Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაგადასახადების ადმინისტრირების შესახებმუხლი 60 (დანართი 1)

გადასახადების ადმინისტრირების შესახებ

მუხლი 60 (დანართი 1). საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების ფორმების გაცემა

რედაქცია №400 კონსოლიდირებული · 8 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456789101112131415

1.საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის (მათ შორის, სსაფ-ისა და ნსაფ-ის) ფორმების (შემდგომში – ფორმები) წარმოების ორგანიზებას და ამ ფორმებით საგადასახადო ორგანოების მომარაგებას ახორციელებს შემოსავლების სამსახური „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ” საქართველოს კანონის და ამ მუხლის შესაბამისად.

2.შესაბამის საგადასახადო ორგანოზე ფორმები შემოსავლების სამსახურის მიერ გაიცემა შესაბამისი საგადასახადო ორგანოს მოთხოვნის და ნდობით აღჭურვილ პირზე გაცემული მინდობილობის საფუძველზე. გაცემული ფორმების სერიისა და ნომრის, გაცემის თარიღის, მიღებაზე ნდობით აღჭურვილი პირის პირადობის მოწმობის მონაცემები ფიქსირდება მკაცრი აღრიცხვის ფორმების გაცემის ჟურნალის ელექტრონულ ვერსიაში. დაარქივების მიზნით, აღნიშნული ჟურნალი ამოიბეჭდება ყოველი წლის ბოლოს.

3.შესაბამისი საგადასახადო ორგანოდან მათ დაქვემდებარებაში მყოფ სტრუქტურულ ქვედანაყოფებზე ფორმები გაიცემა მიღება-ჩაბარების აქტით.

4.დღგ-ის გადამხდელებზე ფორმების გაცემისას საგადასახადო ორგანოს მიერ მკაცრი აღრიცხვის ფორმების გაცემის ჟურნალის ელექტრონულ ვერსიაში ფიქსირდება გაცემული ფორმების სერიისა და ნომრის, გაცემის თარიღის, მათ მიღებაზე გადამხდელის ან მისი ნდობით აღჭურვილი პირის მინდობილობისა და პირადობის მოწმობის მონაცემები. აღნიშნული ჟურნალი, ქაღალდის ფორმით, ყოველი წლის ბოლოს ექვემდებარება დაარქივებას.

5.მატერიალური სახის საფ-ის ფორმის გაცემა ფასიანია. მომსახურების საფასური განსაზღვრულია საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებით.

6.დაუშვებელია საგადასახადო ორგანოს მიერ დღგ-ის გადამხდელზე გაცემული ფორმების სხვა პირისათვის გადაცემა.

