Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებმუხლი 7

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ

მუხლი 7. სააგენტოს მომსახურების ვადები

რედაქცია №42 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

სააგენტოს მომსახურებისათვის დადგენილია შემდეგი ვადები: ა) სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის ან ტრამვაის მართვის მოწმობის გაცემა (მათ შორის, შეცვლა ან დაკარგულის აღდგენა) – 7 სამუშაო დღე; ა 1 ) (ამოღებულია - 24.12.2013, №1831) ; ბ) საერთაშორისო მართვის მოწმობის გაცემა – 7 სამუშაო დღე; ბ 1 ) მართვის მოწმობის გაცემის შესახებ ცნობის გაცემა – 5 სამუშაო დღე; ბ 2 ) გირავნობის მოწმობის გაცემა – 5 სამუშაო დღე; ბ 3 ) ერთ ერთეულ სატრანსპორტო საშუალებაზე ან მის ერთ ერთეულ ნომრიან აგრეგატზე ან ერთ ერთეულ სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკურ საშუალებაზე საკუთრების უფლების გადაცემის გარიგებაზე მხარეების ან მათი წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირების ხელმოწერების ნამდვილობის დადასტურება – 2 სამუშაო დღე; გ) სატრანსპორტო საშუალების, მისი ნომრიანი აგრეგატის ან სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების თითოეული ერთეულის რეგისტრაცია ან აღრიცხვიდან მოხსნა – 1 სამუშაო დღე (გარდა ამ მუხლის შენიშვნის პირველი პუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა); გ 1 ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული გარემოების არსებობისას ერთი ერთეული სატრანსპორტო საშუალების ნებადართული მაქსიმალური მასის (დასაშვები წონის) ან/და დაუტვირთავი მასის განსაზღვრა – 2 სამუშაო დღე; დ) (ამოღებულია - 24.12.2013, №1831) ; დ 1 ) ერთი ერთეული იარაღის რეგისტრაცია, რომელზედაც ნებართვა არ გაიცემა, ასეთი იარაღის ხელახალი რეგისტრაცია ან ასეთი იარაღის ჩამოწერა დადგენილი ნიმუშის იარაღის რეგისტრაციის, იარაღის ხელახალი რეგისტრაციის ან იარაღის ჩამოწერის დამადასტურებელი მოწმობის გაცემით − 10 სამუშაო დღე; ე) იარაღის შეძენის (შენახვის ან/და ტარების) ნებართვის გაცემა და რეგისტრაცია, იარაღის ხელახალი რეგისტრაცია ან იარაღის ჩამოწერა დადგენილი ნიმუშის იარაღის რეგისტრაციის, იარაღის ხელახალი რეგისტრაციის ან იარაღის ჩამოწერის დამადასტურებელი მოწმობის გაცემით – 1 სამუშაო დღე; ე 1 ) იარაღის დროებითი მოწმობის გაცემა – ერთი სამუშაო დღე; ე 2 ) იარაღის ერთი ერთეული დამატებითი ძირითადი ელემენტის რეგისტრაცია, ხელახალი რეგისტრაცია ან ჩამოწერა შესაბამისი დოკუმენტის გაცემით – 1 სამუშაო დღე; ე 3 ) (ამოღებულია - 24.12.2013, №1831) ; ვ) იარაღის საკომისიო წესით ჩაბარების ცნობის გაცემა – 7 სამუშაო დღე; ზ) სატრანსპორტო საშუალებაზე ან სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკურ საშუალებაზე გირავნობის უფლების რეგისტრაცია, მასში ცვლილების რეგისტრაცია ან გირავნობის რეგისტრაციის გაუქმება – 5 სამუშაო დღე, ხოლო საგადასახადო გირავნობის რეგისტრაცია, მასში ცვლილების რეგისტრაცია ან საგადასახადო გირავნობის რეგისტრაციის გაუქმება – უფლებამოსილი პირისაგან შესაბამისი შეტყობინების მიღებიდან 1 სამუშაო დღე; თ) ინფორმაციის შეტყობინების ვალდებულება – ერთი სამუშაო დღე; ი) სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემა – 5 სამუშაო დღე; კ) ნასამართლობის შესახებ ცნობის გაცემა – 3 სამუშაო დღე; კ 1 ) ამ კანონის მე-6 მუხლის „ო 1 “−„ო 4 “ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ცნობის გაცემა – 3 სამუშაო დღე; კ 2 ) პირის მსჯავრდების შესახებ ცნობის გაცემა – 3 სამუშაო დღე; კ 3 ) უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობის გაცემა – 3 სამუშაო დღე; [ კ 4 ) საქართველოში კანონიერი საფუძვლით ყოფნის შესახებ ცნობის გაცემა – 10 სამუშაო დღე; (ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან)] ლ) სატრანსპორტო საშუალების საექსპერტო შემოწმება – 45 წუთი; მ) იარაღის ბალისტიკური შემოწმება – 10 სამუშაო დღე; მ 1 ) იარაღის სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემა – 5 სამუშაო დღე; ნ) ამ კანონით განსაზღვრული ნებართვების გაცემის საერთო ვადა – 8 სამუშაო დღე; ო) სააგენტოს მიერ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის შედეგად მოპოვებული, დამუშავებული და შენახული, ერთი ერთეული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ან/და მისი მესაკუთრის მაიდენტიფიცირებელი მონაცემების შესახებ ინფორმაციის ელექტრონული სახით მიწოდება ავტორიზებული მომხმარებელი კომერციული ბანკებისთვის, მიკრობანკებისთვის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის, სადაზღვევო ორგანიზაციებისა და საფინანსო ინსტიტუტებისთვის – 1 სამუშაო დღე; პ) სააგენტოს მიერ დამზადებული/გაცემული დოკუმენტის აპოსტილით დამოწმება ან ლეგალიზაცია – განაცხადის შეტანიდან 5 სამუშაო დღე; ჟ) საჯარო უფლებამოსილების განმახორციელებელი პირისაგან ან სხვა უფლებამოსილი პირისაგან მიღებული შეტყობინების საფუძველზე ნივთზე ან არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებრივი შეზღუდვის (გარდა ამ მუხლის შენიშვნის მე-2 პუნქტით განსაზღვრული გარემოებებისა) რეგისტრაცია, რეგისტრაციაში ცვლილება ან რეგისტრაციის გაუქმება – ამ შეტყობინების მიღებიდან არაუგვიანეს 2 სამუშაო დღე; რ) ლიზინგის რეგისტრაცია, მასში ცვლილების რეგისტრაცია ან ლიზინგის რეგისტრაციის გაუქმება − 5 სამუშაო დღე; ს) ლიზინგის მოწმობის გაცემა − 5 სამუშაო დღე; ტ) დახურული ან/და ნახევრად დახურული ტირის, სასროლეთის ან/და სასროლო-სანადირო სტენდის გახსნის ნებართვის გაცემა − 60 სამუშაო დღე. შენიშვნა:

