საქართველოს კანონით „ ჩეკების შესახებ
მუხლი 2. ჩეკი‚ გამოწერილი მხოლოდ საბანკო დაწესებულებაზე
1. ჩეკი შეიძლება გამოწერილ იქნეს მხოლოდ იმ საბანკო დაწესებულებაზე‚ რომელშიც ინახება ჩეკის გამოწერის სახსრები‚ რაც მას უფლებას აძლევს საერთო წესით განკარგოს ეს სახსრები ჩეკის საშუალებით.
2. დოკუმენტი‚ გამოწერილი არასაბანკო დაწესებულებაზე‚ თუნდაც მას ჰქონდეს ჩეკის სახელწოდება‚ ჩეკად არ ითვლება.
3. ჩეკი არ საჭიროებს თანხმობას განაღდების შესახებ (აქცეპტს). ჩანაწერს ჩეკზე აქცეპტის შესახებ არავითარი ძალა არა აქვს.