7.ნსაფ-ების მისაღებად (გარდა იმპორტის/ექსპორტის შემთხვევისა) გადასახადის გადამხდელი ვალდებულია, შესაბამის საგადასახადო ორგანოს მიმართოს განაცხადით №III-12 დანართის შესაბამისად და წარადგინოს №III-08 დანართში აღნიშნული ნავთობპროდუქტების მოპოვების, გადამუშავების ან/და შეძენის (მიღების) დამადასტურებელი დოკუმენტები: ა) მოპოვების შემთხვევაში – აღნიშნული საქმიანობის განხორციელების შესახებ ლიცენზიის ქსეროასლი; ბ) გადამუშავების შემთხვევაში: ბ.ა) ლიცენზიის/ნებართვის ქსეროასლი აღნიშნული საქმიანობის განხორციელების შესახებ; ბ.ბ) შესაბამისობის სერტიფიკატი იმ საქონელზე, რომელზედაც სავალდებულოა შესაბამისობის სერტიფიკატის აღება; ბ.გ) ნედლეულის შეძენის ნსაფ-ი, ხოლო იმ ნედლეულზე, რომელზედაც სავალდებულო არ არის ნსაფ-ის გამოწერა – საბაჟო დეკლარაცია ან პირველადი საგადასახადო დოკუმენტები; ბ.დ) ძირითადი საექსპორტო მილსადენის პროექტის მონაწილეებსა და საქართველოს მთავრობას შორის 2000 წლის 18 ოქტომბერს გაფორმებული ხელშეკრულების (ხელშეკრულება ტერიტორიის მფლობელი ქვეყნის მთავრობასთან) და 2002 წლის 1 აგვისტოს ამ ხელშეკრულებაში ნოვაციისა და ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს მთავრობასთან დადებული ხელშეკრულების შესაბამისად ძირითადი საექსპორტო მილსადენის პროექტის მონაწილე – „ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის კომპანიის“ ფილიალის „ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის კომპანია (საქართველო)“-ს მხრიდან მომართვის შემთხვევაში – ინფორმაცია ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენიდან განვლილ პერიოდში ამოღებული და გადამუშავებული ნედლი ნავთობის რაოდენობის შესახებ; გ) იმპორტის შემთხვევაში – იმპორტის დამადასტურებელი დოკუმენტები, მათ შორის, იმპორტირებული საქონლის შიდა გადაზიდვის ნსაფ-ი, მისი არსებობის შემთხვევაში; დ) შეძენის შემთხვევაში – ნსაფ-ი; ე) საგადასახადო ორგანოს მიერ მოვალის ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის შემთხვევაში – სერტიფიკატი გაყიდვისა და ქონების ფლობის (განკარგვის) შესახებ; ვ) სასამართლოს გადაწყვეტილებით საქონლის პირის (მათ შორის, სახელმწიფოს) საკუთრებაში მიქცევის შემთხვევაში – სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილება; ზ) „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ საქონლის განკარგვისას (რეალიზაცია, პრივატიზება), – განმკარგავი ორგანოს მიერ გაცემული გასხვისების დამადასტურებელი დოკუმენტები.

8.იმ შემთხვევაში, როცა ადგილი აქვს თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) პროცედურაში მოქცეული (მოსაქცევი) საქონლის საბაჟო პროცედურის განხორციელების ადგილიდან დასაწყობების ადგილამდე, ან ექსპორტის პროცედურაში მოქცეული (მოსაქცევი) საქონლის დასაწყობების ადგილიდან საბაჟო პროცედურის განხორციელების ადგილამდე ტრანსპორტირებას, იმპორტის/ექსპორტის განმახორციელებელი პირი ვალდებულია ნსაფ-ის მისაღებად მიმართოს საგადასახადო ორგანოს განაცხადით №III-13 დანართის შესაბამისად.

9.საგადასახადო ორგანო ვალდებულია განაცხადის წარმოდგენიდან (საგადასახადო ორგანოში რეგისტრაციიდან) 72 საათის განმავლობაში (დასვენების დღეების ჩაუთვლელად), ხოლო იმპორტის შემთხვევაში – დაუყოვნებლივ, გასცეს ნსაფ-ები ან უარი განაცხადოს მათ გაცემაზე.

10.ნსაფ-ების გაცემაზე უარის შემთხვევაში, საგადასახადო ორგანო ვალდებულია აცნობოს გადასახადის გადამხდელს უარის საფუძველი, რაც შეიძლება იყოს: ა) განაცხადში არასრულყოფილი ან საეჭვო მონაცემების წარმოდგენა; ბ) გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო ორგანოში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ანგარიშგებების წარუდგენლობა ან არასრულყოფილად წარდგენა.

