Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს პარლამენტის რეგლამენტიმუხლი 181

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

მუხლი 181. საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის არჩევა

რედაქცია №9 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456789

1.პარლამენტი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით, სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეს.

2.ამ მუხლით გათვალისწინებულ თანამდებობის პირთა არჩევის საკითხის განმხილველი კომიტეტია პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი. საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის საქართველოს კონსტიტუციის ან/და სხვა კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის ხელშეწყობის მიზნით პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი ქმნის ამ რეგლამენტის 48-ე მუხლით გათვალისწინებულ სამუშაო ჯგუფს.

3.პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი პარლამენტის ბიუროს მიერ მისთვის საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის ასარჩევად წარდგენის შესახებ წარდგინების გადაცემიდან 3 დღის ვადაში ქმნის ამ რეგლამენტის 48-ე მუხლით გათვალისწინებულ სამუშაო ჯგუფს.

4.პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი პარლამენტის ბიუროს მიერ მისთვის საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის ასარჩევად წარდგენის შესახებ წარდგინების გადაცემიდან 1 კვირის ვადაში უზრუნველყოფს ამ წარდგინებისა და თანდართული მასალების კომიტეტის ყველა წევრისთვის გაგზავნას. აღნიშნული წარდგინება და თანდართული მასალები ეგზავნება აგრეთვე სხვა პარლამენტის წევრს მისი მოთხოვნის შემთხვევაში.

5.საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების კომიტეტის ყველა წევრისთვის გაგზავნიდან არაუადრეს 1 კვირისა საჯარო სხდომაზე უსმენს თითოეულ კანდიდატს. კანდიდატების მოსმენა და კითხვა-პასუხი იმართება სათითაოდ.

6.საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის საჯარო სხდომაზე მოსმენის პროცედურას კომიტეტთან შეთანხმებით განსაზღვრავს კომიტეტის თავმჯდომარე.

7.პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის თითოეულ კანდიდატს ცალკე ეყრება კენჭი.

8.საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად ერთი და იმავე კანდიდატურის წარდგენა ერთი მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების ვადის ფარგლებში შეიძლება მხოლოდ ორჯერ.

9.თუ საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ასარჩევად დასახელებულმა კანდიდატმა ვერ მიიღო არჩევისთვის საჭირო, საქართველოს კონსტიტუციითა და ამ რეგლამენტით გათვალისწინებული რაოდენობის ხმები, პარლამენტს წარედგინება ახალი კანდიდატურა.

წინა მუხლი 180შემდეგი მუხლი 182

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-06-25 · №9

1
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
1
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 48

მიუთითებენ მასზე

მუხლი 193

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

  • 193ამ რეგლამენტის 181-ე−189-ე მუხლებით გათვალისწინებულ თანამდებობის პირთა არჩევის პროცედურა
  • 197საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევის წესი
  • 182საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის არჩევა

საერთო სასამართლოების შესახებ

  • 21უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე
  • 34²უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატების შესახებ ინფორმაციის მოძიება
  • 34¹უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატების შერჩევის წესი

საქართველოს კონსტიტუცია

  • 61საქართველოს უზენაესი სასამართლო
  • 40საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და თავმჯდომარის მოადგილეები
  • 60საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ

  • 7³—

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

  • 18უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის არჩევის წესი
  • 31კომიტეტის თავმჯდომარის არჩევის წესი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
6140607³2134²34¹183119348197182181
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს პარლამენტი…საერთო სასამართლოების …საქართველოს კონსტიტუცი…საქართველოს საკონსტიტუ…აჭარის ავტონომიური რეს…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026