1.ინფორმაციის შეტყობინების ვალდებულების არსებობისას სააგენტოს მიერ დაგირავებული სატრანსპორტო საშუალების, მისი ნომრიანი აგრეგატის ან დაგირავებული სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების რეგისტრაცია ან აღრიცხვიდან მოხსნა განხორციელდება განცხადების მიღებიდან მე-8 სამუშაო დღეს (აღნიშნული ვადის შემცირება დასაშვებია სააგენტოსთვის მომსახურების გაწევის თაობაზე მოგირავნის წერილობითი თანხმობის წარდგენის შემთხვევაში).

2.საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სააგენტოს მიერ უფლების გადაცემის ბარათის საფუძველზე სატრანსპორტო საშუალებაზე ან სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკურ საშუალებაზე საკუთრების უფლების გადაცემის თაობაზე შეტყობინების მიღების შემდეგ უფლებრივი შეზღუდვის ან სამართლებრივი დატვირთვის რეგისტრაციის/აღრიცხვის ვადები და პირობები განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით. [ 3. საქართველოში კანონიერი საფუძვლით ყოფნის შესახებ ცნობის გაცემისთვის დაჩქარებული მომსახურების საფასური 100 ლარს არ უნდა აღემატებოდეს. ამასთანავე, საქართველოში კანონიერი საფუძვლით ყოფნის შესახებ ცნობის გაცემისთვის დაჩქარებული მომსახურების საფასურის განაკვეთები და მომსახურების ვადები განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით. (ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან)] საქართველოს 2007 წლის 14 დეკემბრის კანონი №5610- სსმ I, №47, 26.12.2007 წ., მუხ.410 საქართველოს 2008 წლის 27 ივნისის კანონი №76 - სსმ I, №12, 14.07.2008 წ., მუხ.98 საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №810 - სსმ I, №40, 29.12.2008 წ., მუხ.270 საქართველოს 2009 წლის 17 ივლისის კანონი №1543 - სსმ I, №21, 03.08.2009 წ., მუხ.126 საქართველოს 2010 წლის 2 ივლისის კანონი №3286 - სსმ I, №38, 16.07.2010 წ., მუხ.229 საქართველოს 2011 წლის 8 ნოემბრის კანონი №5201 - ვებგვერდი, 14.11.2011წ. საქართველოს 2012 წლის 24 აპრილის კანონი №6058 – ვებგვერდი, 07.05.2012წ. საქართველოს 2013 წლის 24 დეკემბრის კანონი №1831 - ვებგვერდი, 03.01.2014წ. საქართველოს 2015 წლის 12 ივნისის კანონი №3703 - ვებგვერდი, 30.06.2015წ. საქართველოს 2017 წლის 30 ივნისის კანონი №1196 - ვებგვერდი, 14.07.2017წ. საქართველოს 2020 წლის 17 მარტის კანონი №5766 – ვებგვერდი, 23.03.2020წ. საქართველოს 2021 წლის 16 ნოემბრის კანონი №1012 – ვებგვერდი, 22.11.2021წ. საქართველოს 2022 წლის 21 ივნისის კანონი №1658 – ვებგვერდი, 30.06.2022წ. საქართველოს 2023 წლის 22 თებერვლის კანონი №2618 - ვებგვერდი, 10.03.2023წ. საქართველოს 2023 წლის 31 მაისის კანონი №3104 – ვებგვერდი, 13.06.2023წ. საქართველოს 2026 წლის 25 ივნისის კანონი №1810 - ვებგვერდი, 29.06.2026წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №42 · ძალაშია 1 სექ. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 15