11.გადასახადის გადამხდელზე „აშ“ სერიის ნსაფ-ის გაცემისას, რომელიც  გამოყენებული უნდა იქნეს თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) პროცედურაში მოქცეული (მოსაქცევი) საქონლის საბაჟო პროცედურის განხორციელების ადგილიდან დასაწყობების ადგილამდე, ან ექსპორტის პროცედურაში მოქცეული (მოსაქცევი) საქონლის დასაწყობების ადგილიდან საბაჟო პროცედურის განხორციელების ადგილამდე ტრანსპორტირებისათვის, საგადასახადო ან/და საბაჟო ორგანოში გადასახადის გადამხდელის მიერ ივსება ნსაფ-ის მე-5 (5.1 და 5.2), ცხრილის პირველი და მე-2, მე-14, მე-15, მე-16, მე-17 სტრიქონები, ხოლო მე-4 (4.1 და 4.2), მე-11, მე-12 სტრიქონებზე მიეთითება „ –“, დანარჩენი სტრიქონები კი ივსება დამოუკიდებლად. ნსაფ-ის შევსების ანალოგიური წესი გამოიყენება ექსპორტის შემთხვევაშიც იმ განსხვავებით, რომ საგადასახადო ორგანოში გადასახადის გადამხდელის მიერ ივსება ნსაფ-ის მე-4 (4.1 და 4.2), ცხრილის პირველი და მე-2 სტრიქონები, ხოლო მე-5 (5.1 და 5.2) სტრიქონზე მიეთითება „–“.

12.ამ მუხლის მე-11 პუნქტი გამოიყენება მხოლოდ ნედლი ნავთობის, ნავთობის მსუბუქი და მძიმე დისტილატების საბაჟო პროცედურის განხორციელების შემთხვევაში.

13.შემოსავლების სამსახურის უფროსის მიერ შესაძლებელია გამოიცეს ბრძანება კომპიუტერული ნსაფ-ის გამოყენების შესახებ იმ გადასახადის გადამხდელთან მიმართებაში, რომელსაც საკუთრებაში (სარგებლობაში) აქვს ნავთობპროდუქტებით საბითუმო და საცალო ვაჭრობის ქსელის ობიექტები, ბოლო 6 თვის განმავლობაში თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) პროცედურაში დეკლარირებული აქვს ნსაფ-ების გამოყენებას დაქვემდებარებული 10 მლნ ლარზე მეტი ღირებულების საქონელი და უზრუნველყოფს საგადასახადო ორგანოების მიერ აღნიშნული საქონლის შესახებ მონაცემების შეუფერხებელ (უწყვეტ რეჟიმში) გამოყენების შესაძლებლობას.

14.საფ-ის და ნსაფ-ის დაკარგული, გაუქმებული და დეფექტური ფორმების შესახებ მონაცემების კომპიუტერულ ბაზაში ასახვის მიზნით, აღნიშნული მონაცემები საგადასახადო ორგანოების მიერ ელექტრონულად წარედგინება შემოსავლების სამსახურს.

15.სხვადასხვა ფორმის საფ-ის გაუქმებული და დეფექტური ბლანკების ექსპერტიზა-უტილიზაციის მიზნით ასეთი ბლანკები საგადასახადო ორგანოს მიერ წარედგინება სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 1 მარტის ბრძანება №115 – ვებგვერდი, 02.03.2011წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 9 აგვისტოს ბრძანება №432 – ვებგვერდი, 10.08.2011 წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 26 სექტემბრის ბრძანება №506 – ვებგვერდი, 29.09.2011წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 29 აგვისტოს ბრძანება №367 – ვებგვერდი, 03.09.2012წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 17 ოქტომბრის ბრძანება №346 - ვებგვერდი, 18.10.2013წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 22 ოქტომბრის ბრძანება №339 – ვებგვერდი, 23.10.2015წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 8 ოქტომბრის ბრძანება №306 - ვებგვერდი, 09.10.2019წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 27 აგვისტოს ბრძანება №209 - ვებგვერდი, 31.08.2020წ. დანართი №III-12 ინფორმაცია გადამუშავებული პროდუქციის შესახებ (ივსება მხოლოდ ნავთობის გადამუშავების შემთხვევაში): დანართი №III-13 საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 22 ოქტომბრის ბრძანება № 339 – ვებგვერდი, 23.10.2015წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 8 ოქტომბრის ბრძანება №306 - ვებგვერდი, 09.10.2019წ. ------------------------------------------------- (საგადასახადო ორგანოს დასახელება) ------------------------------------------------- (გადასახადის გადამხდელის დასახელება) საიდენტიფიკაციო ნომერი გ ა ნ ა ც ხ ა დ ი საიმპორტო (საექსპორტო) ნავთობპროდუქტების შიდა გადაზიდვის ნსაფ-ების მიღებაზე გთხოვთ, ჩვენს სახელზე გასცეთ აშ სერიის: _ _ ცალი ნსაფ-ი თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) პროცედურაში მოქცეული (მოსაქცევი) საქონლის საბაჟო პროცედურის განხორციელების ადგილიდან დასაწყობების ადგილამდე ტრანსპორტირებისთვის – – ცალი ნსაფ-ი ექსპორტის პროცედურაში მოქცეული (მოსაქცევი) საქონლის დასაწყობების ადგილიდან საბაჟო პროცედურის განხორციელების ადგილამდე ტრანსპორტირებისთვის გადაწყვეტილების მიღებისათვის წარმოგიდგენთ შემდეგ ინფორმაციას: (თითო უჯრა ივსება გასაცემი თითოეული ნსაფ-ის შესაბამისად): N საქონლის დასახელება და კოდი საქონლის რაოდენობა კგ-ში საბაჟო პროცედურის განხორციელების საბაჟო ორგანოს დასახელება ტრანსპორტირების დაწყების ადგილის მისამართი ტრანსპორტირე-ბის დამთავრების ადგილის მისამართი დასაწყობების ადგილის რეგისტრაციის ნომერი შენიშვნა განმცხადებლის ხელმოწერა --------------------------------------- (თარიღი)

