩნევს.

  8. 1 იან. 2017· გამოქვეყნდა 30 დეკ. 2013

    მე-4 მუხლი ახალი რედაქციით ჩამოყალიბდა და განსაზღვრა 3-წლიანი ხანდაზმულობის ვადები, მათი ათვლის წესი, 1-წლიანი გაგრძელება და გადახდევინების უზრუნველყოფის აქტის ვადის შეჩერების საფუძვლები.

  9. 1 იან. 2016· გამოქვეყნდა 29 დეკ. 2015
  10. 1 დეკ. 2015· გამოქვეყნდა 15 მაი. 2015

    მე-4 მუხლის 1¹ ნაწილში ხანდაზმულობის ვადების გამოუყენებლობა გავრცელდა დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების აღსრულებაზეც.

  11. 1 იან. 2013· გამოქვეყნდა 29 დეკ. 2012

    მე-3 ნაწილში ერთწლიანი გახანგრძლივების წესი შეიცვალა სანქციისა და მოთხოვნის წარდგენის 6-წლიანი ხანდაზმულობით, ხოლო მე-4 ნაწილში ამ ვადის ათვლის წესითა და ახალი მე-5–მე-11 ნაწილებით დარეგულირდა შემოწმების, გახანგრძლივების, დაბრუნების მოთხოვნისა და უზრუნველყოფის აქტის ხანდაზმულობა.

  12. 22 ივნ. 2012
  13. 19 ივნ. 2012
  14. 29 მაი. 2012

    პირველ ნაწილში ხანდაზმულობა გადაკეთდა დამატებით დარიცხვასა და სანქციის (საურავის გარდა) დაკისრებაზე, მე-2 ნაწილი ითვალისწინებს სამართალდარღვევის ჩადენის წელსაც, ხოლო ახალი მე-4 ნაწილი ადგენს ერთწლიან გაგრძელებას.

  15. 12 აპრ. 2012

    მე-3 ნაწილში „საგადასახადო/სასაქონლო დეკლარაციის“ ნაცვლად ჩაიწერა „საგადასახადო/საბაჟო დეკლარაცია“.

  16. 20 დეკ. 2011
მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 3შემდეგი მუხლი 5

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • მონაცემთა შენახვის პოლიტიკა2 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • დღგ-ს საგადასახადო დიაგნოსტიკა და აუდიტისერვისის გვერდი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 15 ოქტ. 2026 · №247

  • 16 ცვლილება · ბოლო 14 მარ. 2024
  • ციტირებულია 3 მუხლი
  • 32 რედაქცია
  • 2 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 238მუხლი 246

მიუთითებენ მასზე

მუხლი 178მუხლი 309გადასახადების ადმი… 69

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

  • 68საგადასახადო დეკლარაციის წარდგენის ვადის გაგრძელება
  • 274საგადასახადო დეკლარაციის/გაანგარიშების წარდგენის ვადის დარღვევა
  • 62გადასახადის გადახდის ვადა

საზღვაო კოდექსი

  • 369

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

  • 699გადაზიდვიდან გამომდინარე უფლებების ხანდაზმულობის ვადა
  • 1015მოთხოვნის ხანდაზმულობა
  • 142სასამართლოს გადაწყვეტილებით დადასტურებული მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა

გადასახადების ადმინისტრირების შესახებ

  • 17 (დანართი 1)საგადასახადო მოთხოვნა
  • 18 (დანართი 1)გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი

  • 7ხანდაზმულობის ვადა ზიანის ანაზღაურებისათვის

მეწარმეთა შესახებ

  • 92ხანდაზმულობისა და შეცილების ვადები

საქართველოს საბაჟო კოდექსი

  • 31დოკუმენტებისა და სხვა ინფორმაციის შენახვის ხანდაზმულობის ვადა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
369699101514223824617830968274626917 (დ…7924
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საგადასახა…გადასახადების ადმინისტ…საზღვაო კოდექსისაქართველოს სამოქალაქო…პროდუქტის უსაფრთხოების…მეწარმეთა შესახებ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 15 ოქტ. 2026 · რედაქცია №247 · ბოლოს შემოწმდა 25 ოქტ. 2026