Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაჯარო სამსახურის შესახებმუხლი 84¹

საჯარო სამსახურის შესახებ

მუხლი 84¹. საჯარო დაწესებულებაში სტაჟირების გავლა

რედაქცია №74 კონსოლიდირებული · 10 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234566¹7

1.საჯარო დაწესებულებაში სტაჟირების გავლის წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით, გარდა ამ მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

2.საქართველოს პარლამენტის აპარატში, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების აპარატებში, საქართველოს ეროვნული ბანკის აპარატში, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აპარატში, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატში, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატში, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საარჩევნო კომისიების აპარატებში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს აპარატში, საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემასა და ამ კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ საჯარო დაწესებულებებში სტაჟირების გავლის წესი დგინდება შესაბამისი საჯარო დაწესებულების დებულებით ან უმაღლესი თანამდებობის პირის კანონქვემდებარე აქტით. საჭიროების შემთხვევაში საქართველოს მთავრობის დადგენილებით შესაძლებელია განისაზღვროს სხვა საჯარო დაწესებულებები, რომლებშიც სტაჟირების გავლის წესი დადგინდება შესაბამისი საჯარო დაწესებულების დებულებით ან უმაღლესი თანამდებობის პირის კანონქვემდებარე აქტით.

3.პირის მიერ ერთსა და იმავე საჯარო დაწესებულებაში სტაჟირების გავლის ვადაა არანაკლებ 1 და არაუმეტეს 12 თვისა, რაც მას ხელს არ უშლის, შესაბამისი ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ გახდეს სხვა საჯარო დაწესებულების სტაჟიორი. სტაჟიორს უფლება აქვს, ერთსა და იმავე საჯარო დაწესებულებაში სტაჟირება რამდენჯერმე გაიაროს, თუმცა სტაჟირების გავლის საერთო ვადა 12 თვეს არ უნდა აღემატებოდეს.

4.საჯარო დაწესებულების სტაჟიორის უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება სტაჟიორთან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დადებული ხელშეკრულებით.

5.სტაჟიორთან დადებული ხელშეკრულება წყდება: ა) სტაჟიორის პირადი განცხადების საფუძველზე; ბ) ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლისას; გ) საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების შემცირებასთან დაკავშირებით; დ) ამ კანონის 107-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“–„ე“ და „თ“–„კ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობისას.

6.საჯარო დაწესებულებაში სტაჟიორისთვის საჯარო დაწესებულების შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი გამოყოფს სათანადო საჯარო მოსამსახურეს, რომელიც ხელს უწყობს სტაჟიორს პროფესიული ცოდნისა და გამოცდილების შეძენასა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებაში.

6¹.საჯარო დაწესებულებაში სტაჟიორთა რაოდენობისა და მათი შრომის ანაზღაურების ზღვრული ოდენობები განისაზღვრება „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონით.

7.სტაჟიორზე ვრცელდება ამ კანონის 9 1 , 51-ე, 56-ე, მე-60, 66-ე, 68-ე და 71-ე–75-ე მუხლების, X თავისა და 109-ე და 124-ე მუხლების მოქმედება. საქართველოს 2022 წლის 8 სექტემბრის კანონი №1753 – ვებგვერდი, 21.09.2022წ. საქართველოს 2023 წლის 1 ნოემბრის კანონი №3625 – ვებგვერდი, 15.11.2023წ. საქართველოს 2024 წლის 30 მაისის კანონი №4240 – ვებგვერდი, 13.06.2024წ. საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონი №4452– ვებგვერდი, 03.10.2024წ. საქართველოს 2025 წლის 24 ივნისის კანონი №705 – ვებგვერდი, 25.06.2025წ. საქართველოს 2025 წლის 17 დეკემბრის კანონი №1279 - ვებგვერდი, 18.12.2025წ. საქართველოს 2025 წლის 17 დეკემბრის კანონი №1298 - ვებგვერდი, 23.12.2025წ.

