საჯარო სამსახურის შესახებ

მუხლი 109. მოხელის სამსახურიდან გათავისუფლება პირადი განცხადების საფუძველზე

რედაქცია №75 კონსოლიდირებული · 13 ოქტ. 2026
თემები:გადადგომა

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 5 ვერიფიცირებული სპეციალისტი · კონსულტაცია ₾200-დან

გურანდა გრიგოლიანუგზარ მოსიძესალომე ოსეფაშვილი

1.მოხელე პირადი განცხადების საფუძველზე თავისუფლდება სამსახურიდან.

2.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოიცემა სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე განცხადების რეგისტრაციიდან 14 სამუშაო დღის გასვლის შემდეგ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მოხელე სამსახურიდან დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს და მისი გათავისუფლება საფრთხეს არ უქმნის საჯარო დაწესებულების ნორმალურ ფუნქციონირებას.

3.სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე განცხადების რეგისტრაციიდან სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემამდე მოხელეს უფლება აქვს, მოითხოვოს განცხადების განუხილველად დატოვება. ეს მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს.

4.ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში მოხელე სამსახურიდან თავისუფლდება სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით ოფიციალურად გაცნობისთანავე.

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ამ მუხლზე · 34

ყველა გადაწყვეტილება
  • №ბს-898(კ-19)2020-12-2424
    კრებულიარსებითი გადაწყვეტილება (T1)

    პოლიციელის გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობა, თანამდებობაზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

    დავა ეხება შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ პოლიციელის პირადი პატაკის საფუძველზე გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობას, თანამდებობაზე აღდგენასა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ სამინისტროს მოსამსახურის დაუყოვნებლივ გათავისუფლებაზე მოქმედებს სპეციალური წესი, თუმცა გათავისუფლების სურვილი თავისუფალ და ნამდვილ ნებას უნდა ეფუძნებოდეს. პალატამ მიუთითა ნების ნამდვილობისა და გამოსაცდელი ვადით დანიშვნის გარემოებების გამოკვლევის საჭიროებაზე. მან ნაწილობრივ დააკმაყოფილა სამინისტროს საკასაციო საჩივარი, გააუქმა სააპელაციო განჩინება და საქმე იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად დაუბრუნა.

  • კრებულიარსებითი გადაწყვეტილება (T1)

    შტატების შემცირების გამო გათავისუფლებასთან დაკავშირებული ორი თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით კომპენსაცია

    მოსარჩელე თბილისის მერიისგან შტატების შემცირების გამო გათავისუფლებისთვის ორი თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით კომპენსაციას ითხოვდა. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ კომპენსაციის მიზანია სამსახურიდან გათავისუფლებული და უმუშევრად დარჩენილი მოხელის ფინანსური დახმარება სხვა სამუშაოს პოვნამდე. პალატამ გათავისუფლებისა და ხელახალი დანიშვნის განკარგულებები ერთობლივად შეაფასა და მიიჩნია, რომ მოსარჩელე სისტემიდან გათავისუფლების შედეგად უმუშევრად არ დარჩენილა. სასამართლომ გააუქმა სააპელაციო განჩინება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი არ დააკმაყოფილა.

  • კრებულიარსებითი გადაწყვეტილება (T1)

    სამსახურიდან დათხოვნის ბრძანების ბათილობა, სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდური, დისკრიმინაციის დადგენა და მორალური ზიანი

    დავა ეხებოდა სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის პირადი პატაკის საფუძველზე გათავისუფლების კანონიერებას, სამსახურში აღდგენასა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ დაუყოვნებლივი გათავისუფლების მკაფიო მოთხოვნისა და დაწესებულების ნორმალური ფუნქციონირებისთვის საფრთხის არარსებობისას ორგანოს შეუძლია არ დაელოდოს თოთხმეტი სამუშაო დღის გასვლას. სასამართლოს შეფასებით, მხოლოდ ორსულობა მოცემულ საქმეში არ წარმოშობდა ნების ნამდვილობის დამატებითი გამოკვლევის უპირობო ვალდებულებას, ხოლო ზეწოლის მტკიცებულებები წარმოდგენილი არ იყო. საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, სააპელაციო განჩინება გაუქმდა და ახალი გადაწყვეტილებით გასაჩივრებულ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

  • კრებულიარსებითი გადაწყვეტილება (T1)

    სამხედრო სანატორიუმის ყოფილი სამოქალაქო თანამშრომლების ერთჯერადი გასასვლელი დახმარება

