Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაპროკურატურის შესახებმუხლი 19

პროკურატურის შესახებ

მუხლი 19. საპროკურორო საბჭო

რედაქცია №16 კონსოლიდირებული · 10 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456789101112131415161718192021222324

1.პროკურატურის დამოუკიდებლობის, გამჭვირვალობისა და ეფექტიანობის უზრუნველსაყოფად იქმნება დამოუკიდებელი კოლეგიური ორგანო – საპროკურორო საბჭო.

2.საპროკურორო საბჭო შედგება 15 წევრისაგან: ა) 8 წევრი, რომელთაც ირჩევს საქართველოს პროკურორთა კონფერენცია ამ კანონის მე-20 მუხლით დადგენილი წესით და რომელთა მინიმუმ ერთი მეოთხედი მაინც განსხვავებულ სქესს უნდა წარმოადგენდეს; ბ) 2 წევრი, რომელთაც ირჩევს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო თავისი რეგლამენტით დადგენილი წესით, საქართველოს საერთო სასამართლოების იმ მოსამართლეთაგან, რომელთაც აქვთ მოსამართლედ მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება; გ) 2 წევრი საქართველოს პარლამენტიდან, რომელთაგან ერთი უნდა იყოს საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, ხოლო ერთი − საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი და რომელთაც ირჩევს საქართველოს პარლამენტი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით; დ) 1 წევრი, რომელსაც ირჩევს საქართველოს პარლამენტი, საქართველოს იუსტიციის მინისტრის წარდგინების საფუძველზე, სრული შემადგენლობის უმრავლესობით, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი თ დადგენილი წესით. საპროკურორო საბჭოს წევრობის კანდიდატად შეირჩევა პირი, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხით და იურიდიული სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება; ე) 2 წევრი, რომელთაც ირჩევს საქართველოს პარლამენტი სრული შემადგენლობის უმრავლესობით, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი თ დადგენილი წესით. საპროკურორო საბჭოს წევრობის კანდიდატები შეირჩევიან საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატების შერჩევისათვის „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 47-ე მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტები თ განსაზღვრული პირობებით და დადგენილი წესით.

3.საპროკურორო საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადაა 4 წელი და აღნიშნული ვადის ამოწურვისთანავე უწყდება საპროკურორო საბჭოს წევრის უფლებამოსილება.

4.ერთი და იგივე პირი საპროკურორო საბჭოს წევრად არ შეიძლება არჩეულ იქნეს ზედიზედ ორჯერ.

5.საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარეს თავის წევრთაგან, 2 წლის ვადით, ფარული კენჭისყრით ირჩევს საპროკურორო საბჭო სხდომაზე დამსწრე წევრთა ხმათა უმრავლესობით. კანდიდატების მიერ ხმების თანაბარი რაოდენობის მიღების შემთხვევაში კენჭისყრა გრძელდება უფრო მეტი ხმის მქონე კანდიდატის გამოვლენამდე.

6.საპროკურორო საბჭოს წევრები მოქმედებენ პირადი პასუხისმგებლობით და ანგარიშვალდებული არ არიან მათი ამრჩევი ორგანოს წინაშე. აკრძალულია მათზე ზეგავლენის მოხდენა.

7.თუ საპროკურორო საბჭოს პროკურორმა/პროკურატურის გამომძიებელმა წევრმა დაიკავა ამ კანონის მე-20 მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული რომელიმე თანამდებობა, მას ვადამდე შეუწყდება საპროკურორო საბჭოს წევრის უფლებამოსილება, ხოლო თუ საპროკურორო საბჭოს წევრობის ვადის გასვლამდე შეუწყდა სამსახურებრივი უფლებამოსილება და არ არსებობს ამ მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრული რომელიმე საფუძველი, საბჭოს წევრი სტატუსს ინარჩუნებს ვადის გასვლამდე და მოქმედებს პირადი პასუხისმგებლობით.

8.თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საპროკურორო საბჭოს წევრს ვადის გასვლამდე შეუწყდა სამსახურებრივი უფლებამოსილება და არ არსებობს ამ მუხლის მე-9 პუნქტის „ა“−„ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული რომელიმე საფუძველი, იგი საპროკურორო საბჭოს წევრის სტატუსს ინარჩუნებს ვადის გასვლამდე და მოქმედებს პირადი პასუხისმგებლობით.

9.ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევის გარდა, საპროკურორო საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლებია: ა) პირადი განცხადება; ბ) სასამართლოს მიერ მხარდაჭერის მიმღებად ცნობა, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, შეზღუდულქმედუნარიანად ან უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება ან გარდაცვლილად გამოცხადება; გ) კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი; დ) სახელმწიფო მოსამსახურის თანამდებობის დაკავება; ე) საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვა; ე 1 ) საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტა; ვ) გარდაცვალება.

