მუხლი 24^2. ვეტერანის უფლებათა დამადასტურებელ მოწმობასთან დაკავშირებული გარდამავალი დებულება
საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის ოქტომბრის მორიგი არჩევნების შედეგად არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებამდე ამ კანონის შესაბამისად გაცემული ვეტერანის უფლებათა დამადასტურებელი მოწმობა იურიდიულ ძალას ინარჩუნებს საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის ოქტომბრის მორიგი არჩევნების შედეგად არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების შემდეგაც.
