საქართველოს კანონით „ ჩეკების შესახებ
მუხლი 44. ჩეკის წარდგენისა და პროტესტის დღეები
1. ჩეკის გასანაღდებლად წარდგენა და პროტესტი შეიძლება განხორციელდეს სამუშაო დღეს.
2. თუ ჩეკთან დაკავშირებული რომელიმე მოქმედება‚ კერძოდ, გასანაღდებლად წარდგენა‚ პროტესტი ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი დამოწმება უნდა შესრულდეს განსაზღვრული ვადის განმავლობაში‚ რომლის უკანასკნელი დღე კანონით დაწესებული უქმე დღეა‚ მაშინ აღნიშნული ვადა გაგრძელდება მომდევნო სამუშაო დღემდე. უქმე დღე‚ რომელიც ხვდება ვადის მიმდინარეობის დროს‚ ითვლება ვადის ანგარიშში.
