Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაჯარო სამსახურის შესახებმუხლი 4

საჯარო სამსახურის შესახებ

მუხლი 4. პირები, რომლებზედაც არ ვრცელდება ამ კანონის მოქმედება

რედაქცია №74 კონსოლიდირებული · 10 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება: ა) სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირსა და პოლიტიკური თანამდებობის პირზე; ბ) საქართველოს პარლამენტის ფრაქციის აპარატის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების ფრაქციების აპარატების, მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის აპარატის თანამშრომლებზე; გ) მოსამართლეზე; დ) პროკურორსა და პროკურატურის გამომძიებელზე; ე) საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტსა და საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრზე; ვ) სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალურ აუდიტორსა და მის მოადგილეზე; ზ) საქართველოს სახალხო დამცველსა და მის მოადგილეზე; თ) (ამოღებულია - 24.06.2025, №705) ; თ 1 ) (ამოღებულია - 17.12.2025, №1298); ი) (ამოღებულია - 05.09.2018, №3387) ; კ) საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსსა და მის მოადგილეზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსსა და მის მოადგილეზე, საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსსა და მის მოადგილეზე, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების აპარატების უფროსებსა და მათ მოადგილეებზე, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობების აპარატების უფროსებსა და მათ მოადგილეებზე; ლ) საქართველოს პრემიერ-მინისტრის, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს მინისტრების სათათბირო ორგანოების ხელმძღვანელებსა და მათ მოადგილეებზე; მ) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსსა და მის მოადგილეზე; ნ) ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს ხელმძღვანელსა და მის მოადგილეზე, ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს წევრზე; ო) საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანსა და მის მოადგილეზე, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანზე; პ) (ამოღებულია - 17.12.2025, №1279); ჟ) საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საარჩევნო კომისიებისა და საოლქო საარჩევნო კომისიების არჩეულ წევრებზე; რ) საჯარო სამართლის იურიდიულ პირზე – საქართველოს ნოტარიუსთა პალატაზე, გარდა მისი გამგეობის აპარატის მოსამსახურისა; ს) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრზე; ტ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელსა და მის მოადგილეზე; უ) (ამოღებულია - 22.12.2018, №4075) ; ფ) სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელსა და მის მოადგილეზე, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელსა და მის მოადგილეზე, სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელსა და მის მოადგილეზე (გარდა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს − საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსისა და მისი მოადგილისა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს − რესურსცენტრის უფროსისა და მისი მოადგილისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს − საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსისა და მისი მოადგილისა), საჯარო სამართლის იურიდიული პირის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელსა და მის მოადგილეზე; ქ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს საპენსიო ფონდის მმართველობითი საბჭოს პროფესიონალ წევრებზე, აღმასრულებელ დირექტორებსა და თანამშრომლებზე; ღ) სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს წევრზე. [ ღ) საჯარო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს წევრზე. (ამოქმედდეს 2030 წლის 1 იანვრიდან)] 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ პირებზე (გარდა იმავე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირებისა), აგრეთვე სახელმწიფო მოსამსახურესა და სახელმწიფო მოსამსახურესთან გათანაბრებულ პირზე ვრცელდება ამ კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებისა და მე-2 პუნქტის „ა“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტების, 51-ე მუხლის, 55-ე მუხლის პირველი პუნქტის, მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“ და „დ“−„თ“ ქვეპუნქტებისა და მე-3 და მე-4 პუნქტებისა და 62-ე, 64-ე, 66-ე და 124-ე მუხლების მოქმედება, თუ სპეციალური კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი.

2¹.ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირებზე ვრცელდება ამ კანონის 124-ე მუხლის მოქმედება.

