Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს კონსტიტუციამუხლი 64

საქართველოს კონსტიტუცია

მუხლი 64. იუსტიციის უმაღლესი საბჭო

რედაქცია №36 კონსოლიდირებული · 29 ივნ. 2020

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საერთო სასამართლოების დამოუკიდებლობისა და ეფექტიანობის უზრუნველყოფის, მოსამართლეთა დანიშვნისა და გათავისუფლების და სხვა ამოცანების შესრულების მიზნით იქმნება საერთო სასამართლოების სისტემის ორგანო − საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.

2.იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობაში შედიან 4 წლის ვადით განწესებული 14 წევრი და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტს შეადგენენ საერთო სასამართლოების მოსამართლეთა თვითმმართველობის ორგანოს მიერ მოსამართლეთაგან არჩეული წევრები. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობაში, გარდა საერთო სასამართლოების მოსამართლეთა თვითმმართველობის ორგანოს მიერ არჩეული წევრებისა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისა, შედიან საქართველოს პრეზიდენტის მიერ დანიშნული წევრი და პარლამენტის მიერ სრული შემადგენლობის არანაკლებ სამი მეხუთედის უმრავლესობით არჩეული წევრები. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრთაგან ორგანული კანონით დადგენილი წესით 4 წლის ვადით, მაგრამ არაუმეტეს მისი როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადისა, ირჩევს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს 4 წლის ვადით ირჩევს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა თვითმმართველობის ორგანო მის მიერ არჩეულ წევრთაგან.

3.იუსტიციის უმაღლესი საბჭო ანგარიშვალდებულია საერთო სასამართლოების მოსამართლეთა თვითმმართველობის ორგანოს წინაშე. ანგარიშგების წესი განისაზღვრება ორგანული კანონით.

4.იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილება, შექმნისა და საქმიანობის წესი განისაზღვრება ორგანული კანონით. საქართველოს 2017 წლის 13 ოქტომბრის კონსტიტუციური კანონი №1324 - ვებგვერდი, 19.10.2017წ. საქართველოს 2018 წლის 23 მარტის კონსტიტუციური კანონი №2071 - ვებგვერდი, 02.04.2018წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №35 · ძალაშია 2 აპრ. 2018-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 29 მაი. 2012 – 1 ივლ. 2012 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 63შემდეგი მუხლი 65

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 29 ივნ. 2020 · №36

  • 10 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს კონსტიტუცია

  • 61საქართველოს უზენაესი სასამართლო
  • 60საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

საერთო სასამართლოების შესახებ

  • 47საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო
  • 66³სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს ფორმირების წესი და უფლებამოსილება
  • 51საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

  • 197საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევის წესი
  • 181საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის არჩევა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია

  • 4უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე და თავმჯდომარის მოადგილეები
  • 5უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი, კომიტეტები და ფრაქციები

პროკურატურის შესახებ

  • 19საპროკურორო საბჭო

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების თაობაზე

  • 9 (დანართი 1)უმაღლესი საბჭოს არჩევნები

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ

  • 9უმაღლესი საბჭოს

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
9 (და…61604766³511945197181964
მნიშვნელობით ახლოსსაერთო სასამართლოების …საქართველოს კონსტიტუცი…საქართველოს პარლამენტი…აფხაზეთის ავტონომიური …პროკურატურის შესახებაჭარის ავტონომიური რეს…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 29 ივნ. 2020 · რედაქცია №36 · ბოლოს შემოწმდა 26 ოქტ. 2026