მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ

მუხლი 9. მკაცრი აღრიცხვის ფორმების დამზადების შეკვეთების გაფორმება და წარმოება

რედაქცია №17 კონსოლიდირებული · 30 ნოე. 2023

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.სამართალსუბიექტები პოლიგრაფიულ საწარმოებს ამ კანონის მოთხოვნათა დაცვით წარუდგენენ სააგენტოსთან შეთანხმებულ მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნიმუშებს.

2.მკაცრი აღრიცხვის ფორმების დამზადების შეკვეთა ექვემდებარება აუცილებელ აღრიცხვას პოლიგრაფიული საწარმოს შეკვეთების წიგნში – „მკაცრი აღრიცხვის ფორმები“, რომელიც უნდა იყოს დანომრილი, ზონარგაყრილი და საწარმოს ბეჭდით დამოწმებული.

3.შეკვეთის წიგნს უნდა ჰქონდეს შემდეგი რეკვიზიტები: ა) შეკვეთის რიგითი ნომერი; ბ) დამკვეთის სახელწოდება; გ) ფორმების დასახელება; დ) შეკვეთის შემოსვლის თარიღი; ე) შეკვეთის ტირაჟი; ვ) საკონტროლო ეგზემპლარების დაგზავნის თარიღი; ზ) დამკვეთისთვის ფორმების გადაცემის თარიღი; თ) ფაქტობრივად გაცემული ფორმების რაოდენობა; ი) ტექნიკური ნარჩენების განადგურების აქტის ნომერი; კ) არასწორი ჩანაწერების ანულირება; ლ) შენიშვნა.

4.შეკვეთების წიგნის გრაფები ივსება რეგულარულად, შეკვეთის მიმდინარეობის მიხედვით. საქართველოს 2009 წლის 15 დეკემბრის კანონი №2350-სსმI, №47, 28.12.2009., მუხ.360

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №2 · ძალაშია 1 იან. 2010-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 19 ნოე. 2009 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 28 დეკ. 2009

    მე-9 მუხლის პირველ პუნქტში პოლიგრაფიულ საწარმოებს წარდგენილი ფორმების ნიმუშების შემთანხმებელი ახლა სააგენტოა და არა ფინანსთა სამინისტრო.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
6879139³ (დ…36 (დ…60 (დ…28 (დ…94 (დ…558 (და…9
მნიშვნელობით ახლოსმკაცრი აღრიცხვის ფორმე…საქართველოს მოქალაქეთა…გადასახადების ადმინისტ…მიმდინარე კონტროლის პრ…საქართველოს საგადასახა…საქართველოს გარემოს და…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №17 · ბოლოს შემოწმდა