Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაერთო სასამართლოების შესახებმუხლი 47

საერთო სასამართლოების შესახებ

მუხლი 47. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

რედაქცია №61 კონსოლიდირებული · 4 მარ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:11¹22¹3456789101111¹121314151616¹16²1718

1.სასამართლოს (მოსამართლის) დამოუკიდებლობის, მართლმსაჯულების ხარისხისა და ეფექტიანობის უზრუნველყოფის, მოსამართლეთა თანამდებობაზე დანიშვნის, მოსამართლეთა თანამდებობიდან გათავისუფლების, მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდების ორგანიზების, სასამართლო რეფორმის გასატარებლად წინადადებების შემუშავებისა და კანონით დადგენილი სხვა ამოცანების შესრულების მიზნით იქმნება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.

1¹.საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ანგარიშვალდებულია საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის წინაშე. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციას წარუდგენს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ყოველწლიურ ანგარიშს, რომელიც საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე ქვეყნდება. ამ პუნქტით გათვალისწინებულ ყოველწლიურ ანგარიშს ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო სრული შემადგენლობის არანაკლებ 2/3-ის უმრავლესობით.

2.საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო შედგება 15 წევრისგან. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 11 წევრს ამ კანონით დადგენილი წესით ირჩევს საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა თვითმმართველობის ორგანო, 2 წევრს ირჩევს საქართველოს პარლამენტი, ხოლო 1 წევრს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე თანამდებობრივად არის საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი.

2¹.საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრთაგან 4 წლის ვადით, მაგრამ არაუმეტეს მისი, როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის, უფლებამოსილების ვადისა, ირჩევს იუსტიციის უმაღლესი საბჭო სრული შემადგენლობის უმრავლესობით. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის კანდიდატურის დასახელების უფლება აქვს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა არანაკლებ 1/5-ს. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეობის კანდიდატებს კენჭი ეყრებათ ერთიანად. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი უფლებამოსილია ხმა მისცეს მხოლოდ ერთ კანდიდატს. თუ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ვერ იქნა არჩეული, მისი არჩევის პროცედურა ხელახლა გაიმართება კენჭისყრიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა.

3.( ამოღებულია - 26.06.2025, №827 ).

4.საქართველოს საერთო სასამართლოებს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში წარმოადგენენ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე და საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის მიერ არჩეული 11 წევრი, მათ შორის, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი. საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის მიერ არჩეული წევრი შეიძლება იყოს მხოლოდ საქართველოს საერთო სასამართლოს მოსამართლე. საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის მიერ არჩეული წევრი არ შეიძლება იყოს თანამდებობაზე 3 წლის ვადით განწესებული მოსამართლე, უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის ან საკვალიფიკაციო პალატის წევრი. საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის მიერ არჩეულ წევრთაგან 7 წევრზე მეტი არ შეიძლება იყოს სასამართლოს თავმჯდომარე, მისი პირველი მოადგილე ან მოადგილე ან სასამართლო კოლეგიის ან პალატის თავმჯდომარე.

5.საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2 წევრს ირჩევს საქართველოს პარლამენტი სრული შემადგენლობის არანაკლებ სამი მეხუთედის უმრავლესობით, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატად საქართველოს პარლამენტის წევრის, მოსამართლის, პროკურორის წარდგენა არ შეიძლება.

6.საქართველოს პარლამენტმა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად შეიძლება აირჩიოს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხით/უმაღლესი განათლების დიპლომით, სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება, მაღალი რეპუტაცია და რომელიც სამართლის დარგის აღიარებული სპეციალისტია. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად არჩევისას საჭიროა წევრობის კანდიდატის წინასწარი თანხმობა.

7.(ამოღებულია - 06.12.2018, №3903) .

8.(ამოღებულია - 06.12.2018, №3903) .

9.(ამოღებულია - 06.12.2018, №3903) .

10.(ამოღებულია - 06.12.2018, №3903) .

11.(ამოღებულია - 06.12.2018, №3903) .

11¹.საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს ნიშნავს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შესაბამისი წევრის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე არაუადრეს 1 თვისა და არაუგვიანეს 1 კვირისა, ხოლო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში − მისი უფლებამოსილების შეწყვეტიდან არაუგვიანეს 1 თვისა. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს ამ მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებით განსაზღვრულ შესაბამის მოთხოვნებს.

