მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე

მუხლი 9³ (დანართი 1). საგადასახადო მონიტორინგის შედეგების გაფორმება

რედაქცია №149 კონსოლიდირებული · 18 ნოე. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.საგადასახადო მონიტორინგის განმახორციელებელი პირი საგადასახადო მონიტორინგის განხორციელებისას ყოველდღიურად წერილობითი ან ელექტრონული ფორმით აწარმოებს აღრიცხვის ჟურნალს ( ჟურნალებს ) , რომელიც სხვა მონაცემებთან ერთად უნდა მოიცავდეს შემდეგ აუცილებელ რეკვიზიტებს: ა) გადასახადის გადამხდელის დასახელებას/სახელს და გვარს, საიდენტიფიკაციო/პირად ნომერს, იურიდიულ ან/და ფაქტობრივ მისამართს; ბ) საგადასახადო მონიტორინგის პროგრამით გათვალისწინებული ობიექტის შესაბამისად თითოეული სამეურნეო ოპერაციის შინაარსს, შესრულების თარიღს, დაწყებისა და დასრულების პერიოდს, დაკვირვების მონაწილე პირთა სახელს, გვარს და თანამდებობას; გ) სარეკომენდაციო მითითებებისა და შენიშვნებისათვის გამოყოფილ ნაწილს.

2.აღრიცხვის ჟურნალ შ ი ასევე აღინიშნება საგადასახადო მონიტორინგის განხორციელებისას გამოვლენილი არსებითი მნიშვნელო ბის მქონე სხვა ფაქტები და გარემოებები , აგრეთვე, აღრიცხვის ჟურნალ ზე დართული მასალების ჩამონათვალი .

3.აღრიცხვის ჟურნალის წერილობითი ფორმით წარმოებისას , მისი გვერდები უნდა იყოს დანომრილი და ხელმოწერილი, ხოლო ელექტრონული ფორმით წარმოებისას ყოველდღიურად ხორციელდება მონაცემების ამობეჭდვა, ხელმოწერა და შენახვა ქრონოლოგიური თანმიმდევრობით.

4.ყოველი სამუშაო დღის/ცვლის დასრულების შემდეგ , აგრეთვე, საგადასახადო მონიტორინგის საბოლოოდ დასრულებისას აღრიცხვის ჟურნალ ს ხელს აწერს საგადასახადო მონიტორინგის განმახორციელებელი პირი , მოწვეული სპეციალისტი/ექსპერტი (მათი მოწვევის შემთხვევაში), აგრეთვე გადასახადის გადამხდელი/ მისი წარმომადგენ ე ლი – გადასახადის გადამხდელის მოთხოვნისას ან პროგრამით გათვალისწინებულ შემთხვევ ა ში/საკითხზე . საგადასახადო მონიტორინგის საბოლოოდ დასრულებისას გადასახადის გადამხდელი ს / მისი წარმომადგენლი ს ხელმოწერა სავალდებულოა. ამასთან, თუ გადასახადის გადამხდელი/უფლებამოსილი წარმომადგენლი უარს აცხადებს ხელმოწერაზე აღნიშნულის შესახებ ჩანაწერი კეთდება აღრიცხვის ჟურნალში.

5.საგადასახადო მონიტორინგის დასრულების შემდეგ აღრიცხვის ჟურნალი და მა ს ზე დართული მასალები გადაეცემა საგადასახადო მონიტორინგის განმახორციელებელ საგადასახადო ორგანოს . საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 9 იანვრის ბრძანება №12 - ვებგვერდი, 11.01.2012წ. დანართი №1 შემოსავლების სამსახური ოქმი № ქრონომეტრაჟის შედეგების შესახებ 1 20 წ . ( შედგენის თარიღი ) 2 ( საგადასახადო ორგანოს დასახელება ) 3 20 წ . № ბრძანების საფუძველზე ( რიცხვი ) ( თვე ) 4 მიერ ( საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირების თანამდებობა , სახელი და გვარი ) 5 ( გადასახადის გადამხდელის დასახელება / სახელი , გვარი , საიდენტიფიკაციო / პირადი ნომერი , იურიდიული მისამართი ) 6 ( ქრონომეტრაჟის ჩატარების ადგილი _ ობიექტის დასახელება , ფაქტი ობრივი მისამართი ) 7 20 წ . - დან ( რიცხვი ) ( თვე ) ( საათი , წუთი ) 8 20 წ . - მდე ( რიცხვი ) ( თვე ) ( საათი , წუთი ) განხორციელდა მიმდინარე კონტროლის პროცედურა _ ქრონომეტრაჟი 9 მონაწილეობით ( ქრონომეტრაჟის განხორციელებაში მონაწილე გადასახადის გადამხდელის ან / და მისი წარმომადგენლის , მოწვეული სპეციალისტის / ექსპერტის სახელი და გვარი ) 10 ( ქრონომეტრაჟის შედეგი , ყოველდღიური ან შემაჯამებელი ) ქრონომეტრაჟის განმახორციელებელი ( ოქმის შემდგენი ) საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირები : ( სახელი , გვარი ) ( ხელმოწერა ) ( სახელი , გვარი ) ( ხელმოწერა ) გადასახადის გადამხდელი ან / და მისი თანამშრომელი : ( სახელი , გვარი ) ( ხელმოწერა ) მოწვეული სპეციალისტი / ექსპერტი : ( სახელი , გვარი ) ( ხელმოწერა ) შენიშვნა : თავი IV საკონტროლო შესყიდვა

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
257¹1362689² (დ…9¹ (დ…6 (და…5 (და…60 (დ…21 (დ…12 (დ…8 (და…1129³ (დანართი 1)
მნიშვნელობით ახლოსმიმდინარე კონტროლის პრ…გადასახადების ადმინისტ…საქართველოს საგადასახა…საყოველთაო ჯანდაცვაზე …საქართველოს გარემოს და…საქართველოს საბაჟო კოდ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №149 · ბოლოს შემოწმდა