3.თუ სპეციალური კანონმდებლობით ან მის საფუძველზე სხვა რამ არ არის დადგენილი, ამ კანონის მოქმედება ვრცელდება: ა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეებზე; ა 1 ) (ამოღებულია - 22.12.2018, №4075) ; ბ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს აღმასრულებელსა და აღსრულების პოლიციის სამმართველოს პოლიციის თანამშრომელზე; გ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელზე; გ 1 ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულის − საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომელზე; დ) (ამოღებულია - 26.06.2025, №776) ; ე) სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სისტემის თანამშრომელზე; ვ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეზე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომელზე, საქართველოს თავდაცვის ძალების თანამშრომელზე; ზ) დიპლომატიური სამსახურის თანამშრომელზე; ზ 1 ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომელზე; თ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე; ი) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეზე; კ) პროკურატურის თანამშრომელზე, გარდა პროკურორისა და პროკურატურის გამომძიებლისა; ლ) (ამოღებულია - 05.09.2018, №3387) ; მ) (ამოღებულია - 07.12.2017, №1710) ; ნ) ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს აპარატზე; ო) საქართველოს ეროვნული ბანკის აპარატზე; პ) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემის მოსამსახურეზე; პ 1 ) (ამოღებულია - 26.06.2025, №804) ; ჟ) სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თანამშრომელზე; რ) (ამოღებულია - 24.06.2025, №705) ; ს) (ამოღებულია - 17.12.2025, №1298); ტ) ამ პუნქტში მითითებული საჯარო დაწესებულებების სტაჟიორებზე; უ) საქართველოს ბიზნესომბუდსმენზე, რომელსაც იმავდროულად უკავია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მრჩევლის თანამდებობა.

4.საჯარო დაწესებულებაში საქმიანობა, რომელიც არ გულისხმობს საჯარო სამსახურის განხორციელებას, წესრიგდება შესაბამისი კანონით ან/და საქართველოს შრომის კანონმდებლობით, ამ კანონით განსაზღვრული თავისებურებების გათვალისწინებით.

5.ამ მუხლით გათვალისწინებულ პირებზე ვრცელდება ამ კანონის 9 1 მუხლისა და IX ​ 2 თავის მოქმედება. საქართველოს 2016 წლის 24 ივნისის კანონი №5599 - ვებგვერდი, 13.07.2016წ. საქართველოს 2017 წლის 22 მარტის კანონი №482 - ვებგვერდი, 27.03.2017წ. საქართველოს 2017 წლის 29 ივნისის კანონი №1157 - ვებგვერდი, 29.06.2017წ. საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1710 – ვებგვერდი, 14.12.2017წ. საქართველოს 2017 წლის 22 დეკემბრის კანონი №1826 – ვებგვერდი, 29.12.2017წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3136 – ვებგვერდი, 11.07.2018წ. საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის კანონი №3311 – ვებგვერდი, 06.08.2018წ. საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის კანონი №3289 – ვებგვერდი, 09.08.2018წ. საქართველოს 2018 წლის 5 სექტემბრის კანონი №3387 – ვებგვერდი, 24.09.2018წ. საქართველოს 2018 წლის 30 ნოემბრის კანონი №3819 – ვებგვერდი, 13.12.2018წ. საქართველოს 2018 წლის 22 დეკემბრის კანონი №4075 – ვებგვერდი, 28.12.2018წ. საქართველოს 2018 წლის 27 დეკემბრის კანონი №4263 – ვებგვერდი, 29.12.2018წ. საქართველოს 2019 წლის 2 აპრილის კანონი №4402 – ვებგვერდი, 08.04.2019წ. საქართველოს 2019 წლის 8 მაისის კანონი №4602 – ვებგვერდი, 08.05.2019წ. საქართველოს 2019 წლის 3 მაისის კანონი №4546 – ვებგვერდი, 10.05.2019წ. საქართველოს 2019 წლის 28 ივნისის კანონი №4899 – ვებგვერდი, 28.06.2019წ. საქართველოს 2019 წლის 20 სექტემბრის კანონი №4983 – ვებგვერდი, 23.09.2019წ. საქართველოს 2019 წლის 29 ნოემბრის კანონი №5398 – ვებგვერდი, 10.12.2019წ. საქართველოს 2020 წლის 1 ივლისის კანონი №6703 – ვებგვერდი, 07.07.2020წ. საქართველოს 2020 წლის 2 ივლისის კანონი №6731 – ვებგვერდი, 16.07.2020წ. საქართველოს 2021 წლის 30 დეკემბრის კანონი №1318 – ვებგვერდი, 13.01.2022წ. საქართველოს 2022 წლის 24 მაისის კანონი №1573 – ვებგვერდი, 06.06.2022წ. საქართველოს 2022 წლის 8 სექტემბრის კანონი №1753 – ვებგვერდი, 21.09.2022წ. საქართველოს 2022 წლის 20 ოქტომბრის კანონი №1927 – ვებგვერდი, 28.10.2022წ. საქართველოს 2022 წლის 30 ნოემბრის კანონი №2202 – ვებგვერდი, 15.12.2022წ. საქართველოს 2023 წლის 9 თებერვლის კანონი №2569 – ვებგვერდი, 27.02.2023წ. საქართველოს 2023 წლის 16 ნოემბრის კანონი №3699 – ვებგვერდი, 05.12.2023წ. საქართველოს 2023 წლის 13 დეკემბრის კანონი №3894 – ვებგვერდი, 25.12.2023წ. საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4321 – ვებგვერდი, 12.07.2024წ. საქართველოს 2024 წლის 5 სექტემბრის კანონი №4413– ვებგვერდი, 23.09.2024წ. საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონი №4452– ვებგვერდი, 03.10.2024წ. საქართველოს 2025 წლის 6 თებერვლის კანონი №271 - ვებგვერდი, 06.02.2025წ. საქართველოს 2025 წლის 1 აპრილის კანონი №401 - ვებგვერდი, 03.04.2025წ. საქართველოს 2025 წლის 24 ივნისის კანონი №705 – ვებგვერდი, 25.06.2025წ. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №776 – ვებგვერდი, 27.06.2025წ. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №835 – ვებგვერდი, 30.06.2025წ. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №804 – ვებგვერდი, 30.06.2025წ. საქართველოს 2025 წლის 17 დეკემბრის კანონი №1279 - ვებგვერდი, 18.12.2025წ. საქართველოს 2025 წლის 17 დეკემბრის კანონი №1298 - ვებგვერდი, 23.12.2025წ. საქართველოს 2025 წლის 17 დეკემბრის კანონი №1331 - ვებგვერდი, 25.12.2025წ. საქართველოს 2026 წლის 17 მარტის კანონი №1404 – ვებგვერდი, 24.03.2026წ. საქართველოს 2026 წლის 10 ივნისის კანონი №1718 – ვებგვერდი, 12.06.2026წ. საქართველოს 2026 წლის 10 ივნისის კანონი №1701 – ვებგვერდი, 15.06.2026წ.