10.საპროკურორო საბჭოს ახალი წევრი უნდა აირჩეს ჩასანაცვლებელი წევრის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე არაუადრეს 30 კალენდარული დღისა და ამ ვადის ამოწურვიდან არაუგვიანეს 7 კალენდარული დღისა, ხოლო მისი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში – უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტიდან არაუგვიანეს 2 თვისა. თუ საქართველოს პარლამენტის მიერ საბჭოს ახალი წევრის არჩევისას ეს ვადები მთლიანად ან ნაწილობრივ დაემთხვა საქართველოს პარლამენტის სესიებს შორის პერიოდს, მისი არჩევის პროცესი დაიწყება ან გაგრძელდება მორიგი სესიის დაწყებისთანავე ან მორიგი სესიის დაწყებამდე, რიგგარეშე სესიაზე.

11.ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საპროკურორო საბჭოს წევრი შეიძლება იყოს პროკურორი/პროკურატურის გამომძიებელი, რომელსაც აქვს იურისტად მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება, მათ შორის, პროკურორად ან პროკურატურის გამომძიებლად მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება.

12.საპროკურორო საბჭოს წევრის საქმიანობა არ არის ანაზღაურებადი.

13.საპროკურორო საბჭოს უფლებამოსილებებია: ა) კომპეტენციის ფარგლებში გენერალური პროკურორის კანდიდატურის დამტკიცება; ბ) გენერალური პროკურორის პირველი მოადგილისა და მოადგილეების მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების განხორციელება; გ) საპროკურორო საბჭოს იმ წევრის მიმართ დისციპლინური სახდელის გამოყენების, სახდელის ვადამდე მოხსნის საკითხის გადაწყვეტა, რომელიც ამ კანონით დადგენილი წესით აირჩია საქართველოს პროკურორთა კონფერენციამ; დ) 6 თვეში ერთხელ, ხოლო საპროკურორო საბჭოს წევრთა უმრავლესობის გადაწყვეტილებით – დაუყოვნებლივ, პროკურატურის საქმიანობის შესახებ გენერალური პროკურორის, მისი პირველი მოადგილის ან მოადგილის ანგარიშის მოსმენა, რომელიც ეხება სისხლის სამართლის პოლიტიკის განხორციელების შედეგებს, ქვეყანაში ზოგადი კრიმინოგენური ვითარების შეფასებას, მათ შორის, გავრცელებული დანაშაულების სტატისტიკურ მაჩვენებლებს, მათი კატეგორიებისა და ტენდენციების მითითებით, სამართალწარმოების პროცესში ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას, პროკურატურის საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებებს, პროკურორთა პროფესიული გადამზადებისა და განვითარების პროგრამებს და არ შეიცავს კონკრეტული სისხლის სამართლის საქმის გამოძიებასთან, სასამართლოში მის განხილვასთან ან/და საქმის ცალკეულ გარემოებებთან დაკავშირებულ საკითხებს; ე) ამ პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საკითხებზე რეკომენდაციების შემუშავება და გენერალური პროკურორისათვის წარდგენა; ვ) სისხლის სამართლის პოლიტიკიდან გამომდინარე, მისი სახელმძღვანელო პრინციპების განსაზღვრის, პროკურატურის საქმიანობის ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბებისა და განვითარებისათვის ხელის შემწყობი რეკომენდაციების შემუშავება და გენერალური პროკურორისათვის წარდგენა; ზ) საპროკურორო საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხზე გადაწყვეტილების მიღება.

14.საპროკურორო საბჭო არ ერევა პროკურატურის თანამშრომელთა საპროკურორო და საგამოძიებო უფლებამოსილებათა განხორციელებაში.

15.საპროკურორო საბჭო იკრიბება 6 თვეში ერთხელ, ან საპროკურორო საბჭოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთი მესამედის მოთხოვნით, რომელიც დაუყოვნებლივ უნდა შესრულდეს. საპროკურორო საბჭო უფლებამოსილია, თუ სხდომას ესწრება წევრთა სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი.

16.თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, საპროკურორო საბჭოს გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს სხდომაზე დამსწრე წევრთა უმრავლესობა.

17.გენერალური პროკურორის პირველი მოადგილის ან მოადგილის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შემთხვევაში საპროკურორო საბჭო იღებს მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ გადაწყვეტილებას.