12.საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადაა 4 წელი. უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შემდეგ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა არ შეიძლება შეასრულოს თავისი მოვალეობა. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი უნდა აირჩეს თანამდებობაზე მყოფი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შესაბამისი წევრის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე არაუადრეს 30 კალენდარული დღისა, ხოლო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში – მისი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის დღიდან არაუადრეს 10 კალენდარული დღისა.

13.საქართველოს პრეზიდენტის მიერ დანიშნულ/საქართველოს პარლამენტის მიერ არჩეულ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს არ შეიძლება ეკავოს რაიმე სხვა თანამდებობა საჯარო სამსახურში, ეწეოდეს სამეწარმეო საქმიანობას, უშუალოდ ახორციელებდეს სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტის მუდმივმოქმედი ხელმძღვანელი, სამეთვალყურეო, საკონტროლო, სარევიზიო ან საკონსულტაციო ორგანოს წევრის უფლებამოსილებას ან ეწეოდეს სხვა ანაზღაურებად საქმიანობას, გარდა სამეცნიერო, პედაგოგიური და შემოქმედებითი საქმიანობისა. იგი არ შეიძლება იყოს პოლიტიკური გაერთიანების წევრი ან/და მონაწილეობდეს პოლიტიკურ საქმიანობაში.

14.საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრ მოსამართლეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ეფექტიანად განხორციელებისათვის საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ შესაძლებელია დაუწესოს დანამატები, ხოლო საქართველოს პარლამენტის მიერ არჩეულ/საქართველოს პრეზიდენტის მიერ დანიშნულ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს თავისი მოვალეობის შესრულებისათვის ეძლევა ანაზღაურება საქართველოს სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით. ამ პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებები ფინანსდება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთვის გამოყოფილი საბიუჯეტო ასიგნებების ფარგლებში.

15.საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომებს საჭიროებისამებრ, მაგრამ არანაკლებ 3 თვეში ერთხელ, იწვევს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ან მისი დავალებით – საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მიერ თავისი მოვალეობის შესრულების შეუძლებლობისას ან სხვა შემთხვევაში, თუ არსებობს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომის მოწვევის კანონით დადგენილი აუცილებლობა, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომას იწვევს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა შეიძლება მოწვეულ იქნეს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა 1/3-ის მოთხოვნითაც.

16.საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომებს თავმჯდომარეობს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ხოლო ამ მუხლის მე-15 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი.

16¹.საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება შეიძლება იყოს ინდივიდუალური ან ნორმატიული ხასიათის. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ინდივიდუალური სამართლებრივი აქტია საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს განკარგულება, ხოლო ნორმატიული აქტი − საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დადგენილება.

16².საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული განკარგულება უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს განკარგულებაში უნდა მიეთითოს ის საკანონმდებლო ან კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი და მისი შესაბამისი ნორმა, რომლის საფუძველზედაც მიღებულ იქნა ეს განკარგულება.

17.საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებებს ხელს აწერს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი, გარდა ამ მუხლის მე-18 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