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის (მათ შორის, სსაფ-ისა და ნსაფ-ის) ფორმების (შემდგომში – ფორმები) წარმოების ორგანიზებას და ამ ფორმებით საგადასახადო ორგანოების მომარაგებას ახორციელებს შემოსავლების სამსახური „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ” საქართველოს კანონის და ამ მუხლის შესაბამისად. 2. შესაბამის საგადასახადო ორგანოზე ფორმები შემოსავლების სამსახურის მიერ გაიცემა შესაბამისი საგადასახადო ორგანოს მოთხოვნის და ნდობით აღჭურვილ პირზე გაცემული მინდობილობის საფუძველზე. გაცემული ფორმების სერიისა და ნომრის, გაცემის თარიღის, მიღებაზე ნდობით აღჭურვილი პირის პირადობის მოწმობის მონაცემები ფიქსირდება მკაცრი აღრიცხვის ფორმების გაცემის ჟურნალის ელექტრონულ ვერსიაში. დაარქივების მიზნით, აღნიშნული ჟურნალი ამოიბეჭდება ყოველი წლის ბოლოს. 3. შესაბამისი საგადასახადო ორგანოდან მათ დაქვემდებარებაში მყოფ სტრუქტურულ ქვედანაყოფებზე ფორმები გაიცემა მიღება-ჩაბარების აქტით. 4. დღგ-ის გადამხდელებზე ფორმების გაცემისას საგადასახადო ორგანოს მიერ მკაცრი აღრიცხვის ფორმების გაცემის ჟურნალის ელექტრონულ ვერსიაში ფიქსირდება გაცემული ფორმების სერიისა და ნომრის, გაცემის თარიღის, მათ მიღებაზე გადამხდელის ან მისი ნდობით აღჭურვილი პირის მინდობილობისა და პირადობის მოწმობის მონაცემები. აღნიშნული ჟურნალი, ქაღალდის ფორმით, ყოველი წლის ბოლოს ექვემდებარება დაარქივებას. 5. მატერიალური სახის საფ-ის ფორმის გაცემა ფასიანია. მომსახურების საფასური განსაზღვრულია საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებით. 6. დაუშვებელია საგადასახადო ორგანოს მიერ დღგ-ის გადამხდელზე გაცემული ფორმების სხვა პირისათვის გადაცემა. 7. ნსაფ-ების მისაღებად (გარდა იმპორტის/ექსპორტის შემთხვევისა) გადასახადის გადამხდელი ვალდებულია, შესაბამის საგადასახადო ორგანოს მიმართოს განაცხადით №III-12 დანართის შესაბამისად და წარადგინოს №III-08 დანართში აღნიშნული ნავთობპროდუქტების მოპოვების, გადამუშავების ან/და შეძენის (მიღების) დამადასტურებელი დოკუმენტები: ა) მოპოვების შემთხვევაში – აღნიშნული საქმიანობის განხორციელების შესახებ ლიცენზიის ქსეროასლი; ბ) გადამუშავების შემთხვევაში: ბ.ა) ლიცენზიის/ნებართვის ქსეროასლი აღნიშნული საქმიანობის განხორციელების შესახებ; ბ.ბ) შესაბამისობის სერტიფიკატი იმ საქონელზე, რომელზედაც სავალდებულოა შესაბამისობის სერტიფიკატის აღება; ბ.გ) ნედლეულის შეძენის ნსაფ-ი, ხოლო იმ ნედლეულზე, რომელზედაც სავალდებულო არ არის ნსაფ-ის გამოწერა – საბაჟო დეკლარაცია ან პირველადი საგადასახადო დოკუმენტები; ბ.დ) ძირითადი საექსპორტო მილსადენის პროექტის მონაწილეებსა და საქართველოს მთავრობას შორის 2000 წლის 18 ოქტომბერს გაფორმებული ხელშეკრულების (ხელშეკრულება ტერიტორიის მფლობელი ქვეყნის მთავრობასთან) და 2002 წლის 1 აგვისტოს ამ ხელშეკრულებაში ნოვაციისა და ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს მთავრობასთან დადებული ხელშეკრულების შესაბამისად ძირითადი საექსპორტო მილსადენის პროექტის მონაწილე – „ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის კომპანიის“ ფილიალის „ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის კომპანია (საქართველო)“-ს მხრიდან მომართვის შემთხვევაში – ინფორმაცია ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენიდან განვლილ პერიოდში ამოღებული და გადამუშავებული ნედლი ნავთობის რაოდენობის შესახებ; გ) იმპორტის