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 1 სექ. 2026· გამოქვეყნდა 29 ივნ. 2026
  2. 1 აგვ. 2023· გამოქვეყნდა 13 ივნ. 2023

    მე-7 მუხლში „ბ³“ ქვეპუნქტი მოიცავს მხარეთა წარმომადგენლებს, დაემატა „დ¹“ (იარაღის რეგისტრაცია, 10 დღე) და „ტ“ (ტირის ან სტენდის გახსნის ნებართვა, 60 დღე) ქვეპუნქტები, ამოღებულია პირველი „ო“ ქვეპუნქტი.

  3. 1 ივლ. 2023· გამოქვეყნდა 10 მარ. 2023
  4. 1 მარ. 2023· გამოქვეყნდა 30 ივნ. 2022

    მე-7 მუხლის „კ“–„კ³“ ქვეპუნქტებში ნასამართლობის, მსჯავრდებისა და უფლების ჩამორთმევის ცნობებისა და „კ¹“-ით განსაზღვრული ცნობის გაცემის ვადა 5-დან 3 სამუშაო დღემდე შემცირდა. გარდა ამისა, „კ¹“ ქვეპუნქტის მითითება მე-6 მუხლის „ო¹“−„ო³“ ქვეპუნქტებიდან „ო¹“−„ო⁴“-მდე გაფართოვდა.

  5. 7 ნოე. 2022· გამოქვეყნდა 22 ნოე. 2021

    7 მუხლის „ჟ“ ქვეპუნქტში ყადაღისა და სხვა უფლებრივი შეზღუდვის „აღრიცხვა“ ჩანაცვლდა რეგისტრაციით, რეგისტრაციაში ცვლილებითა და რეგისტრაციის გაუქმებით, ხოლო „რ“ ქვეპუნქტში ლიზინგის რეგისტრაციის ვადას დაემატა რეგისტრაციაში ცვლილებაც.

  6. 1 მაი. 2020· გამოქვეყნდა 23 მარ. 2020

    მე-7 მუხლს დაემატა კ³ ქვეპუნქტი, რომლითაც ამ ცნობის გაცემის ვადა 5 სამუშაო დღეა.

  7. 1 ნოე. 2017· გამოქვეყნდა 14 ივლ. 2017

    მე-7 მუხლს დაემატა ორი ახალი ვადა: ლიზინგის რეგისტრაციისა ან რეგისტრაციის გაუქმებისთვის („რ“) და ლიზინგის მოწმობის გაცემისთვის („ს“) — 5 სამუშაო დღე.

  8. 1 ნოე. 2015· გამოქვეყნდა 30 ივნ. 2015

    მე-7 მუხლს დაემატა „კ2“ ქვეპუნქტი, რომელიც პირის მსჯავრდების შესახებ ცნობის გაცემის ვადად ადგენს 5 სამუშაო დღეს.

  9. 1 მარ. 2014· გამოქვეყნდა 3 იან. 2014

    შენიშვნის პირველ პუნქტში დაგირავებული სატრანსპორტო საშუალებისა და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების რეგისტრაციის ან აღრიცხვიდან მოხსნის ვადა მე-8 სამუშაო დღეა, მოგირავნის თანხმობით შემცირებადი. მე-2 პუნქტში ტერმინოლოგია შეიცვალა და გავრცელდა სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკურ საშუალებებზე.