რედაქციების შედარება

1. საჯარო დაწესებულებაში სტაჟირების გავლის წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით, გარდა ამ მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 2.  საქართველოს პარლამენტის აპარატში, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების აპარატებში, საქართველოს ეროვნული ბანკის აპარატში, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აპარატში, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატში, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში, საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურში, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატში, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საარჩევნო კომისიების აპარატებში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს აპარატში, საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემასა და ამ კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტში მითითებულ საჯარო დაწესებულებებში სტაჟირების გავლის წესი განისაზღვრება შესაბამისი საჯარო დაწესებულების დებულებით ან უმაღლესი თანამდებობის პირის კანონქვემდებარე აქტით. საჭიროების შემთხვევაში საქართველოს მთავრობის დადგენილებით შესაძლებელია განისაზღვროს სხვა საჯარო დაწესებულებები, რომლებშიც სტაჟირების გავლის წესი დადგინდება შესაბამისი საჯარო დაწესებულების დებულებით ან უმაღლესი თანამდებობის პირის კანონქვემდებარე აქტით. [2. საქართველოს პარლამენტის აპარატში, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების აპარატებში, საქართველოს ეროვნული ბანკის აპარატში, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აპარატში, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატში, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურში, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატში, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საარჩევნო კომისიების აპარატებში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს აპარატში, საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემასა და ამ კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ საჯარო დაწესებულებებში სტაჟირების გავლის წესი დგინდება შესაბამისი საჯარო დაწესებულების დებულებით ან უმაღლესი თანამდებობის პირის კანონქვემდებარე აქტით. საჭიროების შემთხვევაში საქართველოს მთავრობის დადგენილებით შესაძლებელია განისაზღვროს სხვა საჯარო დაწესებულებები, რომლებშიც სტაჟირების გავლის წესი დადგინდება შესაბამისი საჯარო დაწესებულების დებულებით ან უმაღლესი თანამდებობის პირის კანონქვემდებარე აქტით. (ამოქმედდეს 2026 წლის 1 იანვრიდან)] [2. საქართველოს პარლამენტის აპარატში, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების აპარატებში, საქართველოს ეროვნული ბანკის აპარატში, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აპარატში, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატში, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატში, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საარჩევნო კომისიების აპარატებში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს აპარატში, საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემასა და ამ კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ საჯარო დაწესებულებებში სტაჟირების გავლის წესი დგინდება შესაბამისი საჯარო დაწესებულების დებულებით ან უმაღლესი თანამდებობის პირის კანონქვემდებარე აქტით. საჭიროების შემთხვევაში საქართველოს მთავრობის დადგენილებით შესაძლებელია განისაზღვროს სხვა საჯარო დაწესებულებები, რომლებშიც სტაჟირების გავლის წესი დადგინდება შესაბამისი საჯარო დაწესებულების დებულებით ან უმაღლესი თანამდებობის პირის კანონქვემდებარე აქტით. (ამოქმედდეს 2026 წლის 2 მარტიდან)] 3. პირის მიერ ერთსა და იმავე საჯარო დაწესებულებაში სტაჟირების გავლის ვადაა არანაკლებ 1 და არაუმეტეს 12 თვისა, რაც მას ხელს არ უშლის, შესაბამისი ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ გახდეს სხვა საჯარო დაწესებულების სტაჟიორი. სტაჟიორს უფლება აქვს, ერთსა და იმავე საჯარო დაწესებულებაში სტაჟირება რამდენჯერმე გაიაროს, თუმცა სტაჟირების გავლის საერთო ვადა 12 თვეს არ უნდა აღემატებოდეს. 4. საჯარო დაწესებულების სტაჟიორის უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება სტაჟიორთან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დადებული ხელშეკრულებით. 5. სტაჟიორთან დადებული ხელშეკრულება წყდება: ა) სტაჟიორის პირადი განცხადების საფუძველზე; ბ) ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლისას; გ) საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების შემცირებასთან დაკავშირებით; დ) ამ კანონის 107-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“–„ე“ და „თ“–„კ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობისას. 6. საჯარო დაწესებულებაში სტაჟიორისთვის საჯარო დაწესებულების შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი გამოყოფს სათანადო საჯარო მოსამსახურეს, რომელიც ხელს უწყობს სტაჟიორს პროფესიული ცოდნისა და გამოცდილების შეძენასა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებაში. 6 1 . საჯარო დაწესებულებაში სტაჟიორთა რაოდენობისა და მათი შრომის ანაზღაურების ზღვრული ოდენობები განისაზღვრება „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონით. 7. სტაჟიორზე ვრცელდება ამ კანონის 9 1 , 51-ე, 56-ე, მე-60, 66-ე, 68-ე და 71-ე–75-ე მუხლების, X თავისა და 109-ე და 124-ე მუხლების მოქმედება. საქართველოს 2022 წლის 8 სექტემბრის კანონი №1753 – ვებგვერდი, 21.09.2022წ. საქართველოს 2023 წლის 1 ნოემბრის კანონი №3625 – ვებგვერდი, 15.11.2023წ. საქართველოს 2024 წლის 30 მაისის კანონი №4240 – ვებგვერდი, 13.06.2024წ. საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონი №4452– ვებგვერდი, 03.10.2024წ. საქართველოს 2025 წლის 24 ივნისის კანონი №705 – ვებგვერდი, 25.06.2025წ. საქართველოს 2025 წლის 17 დეკემბრის კანონი №1279 - ვებგვერდი, 18.12.2025წ. საქართველოს 2025 წლის 17 დეკემბრის კანონი №1298 - ვებგვერდი, 23.12.2025წ.