შემთხვევაში – იმპორტის დამადასტურებელი დოკუმენტები, მათ შორის, იმპორტირებული საქონლის შიდა გადაზიდვის ნსაფ-ი, მისი არსებობის შემთხვევაში; დ) შეძენის შემთხვევაში – ნსაფ-ი; ე) საგადასახადო ორგანოს მიერ მოვალის ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის შემთხვევაში – სერტიფიკატი გაყიდვისა და ქონების ფლობის (განკარგვის) შესახებ; ვ) სასამართლოს გადაწყვეტილებით საქონლის პირის (მათ შორის, სახელმწიფოს) საკუთრებაში მიქცევის შემთხვევაში – სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილება; ზ) „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ საქონლის განკარგვისას (რეალიზაცია, პრივატიზება), – განმკარგავი ორგანოს მიერ გაცემული გასხვისების დამადასტურებელი დოკუმენტები. 8. იმ შემთხვევაში, როცა ადგილი აქვს თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) პროცედურაში მოქცეული (მოსაქცევი) საქონლის საბაჟო პროცედურის განხორციელების ადგილიდან დასაწყობების ადგილამდე, ან ექსპორტის პროცედურაში მოქცეული (მოსაქცევი) საქონლის დასაწყობების ადგილიდან საბაჟო პროცედურის განხორციელების ადგილამდე ტრანსპორტირებას, იმპორტის/ექსპორტის განმახორციელებელი პირი ვალდებულია ნსაფ-ის მისაღებად მიმართოს საგადასახადო ორგანოს განაცხადით №III-13 დანართის შესაბამისად. 9. საგადასახადო ორგანო ვალდებულია განაცხადის წარმოდგენიდან (საგადასახადო ორგანოში რეგისტრაციიდან) 72 საათის განმავლობაში (დასვენების დღეების ჩაუთვლელად), ხოლო იმპორტის შემთხვევაში – დაუყოვნებლივ, გასცეს ნსაფ-ები ან უარი განაცხადოს მათ გაცემაზე. 10. ნსაფ-ების გაცემაზე უარის შემთხვევაში, საგადასახადო ორგანო ვალდებულია აცნობოს გადასახადის გადამხდელს უარის საფუძველი, რაც შეიძლება იყოს: ა) განაცხადში არასრულყოფილი ან საეჭვო მონაცემების წარმოდგენა; ბ) გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო ორგანოში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ანგარიშგებების წარუდგენლობა ან არასრულყოფილად წარდგენა. 11.  გადასახადის გადამხდელზე „აშ“ სერიის ნსაფ-ის გაცემისას, რომელიც  გამოყენებული უნდა იქნეს თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) პროცედურაში მოქცეული (მოსაქცევი) საქონლის საბაჟო პროცედურის განხორციელების ადგილიდან დასაწყობების ადგილამდე, ან ექსპორტის პროცედურაში მოქცეული (მოსაქცევი) საქონლის დასაწყობების ადგილიდან საბაჟო პროცედურის განხორციელების ადგილამდე ტრანსპორტირებისათვის, საგადასახადო ან/და საბაჟო ორგანოში გადასახადის გადამხდელის მიერ ივსება ნსაფ-ის მე-5 (5.1 და 5.2), ცხრილის პირველი და მე-2, მე-14, მე-15, მე-16, მე-17 სტრიქონები, ხოლო მე-4 (4.1 და 4.2), მე-11, მე-12 სტრიქონებზე მიეთითება „ –“, დანარჩენი სტრიქონები კი ივსება დამოუკიდებლად. ნსაფ-ის შევსების ანალოგიური წესი გამოიყენება ექსპორტის შემთხვევაშიც იმ განსხვავებით, რომ საგადასახადო ორგანოში გადასახადის გადამხდელის მიერ ივსება ნსაფ-ის მე-4 (4.1 და 4.2), ცხრილის პირველი და მე-2 სტრიქონები, ხოლო მე-5 (5.1 და 5.2) სტრიქონზე მიეთითება „–“. 12. ამ მუხლის მე-11 პუნქტი გამოიყენება მხოლოდ ნედლი ნავთობის, ნავთობის მსუბუქი და მძიმე დისტილატების საბაჟო პროცედურის განხორციელების შემთხვევაში. 