რედაქციების შედარება

ტექსტობრივი ცვლილება არ არის

ამ მუხლის ისტორია· 11

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 12 ივნ. 2026
  2. 24 მარ. 2026
  3. 2 მარ. 2026· გამოქვეყნდა 23 დეკ. 2025
  4. 1 მარ. 2026· გამოქვეყნდა 25 დეკ. 2025
  5. 1 იან. 2026· გამოქვეყნდა 18 დეკ. 2025
  6. 1 სექ. 2025· გამოქვეყნდა 30 ივნ. 2025
  7. 1 აგვ. 2025· გამოქვეყნდა 30 ივნ. 2025
  8. 1 აგვ. 2025· გამოქვეყნდა 27 ივნ. 2025
  9. 1 ივლ. 2025· გამოქვეყნდა 25 ივნ. 2025
  10. 3 აპრ. 2025
  11. 6 თებ. 2025
წინა მუხლი 3შემდეგი მუხლი 5

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-06-10 · №74

2
ციტირებულია მუხლი
11
ცვლილება
ბოლო 2026-06-12
5
რედაქცია
5
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 124მუხლი 27მუხლი 51მუხლი 55მუხლი 9¹

მიუთითებენ მასზე

მუხლი 3მუხლი 84¹

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი

  • 3კოდექსის მოქმედების სფერო

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო პროცესისა და უფლებამოსილებათა შესახებ

  • 2კანონის მოქმედების სფერო

საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი

  • 1¹კოდექსის მოქმედების სფერო

თავისუფლების ქარტია

  • 8თანამდებობრივი შეზღუდვები

საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ

  • 2კანონის მოქმედების სფერო

სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და სატელეკომუნიკაციო მიზნებისთვის გამოყენებადი ფიზიკური ინფრასტრუქტურის გაზიარების შესახებ

  • 2კანონის მოქმედების სფერო

საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ

  • 14გამონაკლისები ამ თავის მოქმედებიდან

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ

  • 26³ამ თავის მოქმედების გაუვრცელებლობის შემთხვევები

პროფესიული კავშირების შესახებ

  • 4კანონის მოქმედების სფერო

საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ

  • 1კანონის მოქმედების სფერო

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ

  • 2—

პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ

  • 2კანონის მოქმედების სფერო

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
326³21¹8141242751559¹384¹224
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაჯარო სამსახურის შესა…საქართველოს ზოგადი ადმ…აჭარის ავტონომიური რეს…საქართველოს საბიუჯეტო …თავისუფლების ქარტიასაზოგადოებრივი ჯანმრთე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 10 ივნ. 2026