18.მოსამართლის თანამდებობაზე დანიშვნის და თანამდებობიდან გათავისუფლების, უფლებამოსილების სხვა მოსამართლისთვის დაკისრების, სასამართლოს, სასამართლო კოლეგიის ან პალატის თავმჯდომარის უფლებამოსილების დაკისრების, აგრეთვე სასამართლოს ლიკვიდაციის და მოსამართლის თანამდებობის შემცირების დროს მოსამართლის უფლებამოსილების დაკისრების ან დაკისრებული უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხებზე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებებს ხელს აწერს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნისას – საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი. საქართველოს 2012 წლის 27 მარტის ორგანული კანონი №5920 – ვებგვერდი, 19.04.2012წ. საქართველოს 2013 წლის 1 მაისის ორგანული კანონი №580 – ვებგვერდი, 20 .05.2013წ. საქართველოს 2013 წლის 1 ნოემბრის ორგანული კანონი №1489 - ვებგვერდი, 13.11.2013წ. საქართველოს 2014 წლის 1 აგვისტოს ორგანული კანონი № 2647 - ვებგვერდი, 18.08.2014წ. საქართველოს 2017 წლის 8 თებერვლის ორგანული კანონი №255 - ვებგვერდი, 13.02.2017წ. საქართველოს 2017 წლის 1 6 ივნისის ორგანული კანონი №1052 - ვებგვერდი, 27.0 6 .2017წ. საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის ორგანული კანონი №3262 – ვებგვერდი, 10,08,2018წ. საქართველოს 2018 წლის 6 დეკემბრის ორგანული კანონი №3903 – ვებგვერდი, 14.12.2018წ. საქართველოს 2019 წლის 13 დეკემბრის ორგანული კანონი №5569 – ვებგვერდი, 25.12.2019წ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის ორგანული კანონი №6858 – ვებგვერდი, 28.07.2020წ . საქართველოს 2021 წლის 30 დეკემბრის ორგანული კანონი №1346 – ვებგვერდი, 13.01.2022წ. საქართველოს 2023 წლის 13 ივნისის ორგანული კანონი №3129 – ვებგვერდი, 27.06.2023წ. საქართველოს 2023 წლის 15 ნოემბრის ორგანული კანონი №3666 – ვებგვერდი, 29.11.2023წ. საქართველოს 2024 წლის 29 მაისის ორგანული კანონი №4218 – ვებგვერდი, 12.06.2024წ. საქართველოს 2025 წლის 2 აპრილის ორგანული კანონი №426 – ვებგვერდი, 03.04.2025წ. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის ორგანული კანონი №827 – ვებგვერდი, 27.06.2025წ. საქართველოს 2025 წლის 17 დეკემბრის ორგანული კანონი №1252 – ვებგვერდი, 18.12.2025წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №59 · ძალაშია 31 დეკ. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 18

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 31 დეკ. 2025· გამოქვეყნდა 18 დეკ. 2025

    მე-4 პუნქტში ზღვარი 6-დან 7-მდე გაიზარდა; მე-16 პუნქტში განკარგულებაში მისათითებელი საფუძველი ახლა აქტსაც და ნორმასაც მოიცავს, ხოლო დაინტერესებული პირის მოსაზრების წარდგენის უფლება ამოღებულია.

  2. 1 სექ. 2025· გამოქვეყნდა 27 ივნ. 2025

    47-ე მუხლის მე-6 პუნქტიდან ამოღებულია 6-თვიან პერიოდში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 4-ზე მეტი წევრის არჩევის აკრძალვა, როგორც მოსამართლე წევრებთან, ისე პარლამენტის მიერ არჩეულ წევრებთან დაკავშირებით.

  3. 3 აპრ. 2025

    11¹ პუნქტში პრეზიდენტის მიერ დანიშვნა კონკურსის, ორგანიზაციების წარდგინებისა და 10-დღიანი ვადების გარეშეა ჩამოყალიბებული, დარჩა დანიშვნის ვადები და კანდიდატის მოთხოვნები; მე-12 პუნქტიდან ამოღებულია პარლამენტის მიერ ასარჩევი წევრის კონკურსის გამოცხადების ვადები.

  4. 11 მარ. 2025

    ნორმატიული ტექსტი არსებითად უცვლელია — განსხვავდება მხოლოდ პუნქტუაცია ან ფორმატირება.

  5. 12 ივნ. 2024

    47 მუხლის 12¹ პუნქტში მოსამართლე წევრთა არჩევის ლიმიტის პერიოდი 3 თვიდან 6 თვემდე გაიზარდა და პარლამენტისთვისაც დაწესდა იგივე ლიმიტი: 6 თვეში არაუმეტეს 4 წევრი.

  6. 1 იან. 2024· გამოქვეყნდა 27 ივნ. 2023

    47-ე მუხლში ახლებურად განისაზღვრა საბჭოს წევრის არჩევის ვადები, დაემატა პარლამენტის მიერ ასარჩევი წევრის კონკურსის გამოცხადების ვადა და 3-თვიან პერიოდში 4-ზე მეტი მოსამართლე წევრის არჩევის აკრძალვა.

  7. 29 ნოე. 2023

    47-ე მუხლის მე-5 პუნქტის პირველი წინადადებიდან ამოღებულია სიტყვები „ფარული კენჭისყრით“; არჩევა კვლავ ხდება კონკურსის საფუძველზე, სრული შემადგენლობის არანაკლებ სამი მეხუთედით.

  8. 13 იან. 2022

    47-ე მუხლიდან ამოღებულია საბჭოს წევრად ზედიზედ ორჯერ არჩევის (დანიშვნის) აკრძალვა; ვადის ამოწურვის შემდეგ მოვალეობის შესრულების აკრძალვა უცვლელია.