  10. 7 მაი. 2012

    მე-7 მუხლის „ე²“ ქვეპუნქტი გაფართოვდა და „ე³“ დაემატა: პნევმატური იარაღის რეგისტრაციისა და ჩამოწერის ვადა 8 სამუშაო დღეა.

  11. 30 ივლ. 2010· გამოქვეყნდა 16 ივლ. 2010

    „ბ³“ ქვეპუნქტი ახლა ეხება ნებისმიერ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებას და ნომრიან აგრეგატს; ნებართვების საერთო ვადაა 8 სამუშაო დღე, დაემატა „ო“–„ჟ“ ქვეპუნქტები, ხოლო შენიშვნას — მე-2 პუნქტი მინისტრის ბრძანებით ვადებისა და პირობების განსაზღვრის შესახებ.

  12. 17 აგვ. 2009· გამოქვეყნდა 3 აგვ. 2009

    მე-7 მუხლს დაემატა სამი ახალი ვადა („ბ 1 “–„ბ 3 “): ცნობის გაცემა 5, გირავნობის მოწმობის გაცემა 5 და ხელმოწერების ნამდვილობის დადასტურება 2 სამუშაო დღე.

  13. 12 იან. 2009· გამოქვეყნდა 29 დეკ. 2008

    მე-7 მუხლის „ე“ ქვეპუნქტში იარაღის ნებართვის გაცემის, რეგისტრაციის, ხელახალი რეგისტრაციისა და ჩამოწერის ვადა 8 სამუშაო დღეა, ხოლო ახალი „ე¹“ ქვეპუნქტით დროებითი მოწმობა ერთ სამუშაო დღეში გაიცემა.

  14. 14 ივლ. 2008

    მე-7 მუხლის „ე“ ქვეპუნქტში „სასპორტო“ შეიცვალა „სპორტული“-ით; 14 სამუშაო დღის ვადა უცვლელია.

  15. 9 იან. 2008· გამოქვეყნდა 26 დეკ. 2007

    მე-7 მუხლში დაემატა ორი ახალი ვადა: დაკარგული მართვის მოწმობის აღდგენა 10 სამუშაო დღე („ა 1“) და იარაღის სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემა 5 სამუშაო დღე („მ 1“).

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 6შემდეგი მუხლი 8

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 25 ივნ. 2026 · №42

  • 15 ცვლილება · ბოლო 29 ივნ. 2026
  • ციტირებულია 1 მუხლი
  • 19 რედაქცია
  • 7 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

იარაღის შესახებ 3იარაღის შესახებ 35²იარაღის შესახებ 6მუხლი 3მუხლი 6საქართველოს საგადა… 7საქართველოს საგადა… 7

მიუთითებენ მასზე

მუხლი 8

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ

  • 11¹დაინტერესებული პირის მიერ მომსახურების გაწევის თაობაზე სააგენტოსათვის „იუსტიციის სახლის“ მეშვეობით მიმართვა
  • 6მომსახურების საფასურის განაკვეთები
  • 4²სატრანსპორტო საშუალების, მისი ნომრიანი აგრეგატებისა და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების რეგისტრაცია და აღრიცხვიდან მოხსნა ტექნიკური გაუმართაობით გამოწვეული შეფერხებისას

საგზაო მოძრაობის შესახებ

  • 58სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მინიჭებასთან დაკავშირებული ზოგიერთი სამართლებრივი და ორგანიზაციული რეგულაცია

მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ

  • 11³სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დადგენილი ვადები

საქართველოს სარკინიგზო კოდექსი

  • 63⁶სააგენტოს უფლებამოსილებები

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საარქივო ფონდში დაცული დოკუმენტების გაცნობისათვის ან/და გაცემისათვის დადგენილი მომსახურების სახეობებისა და ვადების შესახებ

  • 5მომსახურების სახეობები და ვადები

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

  • 258¹გირავნობის მოწმობა
  • 580⁸ლიზინგის მოწმობა

საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ

  • 5²ნებართვების გამცემი ორგანოები

ელექტრონული კომერციის შესახებ

  • 18სააგენტოს მიერ საქმის შესწავლის ვადა და პროცედურა

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ

  • 11⁶სააგენტოში სამსახურის ვადა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
63⁶335²663811¹4²11³258¹775587
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაჯარო სამართლის იურიდ…იარაღის შესახებსაქართველოს საგადასახა…საქართველოს საგადასახა…საგზაო მოძრაობის შესახ…მკაცრი აღრიცხვის ფორმე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026 · რედაქცია №42 · ბოლოს შემოწმდა 29 ოქტ. 2026