Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაგზაო მოძრაობის შესახებმუხლი 62

საგზაო მოძრაობის შესახებ

მუხლი 62. გარდამავალი დებულებანი

რედაქცია №36 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456789

1.2006 წლის 1 აპრილიდან ამ კანონის ამოქმედებამდე საქართველოში გაცემულ მართვის მოწმობებს პირისათვის მინიჭებული (მიუხედავად მინიჭების თარიღისა) „A“, „B“, „BE“, „T“, „S“, „A1“ და „B1“ კატეგორიების (ქვეკატეგორიების) სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლებისათვის იურიდიული ძალა შეუნარჩუნდეთ 2028 წლის 1 სექტემბრამდე (გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა).

2.2006 წლის 1 აპრილიდან ამ კანონის ამოქმედებამდე საქართველოში გაცემულ მართვის მოწმობებს პირისათვის მინიჭებული (მიუხედავად მინიჭების თარიღისა) „C“, „CE“, „D“, „DE“, „C1“, „C1E“, „D1“ და „D1E“ კატეგორიების (ქვეკატეგორიების) სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლებისათვის იურიდიული ძალა შეუნარჩუნდეთ 2019 წლის 1 მარტამდე (გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა).

3.2006 წლის 1 აპრილამდე საქართველოში გაცემულ მართვის მოწმობებს იურიდიული ძალა შეუნარჩუნდეთ 2018 წლის 1 აპრილამდე (გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა).

4.ამ კანონის ამოქმედებამდე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გარემოების გამო შეზღუდული ვადით გაცემულ მართვის მოწმობებს იურიდიული ძალა შეუნარჩუნდეთ ამ მოწმობებისათვის განსაზღვრული მოქმედების ვადით.

5.(ამოღებულია - 23.12.2017, №1913) .

6.(ამოღებულია - 23.12.2017, №1913) .

7.საქართველოში გაცემულ მოქმედ მართვის მოწმობას 2017 წლის 1 ივლისს ენიჭება ამ კანონით გათვალისწინებული 100 ქულა, რომლებიც ძალაშია 2018 წლის 1 იანვრამდე.

8.2017 წლის 1 ივლისამდე შეჩერებული ან ჩამორთმეული მართვის უფლების 2017 წლის 1 ივლისის შემდეგ აღდგენის შემთხვევაში მართვის მოწმობას ენიჭება ამ კანონით გათვალისწინებული 100 ქულა.

9.უცხო ქვეყნის მიერ გაცემულ, საქართველოში იურიდიული ძალის მქონე მართვის მოწმობას 2017 წლის 1 ივლისს ენიჭება ამ კანონით გათვალისწინებული 100 ქულა, რომლებიც ძალაშია 2018 წლის 1 იანვრამდე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც უცხო ქვეყანაში გაცემულ მართვის მოწმობას შეუჩერდა იურიდიული ძალა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძვლით. აღნიშნულ მართვის მოწმობას 2018 წლის 1 იანვრიდან ამ კანონით გათვალისწინებული 100 ქულა მიენიჭება ამავე კანონით დადგენილი საერთო წესით. საქართველოს 2014 წლის 20 თებერვლის კანონი №2038- ვებგვერდი, 26.02.2014წ. საქართველოს 2015 წლის 19 თებერვლის კანონი №3093 - ვებგვერდი, 24.02.2015წ. საქართველოს 2017 წლის 21 აპრილის კანონი №711 - ვებგვერდი, 10.05.2017წ. საქართველოს 2017 წლის 23 დეკემბრის კანონი №1913 – ვებგვერდი, 28.12.2017წ. საქართველოს 2018 წლის 28 ივნისის კანონი №2713 - ვებგვერდი, 29.06.2018წ,

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №15 · ძალაშია 1 სექ. 2019-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 11 ივლ. 2018 – 13 ივლ. 2018 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 61შემდეგი მუხლი 63

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 25 ივნ. 2026 · №36

  • ციტირებულია 1 მუხლი
  • 11 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 64

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საგზაო მოძრაობის შესახებ

  • 58სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მინიჭებასთან დაკავშირებული ზოგიერთი სამართლებრივი და ორგანიზაციული რეგულაცია
  • 55სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდა და მართვის უფლების მინიჭებისათვის აუცილებელი მოთხოვნები
  • 59სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერების, ჩამორთმევისა და შეწყვეტის (გაუქმების) საფუძვლები

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 313გარდამავალი დებულება
  • 300სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერების შესახებ დადგენილების აღსრულების წესი

საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ

  • 17¹18 წლის ასაკს მიუღწეველი პირისათვის მართვის უფლების მინიჭების ზოგიერთი პირობა
  • 18სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მინიჭებასთან დაკავშირებული ზოგიერთი სამართლებრივი და ორგანიზაციული რეგულაცია
  • 16¹სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღები გამოცდა და მართვის უფლების მინიჭებისათვის აუცილებელი მოთხოვნები

მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ

  • 69გარდამავალი დებულებები

კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ

  • 26გარდამავალი დებულებანი

საქართველოს ტერიტორიაზე მოძრავი უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ

  • 18გარდამავალი დებულებები

სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ

  • 9გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
17¹1816¹26313300696458555991862
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაგზაო მოძრაობის შესახ…საქართველოს ადმინისტრა…საგზაო მოძრაობის უსაფრ…მეზღვაურთა განათლებისა…კერძო დაცვითი საქმიანო…საქართველოს ტერიტორიაზ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026 · რედაქცია №36 · ბოლოს შემოწმდა 24 ოქტ. 2026