საქართველოს კანონით „ ჩეკების შესახებ
მუხლი 48. დაკარგული ჩეკი და პროტესტის აქტი
1. დაკარგული ან განადგურებული ჩეკი გამოცხადების გზით შეიძლება ძალადაკარგულად ცნონ. გამოცხადების ვადა შეადგენს სულ ცოტა ორ თვეს. ამ მოქმედების დაწყების შემდეგ უფლებამოსილ პირს‚ თუ ჩეკი დროულად არის გასანაღდებლად წარდგენილი‚ მაგრამ გადამხდელს არ გაუნაღდებია‚ შეუძლია განაღდება მოსთხოვოს ჩეკის გამომწერს‚ თუ ის ძალადაკარგულად ცნობამდე იძლევა გარანტიას.
2. დაკარგული ან განადგურებული პროტესტის აქტი შეიძლება შეიცვალოს მოწმობით პროტესტის განცხადების შესახებ‚ რომელსაც გასცემს დოკუმენტის დამოწმებული ასლის შემნახავი დაწესებულება. მოწმობაში შეტანილი უნდა იყოს პროტესტის შინაარსი. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე – სახელმწიფოს მეთაური ე. შევარდნაძე . საქართველოს პარლამენტის სპიკერი – ვ. გოგუაძე . თბილისი, 1995 წლის 19 აპრილი №721-IIს