    ყოფილი სამხედრო სანატორიუმის თანამშრომლები საქართველოს თავდაცვის სამინისტროსგან ერთჯერადი გასასვლელი დახმარების ანაზღაურებას ითხოვდნენ. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ შესაბამისი ნორმის მოქმედების შეჩერება მისით აღიარებული უფლების დაკარგვას არ ნიშნავს. სააპელაციო სასამართლოს უნდა დაედგინა მოსარჩელეთა სამსახურებრივი სტატუსი და თანამდებობრივი სარგოს ოდენობა, აგრეთვე ემსჯელა კომპენსაციის სამართლებრივ საფუძველზე. უზენაესმა სასამართლომ სააპელაციო გადაწყვეტილება გააუქმა და საქმე ხელახლა განსახილველად დააბრუნა.

  • კრებულიარსებითი გადაწყვეტილება (T1)

    ნამსახურობის დანამატის, გათავისუფლების კომპენსაციისა და გაფრთხილების ვადის გადაცილებისათვის ხელფასის ანაზღაურება

    ყოფილმა საჯარო მოსამსახურეებმა საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ნამსახურობის დანამატის, ლიკვიდაციის გამო კომპენსაციისა და გაფრთხილების ვადის გადაცილებისათვის ხელფასის გადახდა მოსთხოვეს. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ ნამსახურობის დანამატის მოთხოვნის გადასაწყვეტად უნდა დაზუსტდეს მოთხოვნის პერიოდი, თითოეული მოსამსახურის თანამდებობრივი სარგო, ნამსახურები წლები და შესაბამისი პროცენტული განაკვეთი. სასამართლომ დანამატის ნაწილში სააპელაციო განჩინება გააუქმა და საქმე იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად დაუბრუნა. ორი თვის კომპენსაციისა და ცხრა დღის ხელფასის ნაწილში სამინისტროს საკასაციო საჩივარი ადრე დაუშვებლად იქნა ცნობილი და სააპელაციო განჩინება უცვლელად დარჩა.

  • კრებულისაკასაციო არსებითი (T2)

    საჯარო მოსამსახურის სახელფასო და სხვა დავალიანების, აგრეთვე ანგარიშსწორების დაყოვნებისთვის თანხის ანაზღაურება

    დავა შეეხებოდა საჯარო მოსამსახურისთვის სახელფასო და სხვა დავალიანების ანაზღაურებას საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ შრომითი ანაზღაურებისა და კანონით გათვალისწინებული სოციალური გარანტიების დავალიანებაზე პასუხისმგებელია დასაქმების ორგანო, ხოლო ლიკვიდაციის შემთხვევაში საქმეში დადგენილ დავალიანებაზე პასუხისმგებლობა მის უფლებამონაცვლეს ეკისრება. სამინისტრომ ვერ გააქარწყლა ლიკვიდირებული ინსპექციის უფლებამოსილი პირის მიერ გაცემული ცნობა. სასამართლომ სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა და უცვლელად დატოვა გადაწყვეტილება მოსარჩელისთვის 3311 ლარის ანაზღაურების შესახებ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. მოხელე პირადი განცხადების საფუძველზე თავისუფლდება სამსახურიდან. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოიცემა სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე განცხადების რეგისტრაციიდან 14 სამუშაო დღის გასვლის შემდეგ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მოხელე სამსახურიდან დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს და მისი გათავისუფლება საფრთხეს არ უქმნის საჯარო დაწესებულების ნორმალურ ფუნქციონირებას. 3. სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე განცხადების რეგისტრაციიდან სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემამდე მოხელეს უფლება აქვს, მოითხოვოს განცხადების განუხილველად დატოვება. ეს მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს. 4. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში მოხელე სამსახურიდან თავისუფლდება სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით ოფიციალურად გაცნობისთანავე.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 11 ნოე. 2015-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

ნუგზარ მოსიძე

ნუგზარ მოსიძე

ადვოკატი, იურიდიული ფირმა Legalis-ლიგალის-ის დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი, ბავშთა უფლებათა სპეციალისტი, კორპორატიული იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

სალომე ოსეფაშვილი

სალომე ოსეფაშვილი

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეციალიზაციით, განათლების სამართლის ექსპერტი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მზია კიკვაძე

მზია კიკვაძე

ადვოკატი სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სამართალში

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
4011²⁴19143332106112111524243109
მნიშვნელობით ახლოსსაჯარო სამსახურის შესა…დანაშაულის პრევენციის,…საქართველოს შინაგან სა…სამოქალაქო უსაფრთხოები…საქართველოს სახელმწიფო…სამხედრო პოლიციის თანა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №75 · ბოლოს შემოწმდა