18.საპროკურორო საბჭოს მიერ დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე, მოადგილე, პროკურორთა კონფერენციის მიერ არჩეული წევრები უფლებამოსილი არიან საპროკურორო საბჭოს წინაშე წარდგნენ ახსნა-განმარტებით და წარადგინონ თავისი პოზიციის დამადასტურებელი ინფორმაცია.

19.დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ გადაწყვეტილებას საპროკურორო საბჭო იღებს ფარული კენჭისყრით, წევრთა სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედით.

20.საპროკურორო საბჭო გადაწყვეტილებას გამოსცემს განკარგულების სახით.

21.გენერალური პროკურორი უფლებამოსილია სათათბირო ხმის უფლებით დაესწროს საპროკურორო საბჭოს სხდომას.

22.საპროკურორო საბჭოს აქვს თავისი ვებგვერდი.

23.საპროკურორო საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს გენერალური პროკურატურა.

24.საპროკურორო საბჭოს საქმიანობის წესი განისაზღვრება დებულებით, რომელსაც საპროკურორო საბჭოს წევრთა ხმათა უმრავლესობით ამტკიცებს საპროკურორო საბჭო. საქართველოს 2020 წლის 1 ივლისის ორგანული კანონი №6704 – ვებგვერდი, 07.07.2020წ. საქართველოს 2025 წლის 13 მაისის ორგანული კანონი №546 – ვებგვერდი, 14.05.2025წ.