  9. 28 ივლ. 2020

    47-ე მუხლის მე-13 პუნქტში სხვა თანამდებობის დაკავების აკრძალვა ახლა ეხება „საჯარო სამსახურს“ („სახელმწიფო სამსახურის“ ნაცვლად), ხოლო ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ცალკე მითითება ამოღებულია.

  10. 1 იან. 2020· გამოქვეყნდა 25 დეკ. 2019
  11. 14 დეკ. 2018

    47-ე მუხლიდან ამოღებულია მე-7–მე-11 პუნქტები, რომლებიც აწესრიგებდა პარლამენტში კანდიდატთა ცალ-ცალკე კენჭისყრას, სამ ტურს და 70-დღიან ვადაში ხელახალ არჩევნებს.

  12. 10 აგვ. 2018

    47-ე მუხლში დაემატა საბჭოს ანგარიშვალდებულება კონფერენციის წინაშე, ახლებურად ჩამოყალიბდა მისი შემადგენლობა, პარლამენტის მიერ წევრთა არჩევა, სხდომის მოწვევა და თავმჯდომარეობა, ხოლო მე-18 პუნქტი განსაზღვრავს ხელმომწერს.

  13. 1 ივლ. 2017· გამოქვეყნდა 13 თებ. 2017
  14. 27 ივნ. 2017

    47-ე მუხლის მე-6 პუნქტში საბჭოს წევრობის კანდიდატისთვის სპეციალობით მუშაობის გამოცდილება 10 წლიდან 5 წლამდე შემცირდა და წინასწარი თანხმობიდან ამოღებულია წერილობითობა.

  15. 1 სექ. 2014· გამოქვეყნდა 18 აგვ. 2014

    47-ე მუხლის პირველ პუნქტში კონფერენციის მიერ არჩეული წევრის შეუთავსებლობა გავრცელდა უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატის წევრობაზეც.

  16. 13 ნოე. 2013

    მე-12–მე-14 პუნქტებში არჩევის გვერდით დაემატა პრეზიდენტის მიერ დანიშვნა: ზედიზედ ორჯერ არჩევის (დანიშვნის) აკრძალვა, ახალი წევრის არჩევის (დანიშვნის) ვადა, შეუთავსებლობის წესი და სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის სარგოს ოდენობის ანაზღაურება ვრცელდება დანიშნულ წევრზეც.

  17. 20 მაი. 2013

    მე-15 პუნქტი ახლა არეგულირებს უმაღლესი საბჭოს სხდომის მოწვევას (არანაკლებ 3 თვეში ერთხელ, წევრთა 1/3-ის მოთხოვნითაც), ხოლო ხელმოწერისა და თავმჯდომარეობის წესები გადატანილია მე-16–მე-18 პუნქტებში.

  18. 19 აპრ. 2012

    47-ე მუხლში გაფართოვდა საბჭოს შექმნის მიზნები, ახალი 6¹ პუნქტით დაწესდა კანდიდატის შეფასების კრიტერიუმები და დაემატა წევრისთვის პოლიტიკური გაერთიანებისა და პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვა; მე-4 პუნქტში მდივნის გამონაკლისი ამოღებულია.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 46შემდეგი მუხლი 48

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 4 მარ. 2026 · №61

  • 18 ცვლილება · ბოლო 18 დეკ. 2025
  • ციტირებულია 2 მუხლი
  • 21 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 65პროკურატურის შესახ… 19

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საერთო სასამართლოების შესახებ

  • 51საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი
  • 49საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილება
  • 66³სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს ფორმირების წესი და უფლებამოსილება

საქართველოს კონსტიტუცია

  • 64იუსტიციის უმაღლესი საბჭო
  • 61საქართველოს უზენაესი სასამართლო
  • 60საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

  • 197საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევის წესი
  • 181საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის არჩევა

პროკურატურის შესახებ

  • 19საპროკურორო საბჭო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია

  • 5უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი, კომიტეტები და ფრაქციები
  • 4უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე და თავმჯდომარის მოადგილეები

ადვოკატთა შესახებ

  • 26საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭო

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
2664616065514966³195419718147
მითითებამნიშვნელობით ახლოსპროკურატურის შესახებსაერთო სასამართლოების …საქართველოს კონსტიტუცი…საქართველოს პარლამენტი…აფხაზეთის ავტონომიური …ადვოკატთა შესახებ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 4 მარ. 2026 · რედაქცია №61 · ბოლოს შემოწმდა 29 ოქტ. 2026