ამ მუხლის ისტორია· 4

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 2 მარ. 2026· გამოქვეყნდა 23 დეკ. 2025
  2. 1 იან. 2026· გამოქვეყნდა 18 დეკ. 2025
  3. 1 აგვ. 2025· გამოქვეყნდა 30 ივნ. 2025
  4. 1 ივლ. 2025· გამოქვეყნდა 25 ივნ. 2025
წინა მუხლი 84შემდეგი მუხლი 84²

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-06-10 · №74

1
ციტირებულია მუხლი
4
ცვლილება
ბოლო 2025-12-23
3
რედაქცია
4
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 107მუხლი 124მუხლი 4მუხლი 75

მიუთითებენ მასზე

მუხლი 126¹

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საჯარო სამსახურის შესახებ

  • 124სამსახურის სტაჟი
  • 84²სტაჟიორისთვის დადგენილი ძირითადი მოთხოვნები

ნოტარიატის შესახებ

  • 28სტაჟირება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ

  • 15სამსახურის თანამშრომელი

საქართველოს შრომის კოდექსი

  • 18სტაჟირება

თავდაცვის კოდექსი

  • 52სამხედრო სამსახურის სტაჟი

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ

  • 10⁶სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში სტაჟირების გავლა
  • 15⁶ატესტაციას დაქვემდებარებული პირი

საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ

  • 17¹სტაჟიორის შრომის ანაზღაურების ზღვრული ოდენობა
  • 5შრომის ანაზღაურების განსაზღვრის სამართლებრივი საფუძვლები და პრინციპები

საერთო სასამართლოების შესახებ

  • 66²⁶იუსტიციის მსმენელის სტაჟირება. სტაჟირების ფორმები
  • 57მოთხოვნები, რომლებიც წაეყენება სასამართლოს აპარატის თანამშრომელ ს თანამდებობაზე დანიშვნისას

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
10⁶1566²⁶572818124107475126¹84²17¹55284¹
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაჯარო სამსახურის შესა…ნოტარიატის შესახებსაქართველოს ფინანსთა ს…საქართველოს შრომის კოდ…თავდაცვის კოდექსისახელმწიფო დაცვის სპეც…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 10 ივნ. 2026