რედაქციების შედარება

1. პროკურატურის დამოუკიდებლობის, გამჭვირვალობისა და ეფექტიანობის უზრუნველსაყოფად იქმნება დამოუკიდებელი კოლეგიური ორგანო – საპროკურორო საბჭო. 2. საპროკურორო საბჭო შედგება 15 წევრისაგან: ა) 8 წევრი, რომელთაც ირჩევს საქართველოს პროკურორთა კონფერენცია ამ კანონის მე-20 მუხლით დადგენილი წესით და რომელთა მინიმუმ ერთი მეოთხედი მაინც განსხვავებულ სქესს უნდა წარმოადგენდეს; ბ) 2 წევრი, რომელთაც ირჩევს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო თავისი რეგლამენტით დადგენილი წესით, საქართველოს საერთო სასამართლოების იმ მოსამართლეთაგან, რომელთაც აქვთ მოსამართლედ მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება; გ) 2 წევრი საქართველოს პარლამენტიდან, რომელთაგან ერთი უნდა იყოს საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, ხოლო ერთი − საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი და რომელთაც ირჩევს საქართველოს პარლამენტი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით; დ) 1 წევრი, რომელსაც ირჩევს საქართველოს პარლამენტი, საქართველოს იუსტიციის მინისტრის წარდგინების საფუძველზე, სრული შემადგენლობის უმრავლესობით, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი თ დადგენილი წესით. საპროკურორო საბჭოს წევრობის კანდიდატად შეირჩევა პირი, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხით და იურიდიული სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება; ე) 2 წევრი, რომელთაც ირჩევს საქართველოს პარლამენტი სრული შემადგენლობის უმრავლესობით, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი თ დადგენილი წესით. საპროკურორო საბჭოს წევრობის კანდიდატები შეირჩევიან საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატების შერჩევისათვის „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 47-ე მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტები თ განსაზღვრული პირობებით და დადგენილი წესით. 3. საპროკურორო საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადაა 4 წელი და აღნიშნული ვადის ამოწურვისთანავე უწყდება საპროკურორო საბჭოს წევრის უფლებამოსილება. 4. ერთი და იგივე პირი საპროკურორო საბჭოს წევრად არ შეიძლება არჩეულ იქნეს ზედიზედ ორჯერ. 5. საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარეს თავის წევრთაგან, 2 წლის ვადით, ფარული კენჭისყრით ირჩევს საპროკურორო საბჭო სხდომაზე დამსწრე წევრთა ხმათა უმრავლესობით. კანდიდატების მიერ ხმების თანაბარი რაოდენობის მიღების შემთხვევაში კენჭისყრა გრძელდება უფრო მეტი ხმის მქონე კანდიდატის გამოვლენამდე. 6. საპროკურორო საბჭოს წევრები მოქმედებენ პირადი პასუხისმგებლობით და ანგარიშვალდებული არ არიან მათი ამრჩევი ორგანოს წინაშე. აკრძალულია მათზე ზეგავლენის მოხდენა. 7. თუ საპროკურორო საბჭოს პროკურორმა/პროკურატურის გამომძიებელმა წევრმა დაიკავა ამ კანონის მე-20 მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული რომელიმე თანამდებობა, მას ვადამდე შეუწყდება საპროკურორო საბჭოს წევრის უფლებამოსილება, ხოლო თუ საპროკურორო საბჭოს წევრობის ვადის გასვლამდე შეუწყდა სამსახურებრივი უფლებამოსილება და არ არსებობს ამ მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრული რომელიმე საფუძველი, საბჭოს წევრი სტატუსს ინარჩუნებს ვადის გასვლამდე და მოქმედებს პირადი პასუხისმგებლობით. 8. თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ საპროკურორო საბჭოს წევრებს ვადის გასვლამდე შეუწყდათ სამსახურებრივი უფლებამოსილება და არ არსებობს ამ მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრული რომელიმე საფუძველი, ისინი საპროკურორო საბჭოს წევრის სტატუსს ინარჩუნებენ ვადის გასვლამდე და მოქმედებენ პირადი პასუხისმგებლობით. [ 8. თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საპროკურორო საბჭოს წევრს ვადის გასვლამდე შეუწყდა სამსახურებრივი უფლებამოსილება და არ არსებობს ამ მუხლის მე-9 პუნქტის „ა“−„ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული რომელიმე საფუძველი, იგი საპროკურორო საბჭოს წევრის სტატუსს ინარჩუნებს ვადის გასვლამდე და მოქმედებს პირადი პასუხისმგებლობით. (ამოქმედდეს 2025 წლის 1 ივლისიდან)] 9. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევის გარდა, საპროკურორო საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლებია: ა) პირადი განცხადება; ბ) სასამართლოს მიერ მხარდაჭერის მიმღებად ცნობა, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, შეზღუდულქმედუნარიანად ან უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება ან გარდაცვლილად გამოცხადება; გ) კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი; დ) სახელმწიფო მოსამსახურის თანამდებობის დაკავება; ე) საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვა; [ ე 1 ) საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტა; (ამოქმედდეს 2025 წლის 1 ივლისიდან)] ვ) გარდაცვალება. 10. საპროკურორო საბჭოს ახალი წევრი უნდა აირჩეს ჩასანაცვლებელი წევრის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე არაუადრეს 30 კალენდარული დღისა და ამ ვადის ამოწურვიდან არაუგვიანეს 7 კალენდარული დღისა, ხოლო მისი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში – უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტიდან არაუგვიანეს 2 თვისა. თუ საქართველოს პარლამენტის მიერ საბჭოს ახალი წევრის არჩევისას ეს ვადები მთლიანად ან ნაწილობრივ დაემთხვა საქართველოს პარლამენტის სესიებს შორის პერიოდს, მისი არჩევის პროცესი დაიწყება ან გაგრძელდება მორიგი სესიის დაწყებისთანავე ან მორიგი სესიის დაწყებამდე, რიგგარეშე სესიაზე. 11. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საპროკურორო საბჭოს წევრი შეიძლება იყოს პროკურორი/პროკურატურის გამომძიებელი, რომელსაც აქვს იურისტად მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება, მათ შორის, პროკურორად ან პროკურატურის გამომძიებლად მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება. 12. საპროკურორო საბჭოს წევრის საქმიანობა არ არის ანაზღაურებადი. 13. საპროკურორო საბჭოს უფლებამოსილებებია: ა) კომპეტენციის ფარგლებში გენერალური პროკურორის კანდიდატურის დამტკიცება; ბ) გენერალური პროკურორის პირველი მოადგილისა და მოადგილეების მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების განხორციელება; გ) საპროკურორო საბჭოს იმ წევრის მიმართ დისციპლინური სახდელის გამოყენების, სახდელის ვადამდე მოხსნის საკითხის გადაწყვეტა, რომელიც ამ კანონით დადგენილი წესით აირჩია საქართველოს პროკურორთა კონფერენციამ; დ) 6 თვეში ერთხელ, ხოლო საპროკურორო საბჭოს წევრთა უმრავლესობის გადაწყვეტილებით – დაუყოვნებლივ, პროკურატურის საქმიანობის შესახებ გენერალური პროკურორის, მისი პირველი მოადგილის ან მოადგილის ანგარიშის მოსმენა, რომელიც ეხება სისხლის სამართლის პოლიტიკის განხორციელების შედეგებს, ქვეყანაში ზოგადი კრიმინოგენური ვითარების შეფასებას, მათ შორის, გავრცელებული დანაშაულების სტატისტიკურ მაჩვენებლებს, მათი კატეგორიებისა და ტენდენციების მითითებით, სამართალწარმოების პროცესში ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას, პროკურატურის საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებებს, პროკურორთა პროფესიული გადამზადებისა და განვითარების პროგრამებს და არ შეიცავს კონკრეტული სისხლის სამართლის საქმის გამოძიებასთან, სასამართლოში მის განხილვასთან ან/და საქმის ცალკეულ გარემოებებთან დაკავშირებულ საკითხებს; ე) ამ პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საკითხებზე რეკომენდაციების შემუშავება და გენერალური პროკურორისათვის წარდგენა; ვ) სისხლის სამართლის პოლიტიკიდან გამომდინარე, მისი სახელმძღვანელო პრინციპების განსაზღვრის, პროკურატურის საქმიანობის ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბებისა და განვითარებისათვის ხელის შემწყობი რეკომენდაციების შემუშავება და გენერალური პროკურორისათვის წარდგენა; ზ) საპროკურორო საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხზე გადაწყვეტილების მიღება. 14. საპროკურორო საბჭო არ ერევა პროკურატურის თანამშრომელთა საპროკურორო და საგამოძიებო უფლებამოსილებათა განხორციელებაში. 15. საპროკურორო საბჭო იკრიბება 6 თვეში ერთხელ, ან საპროკურორო საბჭოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთი მესამედის მოთხოვნით, რომელიც დაუყოვნებლივ უნდა შესრულდეს. საპროკურორო საბჭო უფლებამოსილია, თუ სხდომას ესწრება წევრთა სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი. 16. თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, საპროკურორო საბჭოს გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს სხდომაზე დამსწრე წევრთა უმრავლესობა. 17. გენერალური პროკურორის პირველი მოადგილის ან მოადგილის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შემთხვევაში საპროკურორო საბჭო იღებს მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ გადაწყვეტილებას. 18. საპროკურორო საბჭოს მიერ დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე, მოადგილე, პროკურორთა კონფერენციის მიერ არჩეული წევრები უფლებამოსილი არიან საპროკურორო საბჭოს წინაშე წარდგნენ ახსნა-განმარტებით და წარადგინონ თავისი პოზიციის დამადასტურებელი ინფორმაცია. 19. დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ გადაწყვეტილებას საპროკურორო საბჭო იღებს ფარული კენჭისყრით, წევრთა სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედით. 20. საპროკურორო საბჭო გადაწყვეტილებას გამოსცემს განკარგულების სახით. 21. გენერალური პროკურორი უფლებამოსილია სათათბირო ხმის უფლებით დაესწროს საპროკურორო საბჭოს სხდომას. 22. საპროკურორო საბჭოს აქვს თავისი ვებგვერდი. 23. საპროკურორო საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს გენერალური პროკურატურა. 24. საპროკურორო საბჭოს საქმიანობის წესი განისაზღვრება დებულებით, რომელსაც საპროკურორო საბჭოს წევრთა ხმათა უმრავლესობით ამტკიცებს საპროკურორო საბჭო. საქართველოს 2020 წლის 1 ივლისის ორგანული კანონი №6704 – ვებგვერდი, 07.07.2020წ. საქართველოს 2025 წლის 13 მაისის ორგანული კანონი №546 – ვებგვერდი, 14.05.2025წ.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 1 ივლ. 2025· გამოქვეყნდა 14 მაი. 2025
  2. 7 ივლ. 2020
წინა მუხლი 18შემდეგი მუხლი 20