13. შემოსავლების სამსახურის უფროსის მიერ შესაძლებელია გამოიცეს ბრძანება კომპიუტერული ნსაფ-ის გამოყენების შესახებ იმ გადასახადის გადამხდელთან მიმართებაში, რომელსაც საკუთრებაში (სარგებლობაში) აქვს ნავთობპროდუქტებით საბითუმო და საცალო ვაჭრობის ქსელის ობიექტები, ბოლო 6 თვის განმავლობაში თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) პროცედურაში დეკლარირებული აქვს ნსაფ-ების გამოყენებას დაქვემდებარებული 10 მლნ ლარზე მეტი ღირებულების საქონელი და უზრუნველყოფს საგადასახადო ორგანოების მიერ აღნიშნული საქონლის შესახებ მონაცემების შეუფერხებელ (უწყვეტ რეჟიმში) გამოყენების შესაძლებლობას. 14. საფ-ის და ნსაფ-ის დაკარგული, გაუქმებული და დეფექტური ფორმების შესახებ მონაცემების კომპიუტერულ ბაზაში ასახვის მიზნით, აღნიშნული მონაცემები საგადასახადო ორგანოების მიერ ელექტრონულად წარედგინება შემოსავლების სამსახურს. 15. სხვადასხვა ფორმის საფ-ის გაუქმებული და დეფექტური ბლანკების ექსპერტიზა-უტილიზაციის მიზნით ასეთი ბლანკები საგადასახადო ორგანოს მიერ წარედგინება სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 1 მარტის ბრძანება №115 – ვებგვერდი, 02.03.2011წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 9 აგვისტოს ბრძანება №432 – ვებგვერდი, 10.08.2011 წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 26 სექტემბრის ბრძანება №506 – ვებგვერდი, 29.09.2011წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 29 აგვისტოს ბრძანება №367 – ვებგვერდი, 03.09.2012წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 17 ოქტომბრის ბრძანება №346 - ვებგვერდი, 18.10.2013წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 22 ოქტომბრის ბრძანება №339 – ვებგვერდი, 23.10.2015წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 8 ოქტომბრის ბრძანება №306 - ვებგვერდი, 09.10.2019წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 27 აგვისტოს ბრძანება №209 - ვებგვერდი, 31.08.2020წ. დანართი №III-12 ინფორმაცია გადამუშავებული პროდუქციის შესახებ (ივსება მხოლოდ ნავთობის გადამუშავების შემთხვევაში): დანართი №III-13 საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 22 ოქტომბრის ბრძანება № 339 – ვებგვერდი, 23.10.2015წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 8 ოქტომბრის ბრძანება №306 - ვებგვერდი, 09.10.2019წ. ------------------------------------------------- (საგადასახადო ორგანოს დასახელება) ------------------------------------------------- (გადასახადის გადამხდელის დასახელება) საიდენტიფიკაციო ნომერი გ ა ნ ა ც ხ ა დ ი საიმპორტო (საექსპორტო) ნავთობპროდუქტების შიდა გადაზიდვის ნსაფ-ების მიღებაზე გთხოვთ, ჩვენს სახელზე გასცეთ აშ სერიის: _ _ ცალი ნსაფ-ი თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) პროცედურაში მოქცეული (მოსაქცევი) საქონლის საბაჟო პროცედურის განხორციელების ადგილიდან დასაწყობების ადგილამდე ტრანსპორტირებისთვის – – ცალი ნსაფ-ი ექსპორტის პროცედურაში მოქცეული (მოსაქცევი) საქონლის დასაწყობების ადგილიდან საბაჟო პროცედურის განხორციელების ადგილამდე ტრანსპორტირებისთვის გადაწყვეტილების მიღებისათვის წარმოგიდგენთ შემდეგ ინფორმაციას: (თითო უჯრა ივსება გასაცემი თითოეული ნსაფ-ის შესაბამისად): N საქონლის დასახელება და კოდი საქონლის რაოდენობა კგ-ში საბაჟო პროცედურის განხორციელების საბაჟო ორგანოს დასახელება ტრანსპორტირების დაწყების ადგილის მისამართი ტრანსპორტირე-ბის დამთავრების ადგილის მისამართი დასაწყობების ადგილის რეგისტრაციის ნომერი შენიშვნა განმცხადებლის ხელმოწერა --------------------------------------- (თარიღი)

