ჩეკის შესახებ

მუხლი 1. ჩეკის ფორმა

რედაქცია №2 კონსოლიდირებული · 20 მარ. 2015

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.ჩეკი შეიცავს: ა) სიტყვას „ ჩეკი” დოკუმენტის სათაურში და ტექსტში იმ ენაზე‚ რომელზეც შედგენილია ტექსტი; ბ) უპირობო დათქმას მითითებული თანხის გადახდის შესახებ; გ) გადამხდელის დასახელებას; დ) განაღდების ადგილს; ე) ჩეკის გამოწერის ადგილსა და თარიღს; ვ) ჩეკის გამოწერის ხელმოწერას.

2.ჩეკს‚ რომელსაც არ გააჩნია ჩამოთვლილი რეკვიზიტები‚ გარდა ამ მუხლში განსაზღვრული შემთხვევებისა‚ ჩეკის ძალა არა აქვს.

3.რაიმე განსაკუთრებული მითითების უქონლობისას გადამხდელის დასახელების გვერდით აღნიშნული ადგილი მიიჩნევა განაღდების ადგილად. თუ გადამხდელის დასახელების გვერდით რამდენიმე ადგილია მითითებული‚ ჩეკის განაღდების ადგილად მიიჩნევა პირველად დასახელებული ადგილი.

4.თუ არ არსებობს სხვა მითითება‚ ჩეკის განაღდების ადგილად მიიჩნევა გადამხდელის ძირითადი ადგილსამყოფელი.

5.ჩეკი‚ რომელშიც არ არის ნაჩვენები გამოწერის ადგილი‚ მიიჩნევა გამოწერილად იმ ადგილას‚ რომელიც მითითებულია გამომწერის დასახელების გვერდით.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 15 ოქტ. 1997 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
115693248658664307298 (და…91
მნიშვნელობით ახლოსჩეკის შესახებსაქართველოს სამოქალაქო…თამასუქის შესახებსაზღვაო კოდექსიელექტრონული კომერციის …ხელშეკრულება საქართველ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №2 · ბოლოს შემოწმდა