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-06-10 · №16

1
ციტირებულია მუხლი
2
ცვლილება
ბოლო 2025-05-14
3
რედაქცია
3
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

საერთო სასამართლოე… 47მუხლი 20მუხლი 47

მიუთითებენ მასზე

მუხლი 21

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

პროკურატურის შესახებ

  • 20პროკურორთა კონფერენცია
  • 16გენერალური პროკურორის თანამდებობაზე გამწესების კრიტერიუმები და წესი

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

  • 195საპროკურორო საბჭოს წევრების არჩევის წესი
  • 197საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევის წესი
  • 186საქართველოს გენერალური პროკურორის არჩევა

საქართველოს კონსტიტუცია

  • 65პროკურატურა
  • 64იუსტიციის უმაღლესი საბჭო
  • 61საქართველოს უზენაესი სასამართლო

საერთო სასამართლოების შესახებ

  • 47საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო
  • 23სააპელაციო სასამართლოს შემადგენლობა
  • 66³სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს ფორმირების წესი და უფლებამოსილება

საქართველოს საარჩევნო კოდექსი

  • 14ცესკოს შემადგენლობა , ცესკოს არჩევითი წევრებისა და ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობებზე განწესება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
656461472366³204721161951971861419
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაერთო სასამართლოების …პროკურატურის შესახებსაქართველოს პარლამენტი…საქართველოს კონსტიტუცი…საქართველოს საარჩევნო …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 10 ივნ. 2026