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №228 · ძალაშია 8 სექ. 2020-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 59 (დანართი 1)შემდეგი მუხლი 61 (დანართი 1)

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 8 ოქტ. 2026 · №400

  • 42 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

გადასახადების ადმინისტრირების შესახებ

  • 52 (დანართი 1)საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა
  • 59 (დანართი 1)ნავთობპროდუქტების სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის წარდგენა
  • 54 (დანართი 1)საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის წარდგენა

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

  • 180საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა
  • 72¹საგადასახადო დოკუმენტი
  • 64საგადასახადო მოთხოვნა

მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ

  • 8მკაცრი აღრიცხვის ფორმების გამოყენება სამართალსუბიექტების მიერ
  • 4მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაცია
  • 9მკაცრი აღრიცხვის ფორმების დამზადების შეკვეთების გაფორმება და წარმოება

საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ

  • 24სპეციალური სახელმწიფო ფონდების შემოსავალი და ხარჯები

საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი

  • 18²საგადასახადო ან/და სხვა ვალდებულების სხვა პირის მიერ შესრულება

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი

  • 21⁴⁶საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
21⁴⁶84918²18072¹6452 (დ…59 (დ…54 (დ…2460 (დანართი 1)
მნიშვნელობით ახლოსგადასახადების ადმინისტ…საქართველოს საგადასახა…მკაცრი აღრიცხვის ფორმე…საბიუჯეტო სისტემისა და…საქართველოს საბიუჯეტო …საქართველოს ადმინისტრა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 8 ოქტ. 2026 · რედაქცია №400 · ბოლოს შემოწმდა 21 ოქტ. 2026